14 ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს,+
უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.
2 სიმართლით მავალი იეჰოვას მოშიშია,
უკუღმართი კი არაფრად აგდებს მას.
3 უგუნურის ამპარტავნული სიტყვები როზგივითაა,
ბრძენს კი თავისივე ბაგეები დაიცავს.
4 სადაც საქონელი არ არის, იქ ბაგაც სუფთაა,
მაგრამ უხვ მოსავალს ხარის ძალის გარეშე ვერ მოიყვან.
5 პატიოსანი მოწმე ტყუილს არ იტყვის,
ცრუმოწმე კი სიცრუეს აფრქვევს.+
6 დამცინავი სიბრძნის შეძენას ცდილობს, მაგრამ ამაოდ,
გონიერს კი ცოდნის მიღება უადვილდება.+
7 ჩამოშორდი სულელ კაცს,
რადგან მის ბაგეზე ცოდნა არ იპოვება.+
8 წინდახედული სიბრძნის წყალობით ხედავს, რა გზას ადგას,
სულელი კი თავისი უგუნურებით ტყუვდება.+
9 უგუნურს დანაშაული სიცილად არ ჰყოფნის,+
მართალი კი შერიგებისკენ ისწრაფვის.
10 მხოლოდ გულმა უწყის თავისი საწუხარი;
მის სიხარულს უცხო ვერ გაიზიარებს.
11 ბოროტთა სახლი დაიქცევა,+
მართალთა კარავი კი აყვავდება.
12 არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია,+
მისი ბოლო კი სიკვდილია.+
13 კაცს სიცილის დროსაც კი შეიძლება სტკიოდეს გული;
მხიარულება შესაძლოა მწუხარებით დასრულდეს.
14 ჯიუტი კაცი თავისი გზის ნაყოფს მოიმკის,+
კარგი ადამიანი კი — თავისი საქმეების ნაყოფს.+
15 გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა,
წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.+
16 ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ზურგს აქცევს,
უგუნური კი თავდაჯერებული და თავზე ხელაღებულია.
17 ვინც სწრაფად რისხდება, უგუნურად იქცევა;+
ჭკვიანი კაცი მოძულებულია.
18 გულუბრყვილო უგუნურად მოიქცევა,
წინდახედულს კი ცოდნის გვირგვინი ადგას.+
19 უკეთურნი კეთილთა წინაშე მოიხრიან ქედს,
ბოროტები — მართალთა კარიბჭეებთან.
20 ღარიბი მოძმესაც კი სძულს,+
მდიდარს კი ბევრი უმეგობრდება.+
21 ვისაც თავისი მოძმე სძულს, სცოდავს,
ხოლო ვინც ჩაგრულს სწყალობს, ბედნიერია.+
22 ავისმზრახველთ გზა-კვალი ერევათ,
კეთილისმყოფელთ კი სიყვარული და ერთგულება არ მოაკლდებათ.+
23 ყოველგვარი შრომა სასარგებლოა,
ლაყბობას კი სიდუხჭირე მოაქვს.+
24 ბრძენის გვირგვინი მისი სიმდიდრეა,
უგუნური კი უგუნურად დარჩება.+
25 პატიოსანი მოწმე კაცს გადაარჩენს,
ცრუმოწმე კი სიცრუეს აფრქვევს.
26 იეჰოვას მოშიში კაცი ბოლომდე მას ენდობა,+
ღვთის შიში თავშესაფარი იქნება მისი შვილებისთვის.+
27 იეჰოვას შიში სიცოცხლის წყაროა;
ის კაცს სიკვდილის მახეს არიდებს.
28 ხალხის სიმრავლე მეფის მშვენებაა,+
ხალხის გარეშე დარჩენილი მმართველი დაღუპულია.
29 ვინც ადვილად არ რისხდება, გამჭრიახია,+
მოუთმენელი კი უგუნურია.+
30 მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა,
შური კი — ძვლების ლპობა.+
31 ვინც საწყალს რაიმეს გამოსტყუებს, მის შემოქმედს შეურაცხყოფს,+
ხოლო ვინც ღარიბს სწყალობს, ღმერთს განადიდებს.+
32 ბოროტს თავისივე ბოროტება დაღუპავს,
მართალი კი თავის სიმართლეს შეაფარებს თავს.+
33 გონიერს სიბრძნე გულში აქვს,+
ვინც ცდილობს სხვას თავი ბრძენად მოაჩვენოს, სულელია.
34 სიმართლე ერს ააღორძინებს,+
ცოდვა კი ხალხს დაამცირებს.
35 გამჭრიახი მსახური მეფის წყალობას პოვებს,+
სამარცხვინოდ მოქმედი კი მის რისხვას დაიტეხს.+