იოანეს პირველი წერილი
3 ნახეთ, როგორი სიყვარული გამოავლინა მამამ ჩვენდამი,+ ღვთის შვილებად რომ ვყოფილიყავით წოდებულნი,+ და ვართ კიდეც მისი შვილები! ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს,+ რომ არ შეუცნია იგი.+ 2 საყვარელნო, ახლა ჩვენ ღვთის შვილები ვართ,+ მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორები ვიქნებით.+ თუმცა ვიცით, რომ მისი გამოცხადებისას მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას ისეთს, როგორიც არის. 3 ვისაც მისი იმედი აქვს, საკუთარ თავს წმენდს,+ ვინაიდან ის წმინდაა.
4 ვინც კვლავაც სცოდავს, უკანონობას სჩადის, რადგან ცოდვა უკანონობაა. 5 ისიც ვიცით, რომ ის ჩვენი ცოდვების მოსაშორებლად გამოჩნდა+ და მასში არ არის ცოდვა. 6 ვინც ერთობაში რჩება მასთან, აღარ ადგას ცოდვის გზას.+ მას, ვინც კვლავაც სცოდავს, არც უხილავს და არც შეუცნია იგი. 7 შვილებო, არავინ შეგაცდინოთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ისაა მართალი. 8 ვინც კვლავაც სცოდავს, ეშმაკისგანაა, რადგან ეშმაკი დასაბამიდან მოყოლებული სცოდავს.+ ღვთის ძე სწორედ ეშმაკის საქმეების მოსასპობად გამოჩნდა.+
9 ღვთისგან შობილი აღარ ადგას ცოდვის გზას,+ რადგან ღვთის თესლი რჩება მასში, და შეუძლებელია, ცოდვაში ჩაეფლოს, რადგან ღვთისგანაა შობილი.+ 10 აი, რით განსხვავდებიან ეშმაკის შვილები ღვთის შვილებისგან: ვინც სიმართლეს არ იქმს და ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.+ 11 თქვენ ხომ თავიდანვე გეუწყათ, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს,+ 12 ოღონდ არა კაენის მსგავსად, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა.+ მერედა რისი გულისთვის?! იმიტომ რომ მისი საქმეები ბოროტი იყო,+ მისი ძმისა კი — მართალი.+
13 ნუ გიკვირთ, ძმებო, რომ ქვეყნიერებას სძულხართ.+ 14 ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით,+ რადგან გვიყვარს ძმები.+ ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.+ 15 ვისაც თავისი ძმა სძულს, მკვლელია;+ თქვენ კი იცით, რომ ვერცერთი მკვლელი ვერ მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს.+ 16 სიყვარულის არსს იმით ჩავწვდით, რომ მან თავისი სიცოცხლე გაწირა ჩვენთვის,+ და ჩვენც ვალდებულნი ვართ, რომ სიცოცხლე გავწიროთ ძმებისთვის.+ 17 ვისაც საშუალება აქვს, მაგრამ ძმის გასაჭირი გულთან ახლოს არ მიაქვს, ვერ იტყვის, ღმერთი მიყვარსო!+ 18 შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით,+ არამედ საქმით,+ გულწრფელად.+
19 ამით მივხვდებით, რომ ჭეშმარიტების მხარეს ვართ და დარწმუნებულნი ვიქნებით, რომ ღმერთს ვუყვარვართ, 20 თუნდაც გული რაიმეში მსჯავრს გვდებდეს, რადგან ღმერთი ჩვენს გულზე დიდია და მან ყველაფერი იცის.+ 21 საყვარელნო, როცა გული მსჯავრს არ გვდებს, თამამად ვლაპარაკობთ ღვთის წინაშე,+ 22 და რასაც კი ვთხოვთ, ვიღებთ,+ რადგან ვიცავთ მის მცნებებს და მის მოსაწონად ვიქცევით. 23 მისი მცნება კი ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის, იესო ქრისტესი*,+ და გვიყვარდეს ერთმანეთი,+ რაც მან მცნებად დაგვიდო. 24 მეტიც, ვინც მის მცნებებს იცავს, ერთობაში რჩება მასთან და ისიც ერთობაშია ასეთ ადამიანთან. ის რომ ერთობაშია ჩვენთან,+ იმ სულით ვიგებთ, რომელიც მან მოგვცა.+