კანონი
25 «თუ კაცებს შორის დავა ჩამოვარდება და მსაჯულთა წინაშე წარდგებიან,+ მათ განსაჯონ ისინი — მართალი გაამართლონ და დამნაშავე გაამტყუნონ.+ 2 თუ დამნაშავე ცემას იმსახურებს,+ მსაჯული ბრძანებს, რომ პირქვე დააწვინონ იგი მის წინაშე და იმდენჯერ დაარტყან, რამდენსაც დანაშაულის გამო იმსახურებს. 3 ორმოცზე მეტჯერ არ დაარტყან;+ თუ ამაზე მეტჯერ დაარტყამენ, დამცირდება შენი მოძმე შენს თვალში.
5 თუ ძმები ერთად იცხოვრებენ და ერთ-ერთი უშვილოდ მოკვდება, ქვრივი უცხოს არ უნდა გაჰყვეს. ის მაზლმა უნდა შეირთოს და შეასრულოს მაზლის ვალდებულება.+ 6 პირმშო, რომელსაც ქალი გააჩენს, გარდაცვლილი ქმრის შვილად ჩაითვლება+ და არ წაიშლება მისი სახელი ისრაელიდან.+
7 თუ კაცი არ მოისურვებს თავისი ძმის ქვრივის შერთვას, წავიდეს მისი ძმის ქვრივი კარიბჭესთან მყოფ უხუცესებთან და უთხრას: „ჩემი მაზლი უარზეა, რომ თავის ძმას ისრაელში სახელი შეუნარჩუნოს. არ უნდა ჩემი შერთვა და მაზლის ვალდებულების შესრულება“. 8 მოუხმონ მას იმ ქალაქის უხუცესებმა და დაელაპარაკონ. თუ იგი გადაჭრით იტყვის, რომ არ უნდა მისი შერთვა, 9 მივიდეს მისი ძმის ქვრივი მასთან უხუცესების თვალწინ, გახადოს სანდალი,+ სახეში შეაფურთხოს და თქვას, ასე ექცევიან კაცს, რომელიც თავისი ძმის საგვარეულო შტოს არ აგრძელებს. 10 ამის შემდეგ ისრაელში მის სახლეულობაზე იტყვიან, სანდალგახდილის სახლეულობააო.
11 თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან და ერთ-ერთის ცოლი სასირცხოზე სტაცებს ხელს მას, ვინც მის ქმარს ურტყამს, 12 მოჰკვეთე ქალს ხელი; არ შეიბრალო.
13 ნუ იქონიებ ჩანთაში ორნაირ საწონს,+ დიდსა და პატარას. 14 არ იქონიო სახლში ორნაირი საწყაო,+ დიდი და პატარა. 15 შენი საწონიცა და საწყაოც ზუსტი უნდა იყოს, რათა დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი, გაძლევს.+ 16 ამის გამკეთებელი უსამართლოა და სძულს იეჰოვას, შენს ღმერთს.+
17 არ დაივიწყოთ, რა გაგიკეთეს ამალეკელებმა, ეგვიპტიდან რომ გამოდიოდით,+ 18 გზაზე რომ დაგიხვდნენ დაღლილ-დაქანცულთ და თავს დაესხნენ მათ, ვინც ჩამოგრჩათ. არ ეშინოდათ მათ ღვთისა. 19 როცა მოგასვენებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ირგვლივ მცხოვრები მტრებისგან იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, დაგამკვიდრებინებთ,+ მოსპეთ ამალეკელთა სახსენებელი ცისქვეშეთში;+ არ დაივიწყოთ».