ფსალმუნები
დიდებული ხარ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+
სიდიადითა და ბრწყინვალებით მოსილი!+
6 დაფარე წყლით, როგორც სამოსით.+
წყლებმა დაფარა მთები.
7 შერისხე და უკუიქცნენ წყლები,+
შენი გრგვინვის ხმაზე თავზარდაცემულებმა დაიხიეს უკან,
8 ამაღლდა მთა+ და დადაბლდა ბარი;
ყოველივემ პოვა შენგან მიჩენილი ადგილი.
10 ხევებში მიუშვი წყალი, რომ მთებს შორის ედინა,
11 რათა წყალი არ გამოლეოდათ მინდვრის ცხოველებს,
წყურვილი მოეკლათ გარეულ ვირებს.
12 წყლებს ზემოთ იბუდებენ ცის ფრინველები;
ფოთოლხშირი ტოტებიდან ისმის მათი ჟღურტული.
13 ზედა ოთახებიდან რწყავ მთებს;+
შენი შრომის ნაყოფითაა სავსე დედამიწა.+
14 მწვანე ბალახს აღმოუცენებ პირუტყვს,
მცენარეებს — ადამიანებს,+
რათა საკვები მოგვცეს მიწამ:
15 ღვინო, გულის გამამხიარულებელი,+
ზეთი, სახის გამაპრიალებელი,
და პური, გულის გამამაგრებელი.+
ღვიაზე დაბუდებულან ყარყატები.+
22 ამოდის მზე
და თავ-თავიანთ ბუნაგებს უბრუნდებიან.
23 კაცი საშრომად მიდის
და საღამომდე გარჯაშია.
24 რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა!+
ყოველივე სიბრძნით შექმენი;+
სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით.
28 იმით საზრდოობენ, რასაც შენ აძლევ;+
ხელს შლი და არ უკავებ სიკეთეს.+
29 ზურგს თუ შეაქცევ, შეძრწუნდებიან;
სულს* თუ წაართმევ, დაიხოცებიან და მტვერს დაუბრუნდებიან.+
31 მარადიულად გასტანს იეჰოვას დიდება.
გაიხარებს იეჰოვა თავისი ნახელავით.+
34 საამო იყოს ჩემი ფიქრები მისთვის*;
იეჰოვათი გავიხარებ!
ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო! ადიდეთ იაჰი*!