ესთერი
4 მორდოქაიმ+ შეიტყო, რაც მოხდა,+ ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოს სამოსი ჩაიცვა და თავზე ნაცარი დაიყარა. გავიდა შუაგულ ქალაქში და მწარედ მოთქვამდა. 2 მეფის კარიბჭემდე რომ მივიდა, შეჩერდა, რადგან ჯვალოთი შემოსილს ეკრძალებოდა კარიბჭეში შესვლა. 3 ყველა სამთავროში,+ რომლამდეც მეფის ბრძანებულებამ მიაღწია, დიდი გლოვა ატყდა იუდეველთა შორის. მარხულობდნენ,+ ტიროდნენ, მოთქვამდნენ და ჯვალოს სამოსით შემოსილნი ნაცარში ისხდნენ.+ 4 ესთერის მოახლეები და საჭურისები მივიდნენ მასთან და ყველაფერი უამბეს. დიდად დამწუხრდა დედოფალი. ტანსაცმელი გაუგზავნა მორდოქაის, რომ ჯვალოს სამოსი გაეხადა, მაგრამ მან არ გამოართვა. 5 მაშინ ესთერმა მოიხმო ჰათაქი, მეფის ერთ-ერთი საჭურისი, რომელიც მეფეს მისთვის მსახურად ჰყავდა დაყენებული, და უბრძანა, მორდოქაისთან წასულიყო და ყველაფერი გაერკვია.
6 მივიდა ჰათაქი მორდოქაისთან ქალაქის მოედანზე, მეფის კარიბჭის წინ. 7 მორდოქაიც მოუყვა თავის ამბავს და იმ თანხის ზუსტი ოდენობაც+ დაუსახელა, რომლის სამეფო საგანძურში შეტანაც ჰამანმა აღუთქვა მეფეს იუდეველთა გასანადგურებლად.+ 8 გადასცა მას იუდეველთა განადგურების შესახებ შუშანში+ გამოცემული კანონის წერილობითი ასლი ესთერისთვის საჩვენებლად. ჰათაქს ყველაფერი უნდა აეხსნა ესთერისთვის და დაევალებინა,+ რომ შესულიყო მეფესთან და თავისი ხალხის შეწყალება თავად მეფისთვის ეთხოვა.
9 დაბრუნდა ჰათაქი ესთერთან და გადასცა მორდოქაის დანაბარები. 10 პასუხად ესთერმა ჰათაქის პირით შეუთვალა მორდოქაის:+ 11 „მეფის ყველა მსახურმა და მისი სამეფოს სამთავროებში მცხოვრებმა ყველა ხალხმა იცის, რომ ნებისმიერი კაცი თუ ქალი, რომელიც მოხმობის გარეშე შევა მეფესთან შიდა ეზოში,+ კანონის თანახმად, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება ცოცხალი, თუ მეფე ოქროს კვერთხს გაიშვერს მისკენ;+ მე კი უკვე 30 დღეა, არ მოვუხმივარ მეფეს!“
12 გადასცეს მორდოქაის ესთერის დანაბარები, 13 მან კი პასუხად შეუთვალა ესთერს: „ნუ იფიქრებ, რომ იუდეველთაგან შენ ერთი გადარჩები, რაკი მეფის სასახლეში ხარ. 14 თუ ახლა გაჩუმდები, სხვა მხრიდან მოვა ხსნა და შვება იუდეველთათვის,+ შენ და მამაშენის სახლეულობა კი დაიღუპებით! ვინ იცის, იქნებ იმიტომ გახდი დედოფალი, რომ უბედურებისგან გეხსნა შენი ხალხი?!“+
15 ესთერმა პასუხად შეუთვალა მორდოქაის: 16 „წადი და თავი მოუყარე შუშანში მცხოვრებ ყველა იუდეველს! სამი დღე+ და ღამე იმარხულეთ+ ჩემთვის — არც ჭამოთ და არც სვათ! მეც ვიმარხულებ ჩემს მოახლეებთან ერთად და მერე შევალ მეფესთან, თუმცა ეს კანონით დაუშვებელია! თუ დავიღუპები, დავიღუპო!“ 17 წავიდა მორდოქაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა დაავალა.