იესო ნავეს ძე
21 მივიდნენ ლევიანთა შტოების თავკაცები ელეაზარ+ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელის ტომთა შტოების თავკაცებთან 2 შილოში,+ ქანაანის მიწაზე და დაელაპარაკნენ მათ: „იეჰოვამ მოსეს პირით ბრძანა, რომ მოეცათ ჩვენთვის ქალაქები საცხოვრებლად და საძოვრები — პირუტყვისთვის“.+ 3 იეჰოვას ბრძანებისამებრ მისცეს ისრაელებმა ლევიანებს ქალაქები+ და საძოვრები თავ-თავიანთ სამკვიდროებში.+
4 პირველი წილი კეჰათელთა+ შტოებს ხვდა; აარონ მღვდლის შთამომავალ ლევიანებს 13 ქალაქი ერგოთ წილისყრით იუდას,+ სიმონისა+ და ბენიამინის ტომების სამკვიდროებში.+
5 დანარჩენ კეჰათელებს წილისყრით 10 ქალაქი ერგოთ ეფრემისა+ და დანის ტომების, აგრეთვე მენაშეს ტომის ნახევრის+ სამკვიდროებში.
6 გერშონელებს+ წილისყრით 13 ქალაქი ერგოთ ისაქარის, აშერისა და ნაფთალის ტომების სამკვიდროებში, აგრეთვე ბაშანში,+ მენაშეს ტომის ნახევრის სამკვიდროში.
7 მერარელებს+ შტოთა მიხედვით 12 ქალაქი ერგოთ რეუბენის, გადისა და ზებულონის+ ტომების სამკვიდროებში.
8 წილისყრით მისცეს ისრაელებმა ლევიანებს ქალაქები საძოვრებით, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით.+
9 იუდასა და სიმონის ტომების სამკვიდროებში მისცეს ქალაქები, რომლებიც აქ სახელებითაა მოხსენიებული;+ 10 ეს ქალაქები ერგოთ აარონის შთამომავლებს, კეჰათელ ლევიანებს, რადგან პირველი წილი მათ ხვდათ. 11 იუდას მთიან მხარეში მისცეს კირიათ-არბა+ (არბა ანაკის მამა იყო), იგივე ხებრონი,+ თავისი საძოვრებით, 12 თუმცა ქალაქის ველ-მინდვრები და მიმდებარე დასახლებები ქალებ იეფუნეს ძეს მისცეს საკუთრებად.+
13 აარონ მღვდლის შთამომავლებს მკვლელისთვის+ თავშესაფარ ქალაქად მისცეს ხებრონი+ თავისი საძოვრებით; გარდა ამისა, მისცეს ლიბნა+ თავისი საძოვრებით, 14 იათირი+ თავისი საძოვრებით, ეშთემოა+ თავისი საძოვრებით, 15 ხოლონი+ თავისი საძოვრებით, დებირი+ თავისი საძოვრებით, 16 აინი+ თავისი საძოვრებით, იუტა+ თავისი საძოვრებით და ბეთ-შემეში თავისი საძოვრებით — სულ 9 ქალაქი ამ ორი ტომის სამკვიდროში.
17 ბენიამინის ტომის სამკვიდროში მისცეს: გაბაონი+ თავისი საძოვრებით, გება თავისი საძოვრებით,+ 18 ანათოთი+ თავისი საძოვრებით და ალმონი თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი.
19 აარონის შთამომავლებს, მღვდლებს, სულ 13 ქალაქი ერგოთ თავისი საძოვრებით.+
20 კეჰათელ ლევიანთა დარჩენილ შტოებს წილისყრით ერგოთ ქალაქები ეფრემის ტომის სამკვიდროში. 21 მკვლელისთვის+ თავშესაფარ ქალაქად მისცეს მათ შექემი+ თავისი საძოვრებით ეფრემის მთიან მხარეში, გარდა ამისა, მისცეს გეზერი+ თავისი საძოვრებით, 22 კიბცაიმი თავისი საძოვრებით და ბეთ-ხორონი+ თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი.
