იობი
38 იეჰოვამ იობს ქარიშხლიდან მიუგო:+
3 წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც ვაჟკაცს შეჰფერის;
შეგეკითხები და მიპასუხე.
4 სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი?!+
მითხარი, თუ იცი!
5 იცი, ვინ დაუწესა მას საზღვრები,
და ვინ გაზომა ლარით?!
6 სად ჩაეყარა საძირკველი
და ვინ დაუდო ქვაკუთხედი,+
7 რის გამოც ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები+
და ყიჟინებდნენ ღვთის ძეები?!+
8 ვინ აღუმართა ზღვას კარიბჭე,+
თითქოსდა საშვილოსნოდან ამოხეთქილს,
9 როცა ღრუბლებით შევმოსე
და წყვდიადში გავხვიე,
10 საზღვრები დავუდე,
კარიბჭეები და ურდულები დავუყენე,+
11 და ვუთხარი, აქამდე მოხვალ, ზღვარს არ გადმოხვალ,
აქ გაჩერდება შენი მედიდური ზვირთები-მეთქი?!+
12 გიბრძანებია ოდესმე დილისთვის
ან გიუწყებია განთიადისთვის ადგილი,+
13 რომ მოეცვა დედამიწის კიდეები
და განედევნა ბოროტები?!+
14 იცვლება მიწა, როგორც თიხა ბეჭედქვეშ,
და როგორც სამოსზე, ისე ისახება მასზე ნაკვთები!
15 ქრება ბოროტთა ნათელი
და სტყდებათ აღმართული ხელი.
18 შეგისწავლია დედამიწის ვეება სივრცე?!+
მითხარი, თუ გაგეგება რამე ამ ყოველივესი.
19 იცი, სადაა სინათლის სამყოფელი+
და სადაა სიბნელის სავანე,
20 რომ თავ-თავის ადგილას მიიყვანო
და გაიგო, რომელი გზები მიდის მათ სამყოფლამდე?!
21 საიდან გეცოდინება, როცა მაშინ არ ყოფილხარ დაბადებული
და არც უამრავ წელს ითვლი?!
22 შესულხარ ოდესმე თოვლის საცავში+
ან გინახავს სეტყვის საცავი,+
23 რომელსაც უბედურებისთვის ვინახავ,
ბრძოლისა და ომის დღისთვის?!+
25 ვინ გახსნა წვიმის სადინარი
და ვინ გაუკვალა გზა საავდრო ღრუბელს,+
26 რომ ეწვიმებინა უკაცრიელ მიწაზე,
უდაბნოში, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებს,+
27 მოერწყო გაუდაბურებული ადგილები
და აღმოეცენებინა ბალახი?!+
და აშის თანავარსკვლავედსა* და მის ვაჟებს გაუძღვე?!
33 იცი, რომელ კანონებს ემორჩილებიან ციური სხეულები?!+
ან შეგიძლია მათი* კანონები დედამიწაზეც განავრცო?!
35 შეგიძლია წარგზავნო ელვა?!
რა, მოვა და გეტყვის, აქა ვარო?!
38 რაც მტვერს ტალახად აქცევს
და მიწის ბელტებს ერთმანეთს აკრობს?!
40 როცა თავის ბუნაგშია
ან, როცა ჩასაფრებულია?!
საჭმელი არაფერი აქვთ და დაძრწიან?!“