იაკობის წერილი
5 ახლა თქვენ მომისმინეთ, მდიდრებო! იტირეთ და იღრიალეთ იმ უბედურების გამო, თავს რომ დაგატყდებათ!+ 2 სიმდიდრე დაგილპათ და ტანსაცმელი ჩრჩილმა შეგიჭამათ.+ 3 ოქრო-ვერცხლი დაგიჟანგდათ. მათი ჟანგი დაამოწმებს თქვენ წინააღმდეგ და შეჭამს თქვენს ხორცს. ის, რაც დააგროვეთ, ცეცხლივით იქნება ბოლო დღეებში.+ 4 მოთქვამენ თქვენი ყანების მომკელნი, რომელთაც გასამრჯელო დაუკავეთ, და შველას ითხოვენ. მათმა ღაღადმა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას*, ყურამდე მიაღწია.+ 5 ფუფუნებაში ცხოვრობდით და განცხრომას ეძლეოდით. დაკვლის დღისთვის დასუქდით.+ 6 თქვენ მსჯავრი დასდეთ მართალს და მოკალით. განა ის არ გიპირისპირდებათ?!
7 ძმებო, მაშ, მოითმინეთ უფლის მოსვლამდე*.+ მიწათმოქმედი ელოდება სასურველ ნაყოფს და მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმას.+ 8 თქვენც მოითმინეთ+ და გაიმაგრეთ გულები, რადგან მოახლოვდა უფლის მოსვლის* დრო.+
9 ძმებო, ნუ ბრაზობთ ერთმანეთზე, რომ არ გასამართლდეთ.+ მოსამართლე კართან დგას! 10 ძმებო, თქვენც გაუძელით ბოროტებას+ და მოითმინეთ+ იმ წინასწარმეტყველთა მსგავსად, რომლებიც იეჰოვას* სახელით ლაპარაკობდნენ.+ 11 ჩვენ ბედნიერებად ვთვლით მათ, ვინც მოითმინა.+ თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე+ და იცით, ბოლოს რა გააკეთა იეჰოვამ* მისთვის,+ როგორი თანამგრძნობი და როგორი გულმოწყალეა იეჰოვა*!+
12 ჩემო ძმებო, მნიშვნელოვანია, რომ აღარ დაიფიცოთ ზეცა, აღარც დედამიწა და აღარც სხვა რამ. თქვენი „დიახ“ იყოს დიახ, „არა“ კი — არა,+ რათა არ გასამართლდეთ.
13 გასაჭირშია რომელიმე თქვენგანი? ილოცოს.+ კარგ განწყობაზეა რომელიმე თქვენგანი? ფსალმუნები იმღეროს.+ 14 ავად არის რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების უხუცესებს,+ მათ კი ილოცონ მისთვის — ზეთი სცხონ მას+ იეჰოვას* სახელით. 15 რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს ავადმყოფს*. იეჰოვა* წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება.
16 ამიტომ გულახდილად აღიარეთ ცოდვები+ ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ. მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს.+ 17 ელიაც ჩვენნაირი* ადამიანი იყო, მაგრამ, როცა ილოცა, რომ წვიმა არ მოსულიყო, სამი წელი და ექვსი თვე არ უწვიმია.+ 18 მერე კი, როცა კვლავ ილოცა, წამოვიდა წვიმა და მოსავალიც მოვიდა.+
19 ჩემო ძმებო, თუ რომელიმე თქვენგანი ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვევს, მაგრამ სხვა მოაბრუნებს მას, 20 იცოდეთ, რომ ვინც ცოდვილს მცდარი გზიდან მოაბრუნებს,+ სიკვდილისგან იხსნის მას და მის ცოდვებს დაფარავს.+