23 დანის ტომის სამკვიდროში მისცეს: ელთეკე თავისი საძოვრებით, გიბეთონი თავისი საძოვრებით, 24 აიალონი+ თავისი საძოვრებით და გათ-რიმონი თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი.
25 მენაშეს ტომის ნახევრის სამკვიდროში მისცეს: თაანახი+ თავისი საძოვრებით და გათ-რიმონი თავისი საძოვრებით — სულ 2 ქალაქი.
26 კეჰათელთა დანარჩენ შტოებს სულ 10 ქალაქი ერგოთ თავისი საძოვრებით.
27 გერშონელ+ ლევიანთა შტოებს მკვლელისთვის თავშესაფარ ქალაქად ბაშანში, მენაშეს ტომის ნახევრის სამკვიდროში, ერგოთ გოლანი+ თავისი საძოვრებით, გარდა ამისა, მიეცათ ბეეშთერა თავისი საძოვრებით — სულ 2 ქალაქი.
28 ისაქარის+ ტომის სამკვიდროში მისცეს: კიშიონი თავისი საძოვრებით, დაბერათი+ თავისი საძოვრებით, 29 იარმუთი თავისი საძოვრებით და ენ-განიმი თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი.
30 აშერის ტომის+ სამკვიდროში მისცეს: მიშალი თავისი საძოვრებით, აბდონი თავისი საძოვრებით, 31 ხელკათი+ თავისი საძოვრებით და რეხობი+ თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი.
32 ნაფთალის ტომის სამკვიდროში მკვლელის თავშესაფარ ქალაქად+ გალილეაში კედეში+ მისცეს თავისი საძოვრებით, გარდა ამისა, მისცეს ხამოთ-დორი და კართანი თავისი საძოვრებით — სულ 3 ქალაქი.
33 გერშონელებს შტოების მიხედვით სულ 13 ქალაქი ერგოთ თავისი საძოვრებით.
34 მერარელთა შტოებს,+ დანარჩენ ლევიანებს, ზებულონის+ ტომის სამკვიდროში ერგოთ: იოკნეამი+ თავისი საძოვრებით, კართა თავისი საძოვრებით, 35 დიმნა თავისი საძოვრებით და ნაჰალალი+ თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი.
36 რეუბენის ტომის სამკვიდროში მისცეს: ბეცერი+ თავისი საძოვრებით, იაჰაცი თავისი საძოვრებით,+ 37 კედემოთი თავისი საძოვრებით და მეფაათი თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი.
38 გადის ტომის+ სამკვიდროში მკვლელის თავშესაფარ ქალაქად მისცეს გალაადის რამოთი+ თავისი საძოვრებით, გარდა ამისა, მისცეს მახანაიმი+ თავისი საძოვრებით, 39 ხეშბონი+ თავისი საძოვრებით და იაზერი+ თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი.
40 მერარელებს, ანუ ლევიანების დარჩენილ შტოებს, წილისყრით სულ 12 ქალაქი ერგოთ.
41 ისრაელების სამკვიდროში ლევიანებს სულ 48 ქალაქი ერგოთ თავისი საძოვრებით.+ 42 ყველა ამ ქალაქს ირგვლივ საძოვრები ერტყა.
43 მისცა იეჰოვამ ისრაელს მთელი მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას ფიცით აღუთქვა;+ ისინიც დაეუფლნენ მას და იქ დასახლდნენ.+ 44 იეჰოვამ ისინი ყოველი მხრიდან მოასვენა მტრებისგან, როგორც მათ მამა-პაპას აღუთქვა ფიცით;+ მათ წინ ვერავინ დაუდგა.+ ყველა მტერი ხელში ჩაუგდო მათ იეჰოვამ.+ 45 არცერთი დანაპირები არ გამტყუნებულა, რომელიც იეჰოვამ ისრაელს მის სასიკეთოდ მისცა, ყველაფერი შესრულდა.+