ესაია
21 ზღვის უდაბნოსთვის* გამოტანილი განაჩენი:+
როგორც სამხრეთიდან მოქრის ქარიშხალი,
ისე მოდის იგი უდაბნოდან, შიშის მომგვრელი ქვეყნიდან.+
2 სასტიკი ხილვა ვიხილე:
ვერაგი ვერაგულად იქცევა
და დამაქცევარი აქცევს.
ადი, ელამო! ალყა შემოარტყი, მიდიავ!+
შევწყვეტ მის მიერ გამოწვეულ ტანჯვას.+
3 ამ ხილვის გამო ძლიერ ვიტანჯები;+
ტკივილები დამეწყო
როგორც მშობიარე ქალს.
მწუხარეს აღარაფერი მესმის,
შეძრწუნებული ვეღარაფერს ვხედავ.
4 გული მითრთის, შიშისგან ვძრწი.
ბინდმა, რომელსაც ასე ველოდი, შიშის ზარი დამცა.
5 გაშალეთ სუფრა და მოამზადეთ ადგილები,
ჭამეთ და სვით!+
ადექით, მთავრებო, ზეთი სცხეთ ფარს!
6 აი, რა მითხრა იეჰოვამ:
„წადი, დააყენე გუშაგი, რომ გამცნოს, რასაც დაინახავს“.
7 დაინახა მან წყვილცხენშებმული საბრძოლო ეტლი,
ვირებშებმული საბრძოლო ეტლი
და აქლემებშებმული საბრძოლო ეტლი.
მთელი ყურადღებით, გულისყურით დააკვირდა.
8 შემდეგ ლომივით დაიღრიალა:
„დღისით მუდამ საგუშაგო კოშკზე ვდგავარ, იეჰოვა,
და ღამით სადარაჯოს არ ვშორდები!+
9 აი, მოდიან, მებრძოლნი
მოდიან წყვილცხენშებმული საბრძოლო ეტლით!“+
შემდეგ თქვა:
„დაეცა! დაეცა ბაბილონი!+
მან მიწასთან გაასწორა მისი ღმერთების ქანდაკებები!“+
10 ჩემო ხალხო, თავთავივით რომ გაგლეწეს,
ჩემს კალოზე გალეწილებო,+
ყველაფერი გითხარით, რაც ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგან, ისრაელის ღვთისგან, მოვისმინე.
11 დუმისთვის* გამოტანილი განაჩენი:
ვიღაც მეძახის სეირიდან:+
„გუშაგო, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ღამე?
გუშაგო, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ღამე?“
12 გუშაგმა მიუგო:
„დილა დგება, ღამეც მოდის.
თუ გინდათ მკითხოთ, მკითხეთ.
კიდევ მოდით!“
13 უკაცრიელი ველისთვის გამოტანილი განაჩენი:
ტყეში უკაცრიელ ველზე გაათევთ ღამეს,
დედანელთა ქარავნებო.+
15 რადგან მახვილს გაექცნენ ისინი, მოღერებულ მახვილს,
მოზიდულ მშვილდსა და ომის სისასტიკეს.
16 აი, რა მითხრა იეჰოვამ: „ერთ წელიწადში* ბოლო მოეღება კედარის+ მთელ დიდებას. 17 ცოტანიღა დარჩებიან მშვილდოსნები კედარის მებრძოლთაგან, რადგან ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა“.