ლევიანები
12 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „თუ ქალი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შვიდი დღე გაუწმინდურებული იქნება, ისევე როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს.+ 3 მერვე დღეს ვაჟი უნდა წინადაცვითონ.+ 4 ქალის განწმენდა კიდევ 33 დღე უნდა გაგრძელდეს. წმინდას არაფერს შეეხოს და წმინდა ადგილას განწმენდის დღეების დასრულებამდე არ მივიდეს.
5 თუ გოგოს გააჩენს, 14 დღე გაუწმინდურებული იქნება, ისევე როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს. ქალის განწმენდა კიდევ 66 დღე უნდა გაგრძელდეს. 6 როდესაც ქალის განწმენდის დღეები დასრულდება, იმისდა მიუხედავად, ბიჭი გააჩინა თუ გოგო, შეხვედრის კარვის შესასვლელთან მან მღვდელს მიუყვანოს ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავ მსხვერპლად+ და ხუნდი ან გვრიტი ცოდვის შესაწირავად. 7 მღვდელმა შესაწირავი იეჰოვას წარუდგინოს, ქალისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს და სისხლდენისგან გაუწმინდურებული განიწმინდება. ეს არის კანონი ქალზე, რომელმაც ბიჭი გააჩინა თუ გოგო. 8 მაგრამ, თუ ქალს ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, ორი გვრიტი ან ორი ხუნდი მიიყვანოს,+ ერთი — დასაწვავ მსხვერპლად და მეორე — ცოდვის შესაწირავად; მღვდელმა გამოსყიდვის წესი შეასრულოს ქალისთვის და ისიც განიწმინდება“».