მეფეები — წიგნი მეორე
24 იეჰოიაკიმის მეფობის დროს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა+ გაილაშქრა მის წინააღმდეგ; სამი წელი ემორჩილებოდა მას იეჰოიაკიმი, მერე კი ზურგი აქცია და აუმხედრდა. 2 უსევდა იეჰოვა მას ქალდეველთა,+ სირიელთა, მოაბელთა და ამონელთა მოთარეშე რაზმებს; უსევდა მათ იეჰოვა იუდას გასანადგურებლად იმ სიტყვისამებრ,+ თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით რომ ჰქონდა ნათქვამი. 3 ეს იეჰოვას ბრძანებით ხდებოდა იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა+ ის მენაშეს მიერ ჩადენილი ცოდვების,+ 4 აგრეთვე მის მიერ დაღვრილი უდანაშაულო სისხლის გამო,+ რითაც მოირწყო იერუსალიმი; არ ინება იეჰოვამ პატიება.+
5 იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმეები, ის ყოველივე, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+ 6 განისვენა იეჰოიაკიმმა თავისი მამა-პაპის გვერდით.+ მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოიაქინი გამეფდა.
7 მეტად აღარ გამოსულა საბრძოლველად ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან,+ რადგან ყველაფერი წაართვა ბაბილონის მეფემ ეგვიპტის მეფეს ეგვიპტის ხევიდან+ მდინარე ევფრატამდე.+
8 იეჰოიაქინი+ 18 წლის გამეფდა და 3 თვე იმეფა იერუსალიმში.+ დედამისი იყო იერუსალიმელი ნეხუშთა, ელნათანის ასული. 9 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში მამამისის მსგავსად. 10 იმ დროს იერუსალიმზე გაილაშქრეს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მსახურებმა; ალყაში იყო ქალაქი.+ 11 მიადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ქალაქს, როცა მისი მსახურები ალყას არტყამდნენ მას.
12 გავიდა იუდას მეფე იეჰოიაქინი ბაბილონის მეფესთან.+ მასთან ერთად იყვნენ დედამისი, მისი მსახურები, მთავრები და კარისკაცები.+ თავისი მეფობის მერვე წელს ბაბილონის მეფემ ტყვედ წაიყვანა იგი.+ 13 გაიტანა მან იეჰოვას ტაძრის მთელი საგანძური და მეფის სასახლის საგანძური.+ დაამტვრია მან ოქროს ნივთები, ისრაელის მეფე სოლომონმა რომ გააკეთა იეჰოვას ტაძრისთვის,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. 14 მან გადაასახლა მთელი იერუსალიმი, მთავრები,+ მამაცი მებრძოლები, ყველა ხელოსანი და მჭედელი*+ — 10 000 კაცი. არავინ დარჩენილა იქ იმ მიწაზე მცხოვრები ღარიბი ხალხის გარდა.+ 15 ასე გადაასახლა მან ბაბილონში+ იეჰოიაქინი;+ იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა მეფის დედა, მისი ცოლები, კარისკაცები და ქვეყნის დიდებულები. 16 ბაბილონის მეფემ ტყვედ წაასხა 7 000 მებრძოლი, აგრეთვე 1 000 ხელოსანი და მჭედელი, ყველა მამაცი და საბრძოლოდ გაწვრთნილი ვაჟკაცი. 17 ბაბილონის მეფემ იეჰოიაქინის ნაცვლად ბიძამისი მათანია+ გაამეფა და ციდკია დაარქვა.+
18 ციდკია 21 წლის გამეფდა და 11 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხამუტალი,+ ლიბნელი იერემიას ასული. 19 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში იეჰოიაკიმის მსგავსად.+ 20 განრისხდა იეჰოვა იერუსალიმსა და იუდაზე იმის გამო, რაც იქ ხდებოდა და ზურგი აქცია.+ აუჯანყდა ციდკია ბაბილონის მეფეს.+