ნეემია
7 დავასრულე თუ არა გალავნის აღდგენა,+ ჩავდგი კარები+ და დავნიშნე კარიბჭის მცველები,+ მგალობლები+ და ლევიანები.+ 2 იერუსალიმზე დავაყენე ჩემი ძმა ხანანი+ და ციხესიმაგრის მთავარი ხანანია,+ რადგან ის ყველაზე სანდო კაცი იყო და ბევრ სხვაზე მეტად ეშინოდა ღვთისა.+ 3 ვუთხარი მათ: „იერუსალიმის კარიბჭეები არ უნდა გაიღოს შუადღის დადგომამდე. მცველებმა ის თავიანთი ცვლის დასრულებამდე უნდა დახურონ და ჩარაზონ. მცველებად იერუსალიმის მკვიდრნი დანიშნეთ, ზოგი სადარაჯოებზე და ზოგიც თავისი სახლის წინ“. 4 იერუსალიმი ვრცელი ქალაქი იყო, მაგრამ ხალხი ცოტა იყო იქ,+ და არც სახლები იყო აღდგენილი.
5 ჩემმა ღმერთმა აღმძრა, რომ შემეკრიბა დიდებულები, მმართველები და ხალხი, რათა საგვარეულოთა მიხედვით აღრიცხულიყვნენ.+ ვიპოვე მათი საგვარეულო ნუსხა, ვინც პირველები დაბრუნდნენ. აი, რა ეწერა მასში:
6 „ესენი იყვნენ სამთავროში მცხოვრები, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის+ მიერ გადასახლებული ხალხი,+ რომლებიც ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იერუსალიმსა და იუდაში, თავ-თავიანთ ქალაქებში დაბრუნდნენ+ 7 ზერუბაბელთან,+ იეშუასთან,+ ნეემიასთან, აზარიასთან, რაამიასთან, ნახამანისთან, მორდოქაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაანასთან ერთად.
აი ამ ებრაელ მამაკაცთა რიცხვი:+ 8 ფაროშის შთამომავლები — 2 172; 9 შეფატიას შთამომავლები — 372; 10 არახის+ შთამომავლები — 652; 11 ფახათ-მოაბის+ შთამომავლები იეშუასა და იოაბის+ საგვარეულოებიდან — 2 818; 12 ელამის+ შთამომავლები — 1 254; 13 ზათუს შთამომავლები — 845; 14 ზაქაის შთამომავლები — 760; 15 ბინუის შთამომავლები — 648; 16 ბებაის შთამომავლები — 628; 17 აზგადის შთამომავლები — 2 322; 18 ადონიკამის შთამომავლები — 667; 19 ბიგვაის შთამომავლები — 2 067; 20 ადინის შთამომავლები — 655; 21 ატერის შთამომავლები ხიზკიას საგვარეულოდან — 98; 22 ხაშუმის შთამომავლები — 328; 23 ბეცაის შთამომავლები — 324; 24 ხარიფის შთამომავლები — 112; 25 გაბაონის+ შთამომავლები — 95; 26 ბეთლემელები და ნეტოფელები — 188; 27 ანათოთელები+ — 128; 28 ბეთ-აზმავეთელები — 42; 29 კირიათ-იეარიმელები,+ ქეფირელები და ბეეროთელები+ — 743; 30 რამელები და გებელები+ — 621; 31 მიქმასელები+ — 122; 32 ბეთელელები+ და აიელები+ — 123; 33 სხვა ნებოს მკვიდრნი — 52; 34 სხვა ელამის შთამომავლები — 1 254; 35 ხარიმის შთამომავლები — 320; 36 იერიხონელები — 345; 37 ლოდის, ხადიდისა და ონოს+ მკვიდრნი — 721; 38 სენაას შთამომავლები — 3 930.
39 მღვდლები:+ იედაიას შთამომავლები იეშუას საგვარეულოდან — 973; 40 იმერის შთამომავლები — 1 052; 41 ფაშხურის+ შთამომავლები — 1 247; 42 ხარიმის+ შთამომავლები — 1 017.
