რიცხვები
12 მირიამი და აარონი მოსეს წინააღმდეგ ალაპარაკდნენ, რადგან მას ქუშელი ცოლი+ ჰყავდა. 2 ამბობდნენ: „მხოლოდ მოსეს მეშვეობით ლაპარაკობს იეჰოვა?! რა, ჩვენი მეშვეობით არ ლაპარაკობს?!“+ იეჰოვა კი უსმენდა.+ 3 მოსე უთვინიერესი კაცი+ იყო მთელი დედამიწის ზურგზე.
4 მაშინ იეჰოვამ მოსეს, აარონსა და მირიამს უთხრა: „სამივენი შეხვედრის კარავთან მოდით“. ისინიც მივიდნენ. 5 ჩამოვიდა იეჰოვა ღრუბლის სვეტში,+ კარვის შესასვლელთან დადგა და აარონსა და მირიამს დაუძახა. ისინიც მივიდნენ. 6 ღმერთმა მათ უთხრა: „მომისმინეთ. იეჰოვას წინასწარმეტყველი რომ იყოს თქვენს შორის, ხილვაში გამოვეცხადებოდი+ ან სიზმარში დაველაპარაკებოდი,+ 7 მაგრამ მოსესთან, ჩემს მსახურთან, სხვაგვარად ვმოქმედებ! მას მთელი ჩემი ხალხი აბარია.+ 8 პირისპირ ველაპარაკები,+ პირდაპირ და არა გამოცანებით. იეჰოვა მას პირისპირ ეცხადება. როგორ არ შეგეშინდათ, როცა ჩემი მსახურის, მოსეს წინააღმდეგ ალაპარაკდით?!“
9 განურისხდა იეჰოვა მათ და იქაურობას გაეცალა. 10 ღრუბელიც მოსცილდა კარავს და კეთრს თოვლივით თეთრად დაეფარა მირიამი.+ მიბრუნდა აარონი მირიამისკენ და რას ხედავს! კეთრს+ დაუფარავს იგი. 11 აარონმა მოსეს უმალვე უთხრა: „გევედრები, ჩემო ბატონო! ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, უგუნურად მოვიქეცით! 12 ასე ნუ დატოვებ, თორემ მკვდრადშობილს დაემსგავსა, რომელსაც ხორცი ნახევრად შეჭმული აქვს“. 13 მოსემ იეჰოვას შეღაღადა: „ღმერთო, გევედრები! გევედრები,+ განკურნე!“
14 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მამამისს სახეში რომ შეეფურთხებინა, შვიდი დღე ხომ იქნებოდა დამცირებული?! შვიდი დღით გაიყვანეთ ბანაკიდან,+ შემდეგ კი დააბრუნეთ“. 15 მირიამი შვიდი დღე ბანაკის გარეთ იყო;+ მის დაბრუნებამდე ხალხი არ დაძრულა. 16 შემდეგ დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან+ და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.+