აბაკუმი
1 განაჩენი, რომელიც წინასწარმეტყველ აბაკუმს* ხილვაში გაუცხადდა:
2 როდემდე უნდა გთხოვდე შველას, იეჰოვა, და არ ისმენდე?!+
როდემდე უნდა გთხოვდე ძალადობისგან ხსნას და არ გვშველოდე?!+
3 რატომ მაყურებინებ ბოროტებას
და რატომ იწყნარებ ჩაგვრას?!
რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ?!
რატომაა ირგვლივ შუღლი და დავა?!
4 ძალა დაეკარგა კანონს
და არავინ დაგიდევს სამართალს.
ბოროტები გარს შემორტყმიან მართლებს,
ამიტომაც გამრუდდა სამართალი.+
5 „შეხედეთ ხალხებს და დაინახეთ!
მოედებიან დედამიწის ვრცელ ადგილებს,
რომ ხელთ იგდონ სხვისი სამკვიდრო.+
7 შემაძრწუნებელი და თავზარდამცემი ხალხია,
თავად ადგენენ სამართალს და თავად იხვეჭენ ძალაუფლებას.+
მოჯირითობენ მათი საბრძოლო ცხენები,
შორიდან მოქრიან მისი რაშები.
არწივივით ეშვებიან, მსხვერპლს რომ უნდა დააცხრეს.+
9 ძალადობისკენ ილტვიან ისინი,+
აღმოსავლეთის ქარივით მოქრიან+
და ქვიშასავით ხვეტენ ტყვეებს.
სასაცილოდ არ ჰყოფნით ციხესიმაგრეები,+
მიწაყრილს აგებენ მათ ასაღებად.
12 განა მარადიული არა ხარ, იეჰოვა?!+
ჩემო ღმერთო, ჩემო წმინდავ, შენ არ კვდები*!+
14 რატომ დაამსგავსე ადამიანები ზღვის თევზებს,
ზღვის ბინადრებს, პატრონი რომ არა ჰყავთ?!
15 მას* ყველანი ანკესით ამოჰყავს,
სასროლი ბადით იჭერს,
თავის თევზსაჭერ ბადეში აგროვებს
და დიდად ხარობს.+
16 ამიტომაც სწირავს მსხვერპლს თავის სასროლ ბადეს
და თავის თევზსაჭერ ბადეს უძღვნის შესაწირავს.
მათი წყალობით მოიპოვებს მსუყე საკვებს,
ნოყიერ საზრდოს.
17 ნუთუ კვლავ უნდა ცლიდეს ის სავსე ბადეებს*
და უმოწყალოდ ჟლეტდეს ხალხებს?!+