ესაია
25 იეჰოვა, შენ ხარ ჩემი ღმერთი.
გადიდებ, ხოტბას ვასხამ შენს სახელს,
რადგან საოცრებებს ახდენ;+
შენი განზრახვები ოდითგანვე+
საიმედო+ და სანდოა.
2 ქვების გროვად აქციე ქალაქი,
ნანგრევებად — გამაგრებული ქალაქი;
აღარ არსებობს უცხოტომელთა კოშკი,
აღარასდროს აშენდება ქალაქი.
5 სიცხესავითაა გადახრუკულ მიწაზე;
შენ ახშობ უცხოტომელთა ხმაურს.
როგორც მცხუნვარება იხშობა ღრუბლის ჩრდილით,
ისე იხშობა მტარვალთა სიმღერა.
6 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ამ მთაზე+ ყველა ხალხს
გაუმართავს ნადიმს ნაირ-ნაირი კერძებით,+
ნადიმს თხლედალექილი ღვინით,
ძვლისტვინიანი ნაირ-ნაირი კერძებით,
საუკეთესო, დაწმენდილი, ღვინით.
7 ამ მთაზე გააქრობს იგი სუდარას, ყველა ხალხს რომ ფარავს,
და ქსოვილს, ყველა ერს რომ აფარია.
ჩამორეცხავს თავის ხალხს სირცხვილს მთელ დედამიწაზე,
რადგან იეჰოვამ თქვა ეს.
9 იმ დღეს იტყვიან:
„აი, ეს არის ჩვენი ღმერთი!+
ეს არის იეჰოვა!
მასზე ვამყარებთ იმედს;
ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან ის არის მხსნელი“.+
11 ისე მოუსვამს მას ხელს,
როგორც მოცურავე უსვამს ცურვისას,
და მარჯვედ მოქნეული ხელით
დაამცირებს მის ამპარტავნობას.+
12 დასცემს გამაგრებულ ქალაქს
მის მაღალ გალავანთან ერთად;
მიწასთან გაასწორებს და გააცამტვერებს.