25 ესეც სოლომონის იგავებია,+
რომლებიც იუდას მეფე ხიზკიას+ კაცებმა გადაწერეს:
2 ღვთის დიდება საქმის გაუმჟღავნებლობაა,+
მეფეთა დიდება კი — საქმის გამოკვლევა.
3 მეფის გულიც ისეთივე გამოუკვლეველია,
როგორც ცის სიმაღლე და დედამიწის სიღრმე.
4 მოაშორე ვერცხლს ხენჯი
და გასუფთავდება.+
5 მოაშორე მეფეს ბოროტი ხალხი
და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.+
6 მეფის წინაშე ნუ განიდიდებ თავს+
და დიდებულთა შორის ნუ დადგები;+
7 უმჯობესია, გითხრას, აქ მოდიო,
ვიდრე დიდებულთა თვალწინ დაგამციროს.+
8 ნაჩქარევად ნუ უჩივლებ მოძმეს სასამართლოში;
მან რომ დაგამციროს, მერე რაღას იზამ?!+
9 განიხილე საქმე შენს მოძმესთან,+
ოღონდ საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ,+
10 რათა არ შეგარცხვინოს მან, ვინც გისმენს;
შენ მიერ გავრცელებულ ხმებს ვეღარ შეაკავებ.
11 დროულად ნათქვამი სიტყვა
ოქროს ვაშლებს ჰგავს ვერცხლის ლანგარზე.+
12 დამჯერი კაცისთვის ბრძენის შეგონება
ოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა.+
13 როგორც თოვლის სიცივე მკის დროს,
ისეა ერთგული დესპანიც მისი წარმგზავნელისთვის,
თავის ბატონს გულს რომ უხალისებს.+
14 რაღა ქარი და ღრუბელი, წვიმა რომ ვერ მოჰყავს,
და რაღა კაცი, რომელიც ტრაბახობს, საჩუქარს ვაჩუქებო, მაგრამ არ ჩუქნის.+
15 მომთმენი კაცი მეთაურს დაიყოლიებს,
ტკბილი ენა კი ძვალს გადატეხს.+
16 თუ თაფლს მიაგნებ, იმდენი ჭამე, რომ შეგერგოს,
მეტი რომ არ მოგივიდეს და არ ამოარწყიო.+
17 ხშირად ნუ ივლი მოძმის სახლში,
თავი რომ არ მოაბეზრო და არ შესძულდე.
18 მოძმის წინააღმდეგ ცრუმოწმედ გამოსული კაცი
ხელკეტს, მახვილსა და წვერწამახულ ისარს ჰგავს.+
19 რაღა მოტეხილი კბილი და ნატკენი ფეხი
და რაღა გასაჭირში არასაიმედო კაცზე დაიმედება.
20 გინდ ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში,
გინდ ძმარი დაგისხამს ტუტეზე
და გინდ გულდამძიმებულისთვის გიმღერია.+
21 თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე,
და, თუ სწყურია, დაალევინე,+
22 რადგან ამით ნაკვერჩხალს დააგროვებ მის თავზე+
და იეჰოვა დაგაჯილდოებს.
23 ჩრდილოეთის ქარს თავსხმა მოჰყვება,
ჭორაობას კი — ბრაზი.+
24 ბანის კუთხეში ცხოვრება სჯობია
ანჩხლ ცოლთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.+
25 როგორც ცივი წყალი დაღლილი კაცისთვის,
ისეა შორეული ქვეყნიდან მოტანილი კარგი ამბავი.+
26 რაღა ამღვრეული წყარო და დანგრეული ჭა
და რაღა მართალი, ბოროტს რომ ნებდება.
27 ბევრი თაფლის ჭამა არ არის კარგი;+
არც ის ვარგა, კაცი საკუთარ დიდებას რომ ეძებს.+
28 რაღა გალავანმორღვეული ქალაქი
და რაღა თავშეუკავებელი კაცი.+