რიცხვები
21 გაიგო ნეგებში მცხოვრებმა არადის ქანაანელმა მეფემ,+ რომ ისრაელები ათარიმის გზით მოსულიყვნენ; შეებრძოლა ისრაელებს და ზოგი მათგანი ტყვედ წაიყვანა. 2 ისრაელებმა იეჰოვას აღუთქვეს: „თუ ხელში ჩაგვიგდებ ამ ხალხს, გავანადგურებთ მათ ქალაქებს“. 3 იეჰოვამაც შეისმინა მათი თხოვნა და ხელში ჩაუგდო ქანაანელები; გაანადგურეს მათ ქანაანელებიც და მათი ქალაქებიც. ამიტომ იმ ადგილს ხორმა*+ უწოდეს.
4 ჰორის მთიდან+ წითელი ზღვის გზით წავიდნენ, ედომის მიწისთვის+ რომ გვერდი აევლოთ; დაიქანცა ხალხი გზაში. 5 დაიწყო ხალხმა ჩივილი ღვთისა და მოსეს წინააღმდეგ:+ „იმიტომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დაგვხოცოთ?! არც საჭმელი გვაქვს და არც სასმელი;+ შეგვძულდა ეს საზიზღარი პური“.+ 6 მიუსია იეჰოვამ ისრაელებს შხამიანი გველები; დაკბინეს გველებმა ხალხი და ბევრი მათგანი დაიხოცა.+
7 მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: „შევცოდეთ, ჩივილი რომ დავიწყეთ იეჰოვასა და შენ წინააღმდეგ.+ გვიშუამდგომლე იეჰოვასთან, რომ მოგვაშოროს ეს გველები“. მოსემაც ილოცა ხალხისთვის.+ 8 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გააკეთე შხამიანი გველი და ბოძზე მიამაგრე. ყველა, ვისაც გველი უკბენს, შეხედავს მას და გადარჩება“. 9 მაშინვე გააკეთა მოსემ სპილენძისგან გველი+ და ბოძზე მიამაგრა.+ ვისაც გველი უკბენდა და სპილენძის გველს შეხედავდა, აღარ კვდებოდა.+
10 დაიძრნენ იქიდან ისრაელები და ობოთში დაბანაკდნენ.+ 11 შემდეგ ობოთიდან დაიძრნენ და იე-აბარიმში დაბანაკდნენ,+ უდაბნოში, რომელიც მოაბთანაა, აღმოსავლეთით. 12 იქიდანაც დაიძრნენ და ზერედის ხევთან+ დაბანაკდნენ. 13 კვლავ დაიძრნენ და არნონის მხარეში+ დაბანაკდნენ, უდაბნოში, რომელიც ამორეველთა საზღვრიდან იწყება. არნონი მოაბს ესაზღვრება და მოაბსა და ამორეველებს შორის მდებარეობს. 14 ამიტომაცაა ნათქვამი იეჰოვას ომების მატიანეში: „სუფაში ვაჰები და არნონის ხევები, 15 თავისი შენაკადებით არისკენ რომ ეშვება და მოაბს ემიჯნება“.
16 იქიდან ბეერისკენ გაემართნენ, იმ ჭისკენ, რომელზეც იეჰოვამ მოსეს უთხრა, შეკრიბე ხალხი და წყალს მივცემო.
17 იმ დროს ისრაელებმა ეს სიმღერა იმღერეს:
„ამოსჩქეფე, ჭაო! მიუმღერეთ ხალხო!
18 მთავრებმა ამოჭრეს ჭა, დიდებულებმა ამოთხარეს
მთავრის კვერთხითა და თავიანთი კვერთხებით“.
შემდეგ ისრაელები უდაბნოდან მათანისკენ გაემართნენ. 19 მათანიდან ნაჰალიელისკენ წავიდნენ, ნაჰალიელიდან — ბამოთისკენ,+ 20 ბამოთიდან კი — იმ ველისკენ, რომელიც მოაბის+ მხარეშია, ფისგის წვერზე,+ იეშიმონს რომ გადაჰყურებს.+
21 გაუგზავნეს ისრაელებმა მაცნეები ამორეველთა მეფეს, სიხონს, და შეუთვალეს:+ 22 „გაგვატარე შენს მიწაზე, არც ყანებზე გავივლით და არც ვენახზე, არც ჭებიდან დავლევთ წყალს. სამეფო გზიდან არ გადავუხვევთ, სანამ შენი ქვეყნიდან არ გავალთ“.+ 23 მაგრამ არ გაატარა სიხონმა ისრაელი თავის მიწაზე. შეკრიბა თავისი ხალხი და წავიდა უდაბნოში ისრაელთან საომრად. მივიდა იაჰაცში და შეებრძოლა ისრაელს.+ 24 დაამარცხა იგი ისრაელმა+ და დაეპატრონა მის ქვეყანას+ არნონიდან+ იაბოკამდე+ და თითქმის ამონელთა მიწამდე, რადგან იაზერი+ ამონელთა+ საზღვარზეა.
25 აიღეს ისრაელებმა ამორეველთა+ ყველა ქალაქი, ხეშბონი და მისი მიმდებარე ქალაქები, და იქ დასახლდნენ. 26 ხეშბონი ამორეველთა მეფის, სიხონის, ქალაქი იყო. იგი უწინ მოაბის მეფეს შეებრძოლა და არნონამდე მთელი მიწა წაართვა. 27 ამიტომაც უთქვამთ მოშაირეებს:
„ჩამოდით ხეშბონში.
აშენდეს სიხონის ქალაქი და მტკიცედ დაფუძნდეს.
28 ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი — სიხონის ქალაქიდან.
შთანთქა მოაბის არი და არნონის მაღლობთა მთავარნი.
29 ვაი შენ, მოაბ! განადგურდებით, ქემოშის+ ხალხო!
თავის ვაჟებს ლტოლვილებად აქცევს და თავის ქალიშვილებს — ამორეველთა მეფის, სიხონის, ტყვეებად.
30 თავს დავესხათ.
მიწასთან გასწორდება ყველაფერი ხეშბონიდან დიბონამდე,+
გავაპარტახოთ ყველაფერი ნოფახამდე,
ცეცხლი მოედება ყოველივეს მედებამდე“.+
31 გაჩერდნენ ისრაელები ამორეველთა მიწაზე. 32 გაგზავნა მოსემ რამდენიმე მზვერავი იაზერში.+ აიღეს ისრაელებმა მისი მიმდებარე ქალაქები და განდევნეს იქიდან ამორეველები. 33 შემდეგ ბაშანის გზით წავიდნენ. გამოემართა ბაშანის მეფე ოგი+ თავის ხალხთან ერთად, რომ შებრძოლებოდა მათ ედრეისთან.+ 34 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „არ შეშინდე;+ ხელში ჩაგიგდებ მას, მის ხალხს და მის ქვეყანას;+ მასაც ის დამართე, რაც ხეშბონში მცხოვრებ ამორეველთა მეფე სიხონს“.+ 35 მათაც დახოცეს ის, მისი ვაჟები და მისი ხალხი; არავინ გადარჩენილა.+ დაეპატრონნენ ისინი მის ქვეყანას.+