ესაია
56 აი, რას ამბობს იეჰოვა:
2 ბედნიერია კაცი, რომელიც ასე იქცევა
და ადამიანის ძე, რომელიც ამას ეჭიდება,
იცავს შაბათს და არ ბღალავს მას,+
ხელს აკავებს ბოროტის კეთებისგან.
ნურც საჭურისი იტყვის, გამხმარი ხე ვარო“.
4 აი, რას ეუბნება იეჰოვა საჭურისებს, მისი შაბათების დამცველებს, რომლებიც იმას აკეთებენ, რაც მისთვისაა სასურველი, და მის შეთანხმებას არიან ჩაჭიდებულნი:
5 „მივცემ მათ ჩემს ტაძარში და ჩემს კედლებს შორის ძეგლსა და სახელს,
რაც ვაჟებისა და ასულების ყოლას სჯობია.
მივცემ მათ მარადიულ სახელს,
რომელიც არ მოისპობა.
6 უცხოტომელებს, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები ხდებიან,
რათა უყვარდეთ იეჰოვას სახელი+
და იყვნენ მისი მსახურები,
ყველას, ვინც იცავს შაბათს, არ ბღალავს მას
და ეჭიდება ჩემს შეთანხმებას,
მივიღებ მათ მთლიანად დასაწვავ მსხვერპლსა და სხვა შესაწირავებს ჩემს სამსხვერპლოზე,
რადგან ჩემი ტაძარი ყველა ხალხის სამლოცველო გახდება“.+
8 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, რომელიც კრებს ისრაელის გაფანტულებს:+
„სხვებსაც შევკრებ მასთან შეკრებილებთან ერთად“.+
10 მისი გუშაგები ბრმები არიან,+ ვერაფერს ამჩნევენ.+
ყველანი უტყვი ძაღლები არიან, არ შეუძლიათ ყეფა,+
ქშენენ, წვანან და უყვართ თვლემა.
11 ისინი წუწკი ძაღლები არიან,
ვერ ძღებიან.
ისეთი მწყემსები არიან, არაფერი რომ არ გაეგებათ.+
ყველა თავ-თავის გზას დაადგა,
თითოეული უკანონო შემოსავალსაა დახარბებული და ამბობს:
და ხვალინდელი დღეც დღევანდელივით იქნება, ბევრად უკეთესიც კი“.