ესაია
63 ვინ არის ეს, ედომიდან+ რომ მოდის,
ბოცრიდან+ — ხასხასა* ტანსაცმლით,
დიდებული სამოსით შემოსილი,
ძლევამოსილი რომ მოაბიჯებს?
„ეს მე ვარ, სიმართლით მეტყველი,
ძლიერი მხსნელი!“
3 „მე თვითონ ვწნეხდი საწნახელში
და კაცთაგან არავინ იყო ჩემთან.
ჩემი რისხვით ვწნეხდი
და ჩემი მრისხანებით ვთელავდი მათ.+
ტანისამოსზე მათი სისხლი მომესხურა
და მთელი სამოსი დამილაქავდა.
5 ვიყურებოდი, მაგრამ არავინ იყო შემწე;
გავიკვირვე, რომ არავინ ამომიდგა მხარში.
ჩემივე მკლავით გავიმარჯვე+
და ჩემივე მრისხანება ამომიდგა მხარში.
7 გავაცხადებ იეჰოვას სიყვარულის* საქმეებს,
იეჰოვას სახოტბო საქმეებს,
იმ ყოველივეს, რაც იეჰოვამ გააკეთა ჩვენთვის,+
იმ უამრავი სიკეთის გამო,
რაც წყალობითა და ურყევი სიყვარულით* მოიმოქმედა ისრაელისთვის.
8 თქვა მან: „ეს ნამდვილად ჩემი ხალხია, ჩემი ძეები, რომლებიც არ მიორგულებენ“.+
ამიტომაც გახდა იგი მათი მხსნელი.+
9 მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო,+
მისმა მაცნემ იხსნა ისინი.+
10 ისინი კი ეურჩნენ+ და დაამწუხრეს მისი წმინდა სული.+
11 გაიხსენეს ძველი დრო,
მისი მსახური მოსეს დრო:
„სად არის ის, ვინც ზღვიდან+ გამოიყვანა ისინი თავისი ფარის მწყემსებთან ერთად?+
სად არის ის, ვინც მასზე თავისი წმინდა სული დაავანა,+
12 ვინც მოსეს მარჯვენა თავისი დიდებული მკლავით წარმართა,+
ვინც გაყო წყალი მათ წინ,+
რათა მარადიული სახელი დაემკვიდრებინა,+
13 ვინც ისე გაატარა ისინი ზვირთებში,
რომ არ წაფორხილებულან,
როგორც ცხენი არ წაფორხილდება უდაბნოში?
ასე მიუძღოდი შენს ხალხს,
რომ დიდებული სახელი დაგემკვიდრებინა.+
15 გადმოიხედე ზეციდან,
შენი სიწმინდისა და სიდიადის ამაღლებული სამყოფლიდან!
რატომ მიმატოვე?!
აბრაამმაც რომ არ გვაღიაროს
და ისრაელმაც არ გვცნოს,
შენ, იეჰოვა, მაინც ჩვენი მამა იქნები!
ოდითგანვე „ჩვენი გამომსყიდველი“ გეწოდება.+
17 რატომ გადაგვახვევინე, იეჰოვა, შენი გზიდან?
რატომ გაგვიქვავე გული, რომ აღარ გვეშინოდეს შენი?+
დაბრუნდი შენი მსახურების გულისთვის,
შენი კუთვნილი ტომების გულისთვის!+
18 სულ ცოტა ხნით ფლობდა მას შენი წმინდა ხალხი;
ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გათელეს შენი წმინდა ადგილი.+
19 დიდი ხანია, ისე ვართ, თითქოს არასდროს ყოფილიყავი ჩვენი მეფე,
თითქოს არასდროს ვწოდებულიყავით შენი სახელით.