იგავები
3 ნუ დახარბდები მის გემრიელ კერძებს,
თორემ მოტყუვდები.
4 ნუ შეალევ ძალ-ღონეს სიმდიდრის დაგროვებას.+
შეჩერდი და მოუხმე გონიერებას*!
6 ნუ შეჭამ ძუნწი კაცის საჭმელს,
ნუ დახარბდები მის გემრიელ კერძებს,
7 რადგან ყველა ლუკმას გითვლის იგი;
გეუბნება, ჭამე და სვიო, მაგრამ გულით არ გეუბნება.
8 გადაყლაპულ ლუკმებს ამოარწყევ
და ტყუილად დახარჯავ ტკბილ სიტყვებს.
12 მთელი გულით მიიღე დარიგება,
ყური კი ბრძნულ სიტყვებს მიაპყარი.
13 ნუ შეიკავებ თავს ბავშვის დასჯისგან;+
რომც გაჯოხო, არ მოკვდება.
16 გამხიარულდება ჩემი გული,
როცა შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებს.
19 მომისმინე, შვილო, დაბრძენდი
და სწორი გზით იარე.
20 ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს+
და ვინც ხორცით ვერ ძღება,+
21 რადგან ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება+
და თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
24 მართლის მამა იმხიარულებს;
ბრძენის მამა გაიხარებს.
25 გაიხარებს შენი დედ-მამა;
იმხიარულებს შენი მშობელი დედა.
29 ვინ ოხრავს? ვინ შფოთავს?
ვინ დავობს? ვინ წუწუნებს?
ვის აქვს ჭრილობები უმიზეზოდ? ვის აქვს ჩაწითლებული თვალები?
31 ნუ უყურებ ღვინის სიწითლეს,
სასმისში რომ ელვარებს და ყელში მირაკრაკებს,
32 რადგან ბოლოს გველივით კბენს კაცს
და გველგესლასავით გესლავს.
34 ისე იქნები, თითქოს შუაგულ ზღვაში იწვე,
თითქოს გემის ანძის წვერზე იწვე.
35 იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდა,
მირტყამდნენ და ვერაფერს ვგრძნობდიო;
როდის გამეღვიძება,+ რომ ისევ დავლიოო.