ესაია
42 „აი ჩემი მსახური,+ რომელსაც მხარს ვუჭერ!
ჩემი რჩეული,+ რომელიც მოვიწონე!+
ერთგულად აღასრულებს სამართალს.+
5 აი, რას ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა,
ცის შემოქმედი და მისი გადამჭიმავი,+
დედამიწისა და მისი ნაყოფის გამშლელი,+
მასზე მცხოვრებთათვის სუნთქვის ჩამდგმელი+
და მასზე მოარულთათვის სულის შთამბერავი:+
6 „მე, იეჰოვამ, მოგიხმე სიმართლით და ჩაგჭიდე ხელი.
დაგიცავ და შეთანხმებად გაქცევ ხალხებისთვის,+
სინათლედ — ერებისთვის,+
9 აი, შესრულდა, რაც დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე;
ახლა ახალ რამეს ვაცხადებ.
სანამ გამოჩნდება, გაუწყებთ“.+
10 უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა,+
სიმღერით განადიდეთ დედამიწის კიდეებიდან,+
თქვენ, ვინც საზრდოობთ ზღვით და ყოველივეთი, რაც მასშია,
თქვენ, კუნძულებო და მისნო მკვიდრნო!+
სიხარულით იყიჟინონ კლდეთა მკვიდრებმა!
მთათა მწვერვალებიდან იყიჟინონ მათ!
მებრძოლივით მოშურნეობით აღივსება.+
ყიჟინას დასცემს, საომარ ყიჟინას
და სძლევს თავის მტრებს.+
14 „დიდხანს ვდუმდი,
ვდუმდი და თავს ვიკავებდი.
მშობიარე ქალივით
ავკვნესდები, ავხვნეშდები და სუნთქვა შემეკვრება.
15 მოვსპობ მთებსა და გორებს
და გავახმობ მთელ მათ მცენარეულობას.
მდინარეებს კუნძულებად ვაქცევ
და ამოვაშრობ ლერწმიან ტბორებს.+
ამას გავაკეთებ მათთვის, არ მივატოვებ მათ“.
17 უკუიქცევიან და დიდად შერცხვებიან
ისინი, ვინც გამოთლილ კერპებზე ამყარებენ იმედს
და ჩამოსხმულ კერპებს ეუბნებიან, ჩვენი ღმერთები ხართო.+
19 ვინ არის ჩემი მსახურივით ბრმა
და ჩემი წარგზავნილი მაცნესავით ყრუ?
ვინ არის მასავით ბრმა, ვინც დავაჯილდოვე,
იეჰოვას მსახურივით ბრმა?+
20 ბევრ რამეს ხედავ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევ.
ისმენ, მაგრამ არ გესმის.+
21 თავისი სიმართლის გულისთვის
მოისურვა იეჰოვამ, რომ განედიდებინა და აღეზევებინა კანონი.
ისე გაქურდეს, რომ მხსნელი არ გამოჩენილა,+
ისე გაძარცვეს, რომ არავის უთქვამს, დააბრუნეთო.
23 ვინ დაუგდებს ამას ყურს?
ვინ მიაქცევს ყურადღებას და ვინ ისწავლის სამომავლოდ?
24 ვინ გააქურდვინა იაკობი
და ვინ გააძარცვინა ისრაელი?
განა იეჰოვამ არა, რომელსაც შესცოდეს?!
არ ისურვეს მისი გზით სიარული
და არ დაემორჩილნენ მის კანონს.+
მის ირგვლივ ყოველივეს რომ შთანთქავდა, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა;+
მის წინააღმდეგ ბრიალებდა, მაგრამ ის გულთან ახლოს არ იკარებდა.+