მსაჯულები
5 იმღერეს იმ დღეს დებორამ+ და ბარაკმა,+ აბინოამის ვაჟმა:+
3 ისმინეთ, მეფენო! ყური უგდეთ, მმართველნო!
იეჰოვას ვუმღერებ,
ვუგალობებ იეჰოვას*,+ ისრაელის ღმერთს.+
4 იეჰოვა, როცა სეირიდან+ გამოხვედი
და ედომის მხარე გადმოიარე,
მიწა შეიძრა და ცა ჩამოიქცა,
წყლად ჩამოიღვარა ღრუბლები.
ადიდეთ იეჰოვა!
11 დასარწყულებელ ადგილებზე დამრწყულებელთა ხმა ისმის,
ჰყვებიან, როგორ იქმს სიმართლეს იეჰოვა,
ისრაელის სოფლებში მცხოვრები მისი ხალხის სიმართლეზე ლაპარაკობენ.
მაშინ ჩავიდა იეჰოვას ხალხი კარიბჭეებთან.
12 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, დებორა!+
გამოიღვიძე, გამოიღვიძე, და შემოსძახე სიმღერა!+
ადექი, ბარაკ!+ წაასხი ტყვეები, აბინოამის ძეო!
13 მაშინ მივიდნენ გადარჩენილები დიდებულებთან.
იეჰოვას ხალხი ჩამოვიდა ჩემთან ძლიერთა წინააღმდეგ საბრძოლველად.
14 ეფრემიდან იყვნენ ველზე მყოფნი,
შენს ხალხს მოჰყვებიან ისინი, ბენიამინ!
დაბლობში გაგზავნეს იგი ქვეითად.+
დიდად იცდებოდა მრავლის გული რეუბენის ტომში.
დიდად იცდებოდა მრავლის გული რეუბენის ტომში.
უქმად დამჯდარა ზღვის პირას აშერი
და თავის ნავსაყუდლებიდან ფეხს არ იცვლის.+
მცირედი ვერცხლიც ვერ წაიღეს ნადავლად.+
20 ციდან ვარსკვლავები იბრძოდნენ,
თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისერას.
ძლიერთ თელავდი, ჩემო სულო!
23 „დასწყევლეთ მეროზი, — თქვა იეჰოვას ანგელოზმა, —
დასწყევლეთ მისი მცხოვრებნი,
რადგან არ მოვიდნენ იეჰოვას დასახმარებლად,
იეჰოვას დასახმარებლად ძლიერებთან ერთად!“
25 წყალი სთხოვა და რძე მიაწოდა,
ნაღები მიართვა დიდებული თასით.+
26 მარცხენა ხელით კარვის პალოს დასწვდა,
მარჯვენათი — ჩაქუჩს;
დაჰკრა სისერას და თავი გაუჩეხა,
ჩაულეწა და გაუხვრიტა საფეთქლები.+
27 მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა და ვეღარ ადგა;
მის ფეხებთან ჩაიკეცა და დაეცა.
ჩაიკეცა და იქვე დაეცა ძლეული.
რატომ არ ისმისო მისი ცხენებისა და ეტლების ხმა.+
29 მიუგებენ მას მისი ბრძენთა ბრძენი წარჩინებული ქალები,
ის კი თავად პასუხობს თავის თავს:
30 ეტყობა ნადავლი იპოვეს და იმას იყოფენ,
ერთი ან ორი მხევალი თითო მებრძოლზე,
ნადავლიდან ფერადი ქსოვილი სისერასთვის, ნადავლიდან ფერადი ქსოვილი,
მოქარგული სამოსი, ფერადი ქსოვილი, ორი ხელი მოქარგული სამოსი
ნადავლის დამტაცებელთა ყელის მოსართავადო.
მშვიდობა იყო იმ მიწაზე 40 წელი.+