43 ლევიანები:+ იეშუას შთამომავლები, კადმიელის+ შთამომავლები, ჰოდევას საგვარეულოდან — 74. 44 მგალობლები:+ ასაფის შთამომავლები+ — 148. 45 კარიბჭის მცველები:+ შალუმის, ატერის, თალმონის, აკუბის,+ ხატიტასა და შობაის შთამომავლები — 138.
46 ტაძრის მსახურნი*:+ ციხას, ხასუფას, ტაბაოთის, 47 კეროსის, სიას, ფადონის, 48 ლებანას, ხაგაბას, სალმაის, 49 ხანანის, გიდელის, გახარის, 50 რეაიას, რეცინის, ნეკოდას, 51 გაზამის, უზას, ფასეას, 52 ბესაის, მეუნიმის, ნეფიშესიმის, 53 ბაკბუკის, ხაკუფას, ხარხურის, 54 ბაცლითის, მეხიდას, ხარშას, 55 ბარკოსის, სისერას, თამახის, 56 ნეციასა და ხატიფას შთამომავლები.
57 სოლომონის მსახურთა შთამომავლები:+ სოტაის, სოფერეთის, ფერიდას, 58 იაალას, დარკონის, გიდელის, 59 შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ჰაცებაიმისა და ამონის შთამომავლები. 60 ტაძრის მსახურნი+ და სოლომონის მსახურთა შთამომავლები სულ 392 იყვნენ.
61 აი, ესენი იყვნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშიდან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან წამოსულები, რომლებიც ვერ ამტკიცებდნენ, რომელ საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ და იყვნენ თუ არა წარმოშობით ისრაელები:+ 62 დელაიას, ტობიას და ნეკოდას შთამომავლები — 642. 63 მღვდელთაგან: ხაბაიას შთამომავლები, ჰაკოცისა+ და იმ ბარზილაის შთამომავლები, რომელმაც გალაადელი ბარზილაის+ ერთ-ერთი ასული მოიყვანა ცოლად და სიმამრის სახელი დაერქვა. 64 ისინი ეძებდნენ ნუსხას თავიანთი წარმომავლობის დასამტკიცებლად, მაგრამ ვერ იპოვეს, ამიტომ ისინი მღვდლობისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს.+ 65 თირშათამ*+ უთხრა მათ, რომ არ ეჭამათ ის, რაც წმინდად ითვლებოდა,+ სანამ მღვდელი ურიმითა და თუმიმით*+ არ დაეკითხებოდა ღმერთს.
66 მთელი ხალხის რიცხვი 42 360-ს შეადგენდა,+ 67 თუ არ ჩავთვლით მათ მონებსა+ და მხევლებს, რომელთა რიცხვიც 7 337 იყო; მათ 245 მომღერალი კაცი და ქალიც ჰყავდათ,+ 68 აგრეთვე 736 ცხენი, 245 ჯორი, 69 435 აქლემი და 6 720 ვირი.
70 საგვარეულოთა ზოგიერთმა თავკაცმა შესაწირავი გაიღო საქმის შესასრულებლად.+ თირშათამ საგანძურისთვის გაიღო 1 000 ოქროს დრაქმა*, 50 ჯამი და 530 ხელი გრძელი სამღვდელო სამოსი.+ 71 საგვარეულოთა ზოგიერთმა თავკაცმა საქმის შესასრულებლად საგანძურში შეიტანა 20 000 ოქროს დრაქმა და 2 200 მინა* ვერცხლი, 72 დანარჩენმა ხალხმა კი გაიღო 20 000 ოქროს დრაქმა, 2 000 მინა ვერცხლი და 67 ხელი გრძელი სამღვდელო სამოსი.
73 მღვდლები, ლევიანები, კარიბჭის მცველები, მომღერლები,+ ტაძრის მსახურები თუ სხვა ისრაელები თავ-თავიანთ ქალაქებში დასახლდნენ;+ ასე დასახლდა მთელი ისრაელი თავიანთ ქალაქებში. მე-7 თვეს+ ისინი უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში იყვნენ“.+