იოანეს გამოცხადება
19 ამის შემდეგ გავიგონე ციდან დიდი ხმა, რომელიც დიდძალი ხალხის ხმას ჰგავდა. ეს ხმა ამბობდა: „ადიდეთ იაჰი*!+ ხსნა, დიდება და ძლიერება ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, 2 რადგან ჭეშმარიტი და სამართლიანია+ მისი ყველა განაჩენი. აღასრულა მან დიდი მეძავისთვის გამოტანილი განაჩენი, იმ დიდი მეძავისა, რომელმაც გარყვნა დედამიწა თავისი გარყვნილებით, და მოჰკითხა მან მეძავს თავისი მონების სისხლი“.+ 3 მეორედაც გაისმა ხმა: „ადიდეთ იაჰი*!+ მეძავის კვამლი არასოდეს გაქრება“.+
4 ოცდაოთხმა უხუცესმა+ და ოთხმა ცოცხალმა არსებამ+ მუხლი მოიყარეს, თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომ ღმერთს და თქვეს: „ამინ! ადიდეთ იაჰი*!“+
5 ტახტიდან გამოვიდა ხმა, რომელმაც თქვა: „ადიდოს ჩვენი ღმერთი ყველა მისმა მონამ,+ მისმა მოშიშმა, დიდმა თუ მცირემ“.+
6 გავიგონე ხმა, რომელიც დიდძალი ხალხის, ბევრი წყლისა და ძლიერი ჭექა-ქუხილის ხმას ჰგავდა. ეს ხმა ამბობდა: „ადიდეთ იაჰი*,+ რადგან გამეფდა+ ჩვენი ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა*.+ 7 ვიხაროთ, ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ მას, რადგან კრავის ქორწილის დრო დადგა და პატარძალიც გაემზადა. 8 მას ნება მიეცა, ჩაეცვა მბრწყინავი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსი, რადგან ძვირფასი სელის სამოსი წმინდების სიმართლის საქმეებს განასახიერებს“.+
9 ანგელოზმა მითხრა: „დაწერე: ბედნიერნი არიან კრავის საქორწილო+ ვახშამზე მიწვეულნი“. მან აგრეთვე მითხრა: „ეს ღვთის სარწმუნო სიტყვებია“. 10 მაშინ დავემხვე მის ფეხებთან, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ნუ იზამ ამას!+ ღმერთს ეცი თაყვანი!+ მეც ისეთივე მონა ვარ, როგორიც შენ და შენი ძმები, რომლებიც იესოს შესახებ ქადაგებენ,+ რადგან სწორედ იესოს შესახებ ქადაგებაა წინასწარმეტყველების არსი“.+
11 ვიხილე გახსნილი ცა და თეთრი ცხენი.+ მის მხედარს ერთგული+ და ჭეშმარიტი+ ეწოდება. ის სამართლიანად ასამართლებს და სამართლიანად იბრძვის.+ 12 თვალები ცეცხლის ალს+ მიუგავდა და თავზე მრავალი გვირგვინი ედგა. მას ეწერა სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის. 13 სისხლიანი მოსასხამი ეცვა და მისი სახელი იყო ღვთის სიტყვა.+ 14 მას მიჰყვებოდა თეთრ ცხენებზე ამხედრებული თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსით მოსილი ზეციერი ლაშქარი. 15 მისი პირიდან დიდი ბასრი მახვილი გამოდიოდა,+ რათა დაეკრა ხალხებისთვის. ის რკინის კვერთხით+ დამწყემსავს მათ. ის დაწნეხს ყოვლისშემძლე ღვთის+ რისხვის მძვინვარების საწნახელშიც. 16 მას მოსასხამზე, ბარძაყთან, აწერია სახელი — მეფეთა მეფე და უფალთა უფალი.+
17 ვიხილე აგრეთვე მზეზე მდგომი ანგელოზი. ის ხმამაღლა უხმობდა ცის ყველა ფრინველს: „მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ ვახშამზე,+ 18 რათა ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა, ძლიერთა,+ ცხენთა და მათ მხედართა ხორცი,+ ყველას ხორცი: თავისუფლისა თუ მონისა, დიდისა თუ მცირისა!“
19 ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულისა და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად შეკრებილიყვნენ.+ 20 შეიპყრეს მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი,+ რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რითაც შეცდომაში შეჰყავდა მხეცის ნიშნის მიმღებნი+ და მისი ქანდაკების თაყვანისმცემელნი.+ ორივენი ცოცხლად ჩაყარეს ცეცხლისა და გოგირდის ტბაში.+ 21 დანარჩენები ცხენზე ამხედრებულის პირიდან გამომავალი დიდი მახვილით დაიხოცნენ.+ ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.+