ესაია
როცა დააქცევ, თავადაც დაიქცევი,+
როცა უღალატებ, შენც გიღალატებენ.
შენზე ვამყარებთ იმედს.
3 გარბიან ხალხები აურზაურის ხმაზე,
როცა წამოიმართები, იფანტებიან ერები.+
4 თქვენი ნაძარცვი ისე გაიხვეტება, თითქოს გაუმაძღარმა კალიებმა გახვეტესო;
კალიების გუნდივით დააცხრება მას ხალხი.
5 აღზევდება იეჰოვა,
რადგან მაღლაა დავანებული;
სამართლიანობითა და სიმართლით აავსებს სიონს.
6 ის გაცხოვრებს უსაფრთხოდ,
მისგანაა არნახული ხსნა,+ სიბრძნე, ცოდნა და იეჰოვას შიში+ —
ესაა მისი საუნჯე.
7 აი, ქუჩაში გაჰყვირიან მათი გმირები,
მწარედ ტირიან მშვიდობის მაცნეები.
8 გაუკაცრიელდა გზები,
აღარავინ დადის ბილიკზე.
9 გლოვობს და ხმება მიწა.
შერცხვა+ და დალპა ლიბანი;
უდაბნოს დაემსგავსა შარონი;
ბაშანსა და ქარმელს ფოთლები სცვივათ.+
11 თივა ჩაგესახათ და ნამჯას გააჩენთ.
ცეცხლივით გშთანთქავთ თქვენივე სული.+
12 კირის ნამწვს დაემსგავსებიან ხალხები;
აკაფული ეკლებივით მოეკიდებათ ცეცხლი.+
13 მოისმინეთ, შორს მყოფნო, რას გავაკეთებ!
აღიარეთ, ახლოს მყოფნო, ჩემი ძალა!
„რომელი ჩვენგანი გაჩერდება შთამნთქმელ ცეცხლთან?+
რომელი ჩვენგანი გაჩერდება ჩაუქრობელ ალთან?“
15 ვინც მუდმივად სიმართლეს იქმს,+
ვინც სიმართლეს ლაპარაკობს,+
ვინც უარს ამბობს უპატიოსნო, უკანონო მონახვეჭზე,
ვინც ხელს არ ჰკიდებს ქრთამს,+
ვინც ყურს არ უგდებს სისხლისმღვრელებს
და ვინც თვალს არიდებს ბოროტებას,
16 ის დამკვიდრდება სიმაღლეებში;
მიუვალ კლდეებში ექნება თავშესაფარი.
პური არ მოაკლდება
და წყლის მარაგი არ გამოელევა».+
17 საკუთარი თვალით იხილავ მეფეს თავისი ბრწყინვალებით,
იხილავ შორეულ ქვეყანას.
18 გაგახსენდება შიშის მომგვრელი დრო:
„სად არის მწერალი?
სად არის ხარკის ამწონი?+
სად არის კოშკების დამთვლელი?“
19 მეტად აღარ დაინახავ თავხედ ხალხს,
გაურკვევლად მოლაპარაკე ხალხს,
რომლის ბორძიკით ნათქვამი არ გესმის.+
20 შეხედე სიონს, ჩვენი დღესასწაულების ქალაქს!+
შენი თვალები იხილავს იერუსალიმს, მყუდრო სავანეს,
კარავს, რომელიც არ აიშლება.+
არასოდეს ამოაძრობენ ამ კარვის პალოებს
და არცერთი მისი თოკი არ გაწყდება.
21 იქ დიდებული ღმერთი, იეჰოვა,
დაგვიცავს მდინარეებივით და განიერი არხებივით,
სადაც ვერ გაივლიან ნიჩბიანი ხომალდები
და ვერც დიდებული გემები.
23 მოეშვება შენი თოკები;
ვეღარც ანძას დაიჭერს და ვეღარც იალქნებს გაშლის.
იმ დროს განაწილდება უხვი ნადავლი,
კოჭლებიც კი ბევრს დაიტაცებენ.+
24 არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო.+
იმ მიწის მკვიდრთ ეპატიებათ დანაშაული.+