ებრაელების მიმართ
2 მაშ, დიდი გულისყურით მოვეკიდოთ მოსმენილს,+ რათა გზას არ ავცდეთ.+ 2 თუ ანგელოზების პირით გადაცემული სიტყვა+ ურყევი იყო და ყოველი კანონდამრღვევი და ურჩი სამართლიანად ისჯებოდა,+ 3 ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს სასჯელს, თუკი უგულებელვყოფთ ცნობას დიდებული ხსნის შესახებ?!+ მასზე თავდაპირველად უფალმა იქადაგა+ და შემდეგ მისმა მსმენელებმა დაგვიდასტურეს, 4 რაშიც ღმერთიც უჭერდა მათ მხარს ნიშნებით, საკვირველებებითა და სასწაულებით,+ აგრეთვე წმინდა სულის ძღვნით, რომელსაც ყველას თავისი ნებისამებრ აძლევდა.+
5 მას ანგელოზებისთვის არ დაუმორჩილებია მომავალი მსოფლიო,+ რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. 6 ერთ მოწმეს ასე უწერია: „ვინ არის კაცი, რომ გახსოვს, ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?!+ 7 ანგელოზებზე ოდნავ დაბლა დააყენე, დიდებისა და პატივის გვირგვინი დაადგი და შენი ხელთა ქმნილება ჩააბარე; 8 ყოველივე მას დაუმორჩილე“.+ ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა,+ არ დაუტოვებია ისეთი რამ, მისთვის რომ არ დაემორჩილებინა.+ მართალია, ჯერ ვერ ვხედავთ იმას, რომ ყველაფერი მას ემორჩილებოდეს,+ 9 მაგრამ ჩვენ ვხედავთ იესოს, რომელიც დიდებისა და პატივის გვირგვინითაა შემკული, რადგან სიკვდილი იგემა;+ მან ანგელოზებზე ოდნავ დაბალი მდგომარეობა დაიკავა,+ რათა ყველას გულისთვის მომკვდარიყო, რაც ღვთის წყალობაა.+
10 მან, ვისთვისაც და ვისი მეშვეობითაც არსებობს ყოველივე, მართებულად მიიჩნია, რომ თავისი მრავალი ძის განსადიდებლად+ ჯერ მათი ხსნის მეთაური+ გაესრულყოფილებინა ტანჯვის მეშვეობით.+ 11 განმწმენდელსაც და განწმენდილთაც+ ერთი მამა ჰყავთ,+ ამიტომაც არ რცხვენია განმწმენდელს, რომ მათ „ძმები“ უწოდოს,+ 12 როცა ამბობს: „ჩემს ძმებს ვაუწყებ შენს სახელს; კრებულში მოგიძღვნი ქებას“,+ 13 და კიდევ: „მივენდობი მას“+ და „აი მე და ჩემი შვილები, რომლებიც იეჰოვამ* მომცა“.+
14 ამიტომ, რადგან „შვილები“ ხორციელნი არიან, ისიც ხორციელი გახდა,+ რათა თავისი სიკვდილით ბოლო მოეღო მისთვის, ვინც სიკვდილს იწვევს,+ ანუ ეშმაკისთვის,+ 15 და გაეთავისუფლებინა ყველა, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო,+ 16 რადგან ის ანგელოზების დასახმარებლად კი არ მოსულა, არამედ აბრაამის შთამომავლების.+ 17 მაშასადამე, ის ყოველმხრივ უნდა დამსგავსებოდა თავის „ძმებს“,+ რათა ღვთისთვის ემსახურა, როგორც გულმოწყალე და ერთგულ მღვდელმთავარს, ხალხის ცოდვებისთვის+ შერიგების მსხვერპლის შესაწირავად.+ 18 რაკი თავადაც იტანჯა, როცა იცდებოდა,+ მათი დახმარებაც შეუძლია, ვინც ახლა იცდება.+