ანგია
2 მე-7 თვის 21-ე დღეს ანგია+ წინასწარმეტყველს იეჰოვას სიტყვა ეუწყა: 2 «უთხარი იუდას გამგებელ+ ზერუბაბელს,+ შეალთიელის ვაჟს, მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის + ვაჟს, და მთელ ხალხს: 3 „რომელს გახსოვთ ეს ტაძარი და მისი უწინდელი დიდება?+ ახლა როგორია? უწინდელთან ახლოსაც ვერ მივა!+
4 ზერუბაბელ, გამაგრდი, — ამბობს იეჰოვა, — მღვდელმთავარო იეჰოშუა, იეჰოცადაკის ვაჟო, შენც გამაგრდი!
ამ მიწის მკვიდრნო, გამაგრდით,+ — ამბობს იეჰოვა, — და იშრომეთ!
მე თქვენთანა ვარ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 5 გაიხსენეთ, რას დაგპირდით, როცა ეგვიპტიდან გამოხვედით;+ ჩემი სული თქვენთანაა*.+ ნუ შეშინდებით!“+
6 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ცოტაც და კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას, ზღვასა და ხმელეთს;+
7 შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე ამ ტაძარში;+ დიდებით ავავსებ მას,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
8 ვერცხლიც ჩემია და ოქროც, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
9 ამ ტაძრის სიდიადე უწინდელი ტაძრის სიდიადეზე აღმატებული იქნება,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
მშვიდობას დავავანებ ამ ადგილზე“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა».
10 დარიოსის მეფობის მე-2 წელს, მე-9 თვის 24-ე დღეს, ანგია+ წინასწარმეტყველს იეჰოვას სიტყვა ეუწყა: 11 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ჰკითხე მღვდლებს, რა წერია კანონში:+ 12 კაცს სამოსის კალთით წმინდა ხორცი რომ მიჰქონდეს და სამოსით შეეხოს პურს, შეჭამანდს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს, განიწმინდება რომელიმე მათგანი?“»
მღვდლებმა მიუგეს: „არა!“
13 შემდეგ ანგიამ მათ ჰკითხა: „აქედან რომელიმეს რომ შეეხოს მიცვალებულთან შეხებით გაუწმინდურებული, გაუწმინდურდება ის, რასაც შეეხება?“+
მღვდლებმა მიუგეს: „გაუწმინდურდება“.
14 ანგიამ მათ უთხრა: „აი, ასეთია ეს ხალხი, ასეთია ეს ერი ჩემთვის, — ამბობს იეჰოვა, — ასეთია მთელი მათი ნაშრომი. ყველაფერი, რაც იქ მიაქვთ, უწმინდურია.
15 იფიქრეთ იმაზე, რა მოხდა ამ დღიდან მოყოლებული: ვიდრე იეჰოვას ტაძარში ქვა ქვაზე დაიდებოდა,+ 16 რა ხდებოდა მაშინ? 20 საწყაო მარცვლეულის გროვასთან რომ მივიდოდნენ, 10 საწყაო მარცვლეული ხვდებოდათ; საწნახელთან რომ მივიდოდნენ 50 საწყაოს ამოსახაპავად, 20 საწყაო ხვდებოდათ.+ 17 ხორშაკით, ჭრაქითა და სეტყვით გაგინადგურეთ მთელი ნაშრომი,+ მაგრამ არცერთი თქვენგანი არ დაბრუნებულა ჩემთან, — ამბობს იეჰოვა. —
18 იფიქრეთ იმაზე, რა ხდებოდა ამ დღიდან, მე-9 თვის 24-ე დღიდან, მოყოლებული, რა დღესაც საძირკველი ჩაეყარა იეჰოვას ტაძარს;+ იფიქრეთ ამაზე: 19 დარჩა თესლი საცავში?!+ გამოიღო ნაყოფი ვაზმა, ლეღვმა, ბროწეულმა ან ზეთისხილმა?! მაგრამ დღეიდან გაკურთხებთ“.+
20 იმ თვის 24-ე დღეს იეჰოვას სიტყვა ანგიას მეორედ ეუწყა:+ 21 «უთხარი იუდას გამგებელ ზერუბაბელს: „შევძრავ ცასა და მიწას.+ 22 დავამხობ სამეფო ტახტებს და ბოლოს მოვუღებ ხალხთა სამეფოების ძლიერებას,+ გადავაყირავებ ეტლს მხედრებითურთ, ცხენებიც დაეცემიან მხედრებიანად, თითოეული თავისი ძმის მახვილით განიგმირება.+
23 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — აგიყვან, ზერუბაბელ,+ შეალთიელის+ ვაჟო, ჩემო მსახურო, — ამბობს იეჰოვა, — და ბეჭდად* გაქცევ, რადგან შენა ხარ ჩემი რჩეული“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა».