ესაია
52 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ძალით შეიმოსე,+ სიონო!+
შეიმოსე, იერუსალიმო, წმინდა ქალაქო, შენი ლამაზი სამოსლით!+
მეტად ვეღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმინდური.+
2 მტვერი ჩამოიბერტყე, წამოიმართე და საპატიო ადგილი დაიკავე, იერუსალიმო!
მოიშორე თოკები კისრიდან, სიონის ტყვე ასულო!+
3 აი, რას ამბობს იეჰოვა:
4 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა:
„ჯერ ეგვიპტეს შეეხიზნა ჩემი ხალხი,+
შემდეგ ასურეთი ჩაგრავდა უმიზეზოდ.
5 მაშ, რა უნდა გავაკეთო?! — ამბობს იეჰოვა. —
ჩემი ხალხი მუქთად იყო წაყვანილი.
დიახ, მე ვამბობ!“
7 რა მშვენიერია მთებზე მიმავალი მახარობლის ხილვა,+
მშვიდობის გამომცხადებლის,+
უკეთესობის მაცნის,
ხსნის მაუწყებლის,
მისი, ვინც ეუბნება სიონს, გამეფდაო შენი ღმერთი!+
8 ისმინე! ხმას იმაღლებენ შენი გუშაგები.
ერთხმად შესძახიან სიხარულით.
თვალნათლივ იხილავენ, როგორ შემოიკრებს იეჰოვა სიონს.
9 იმხიარულეთ, ერთხმად შესძახეთ სიხარულით, იერუსალიმის ნანგრევებო,+
რადგან ანუგეშა იეჰოვამ თავისი ხალხი,+ გამოისყიდა იერუსალიმი!+
10 იეჰოვამ გაიშიშვლა თავისი წმინდა მკლავი ხალხთა თვალწინ,+
დედამიწის კიდეები იხილავენ, რომ ჩვენი ღმერთია მხსნელი.+
11 ზურგი აქციეთ, ზურგი აქციეთ, გამოდით,+ უწმინდურს ნუ მიეკარებით!+
12 არც ძრწოლით გამოხვალთ
და არც გაქცევა მოგიწევთ,
რადგან იეჰოვა წაგიძღვებათ+
და ისრაელის ღმერთი გაგიმაგრებთ ზურგს.+
13 ჩემი მსახური+ გამჭრიახობით იმოქმედებს.
აღზევდება, დიდად ამაღლდება
და განდიდდება.+
14 მრავალი განცვიფრდა მისი შემხედვარე,
რადგან ისე იყო დამახინჯებული, რომ ადამიანს აღარ ჰგავდა,
და კაცის შესახედაობა აღარ შერჩენოდა.
რადგან იხილავენ იმას, რაც მათთვის არ უთქვამთ,
და მოისმენენ იმას, რაც არ სმენიათ.+