დაბადება
13 ეგვიპტიდან აბრამი თავის ცოლთან ერთად ნეგებში+ წავიდა და მთელი თავისი ქონება წაიღო. ლოტიც თან წაიყვანა. 2 ძალიან ბევრი საქონელი ჰყავდა აბრამს და დიდძალი ოქრო-ვერცხლი ჰქონდა.+ 3 ნეგებიდან ბეთელისკენ გაემგზავრა; გზადაგზა ბანაკდებოდა. მერე მივიდა იმ ადგილას, სადაც ადრე კარავი ჰქონდა გაშლილი ბეთელსა და აის+ შორის, 4 და სადაც სამსხვერპლო ჰქონდა აგებული. მოუხმო იქ აბრამმა იეჰოვას სახელს.
5 ლოტსაც, რომელიც აბრამს ახლდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები. 6 ვერ იტევდა ის მიწა ყველას, რადგან დიდი ქონება დააგროვეს და მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო. 7 დაიწყეს დავა აბრამისა და ლოტის მწყემსებმა (მაშინ იმ მიწაზე ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ).+ 8 აბრამმა ლოტს+ სთხოვა: „მოდი ნუ ვიდავებთ, ნურც ჩვენ და ნურც ჩვენი მწყემსები; ჩვენ ხომ ძმები ვართ! 9 ნახე, რამხელაა ეს მიწა! გამეყარე. თუ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ“. 10 გაიხედა ლოტმა და დაინახა მთელი იორდანის მხარე,+ რომელიც წყალუხვობით გამოირჩეოდა (სანამ იეჰოვა სოდომსა და გომორას გაანადგურებდა), იეჰოვას ბაღსა+ და ეგვიპტის მიწას ჰგავდა და ცოარამდე+ იყო გადაჭიმული. 11 აირჩია ლოტმა თავისთვის მთელი იორდანის მხარე. დაიძრა აღმოსავლეთისკენ და დაშორდნენ ერთმანეთს. 12 აბრამი ქანაანის მიწაზე ცხოვრობდა, ლოტი კი — იმ მხარის ქალაქების მახლობლად.+ ბოლოს ლოტი სოდომის სიახლოვეს დაბანაკდა. 13 ბოროტები იყვნენ სოდომელები და დიდად სცოდავდნენ იეჰოვას.+
14 მას შემდეგ, რაც ლოტი აბრამს გაეყარა, იეჰოვამ აბრამს სთხოვა: „ასწიე თავი და გაიხედე ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. 15 შენ და შენს შთამომავლობას სამუდამოდ მოგცემთ მთელ მიწას, რომელსაც ხედავ.+ 16 ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავლობას, და, თუ ვინმე ქვიშას დათვლის, მაშინ შენი შთამომავლობაც დაითვლება.+ 17 ადექი და მოიარე მთელი ეს მიწა, რადგან შენ მოგცემ მას. 18 კარვებში ცხოვრობდა აბრამი. მოგვიანებით წავიდა და დასახლდა მამრეს+ დიდ ხეებს შორის ხებრონში.+ იქ სამსხვერპლო აუგო იეჰოვას.+