მატიანე — წიგნი მეორე
20 ამის შემდეგ მოაბელებმა,+ ამონელებმა+ და მათთან ერთად ზოგიერთმა ამონიმმა* იეჰოშაფატის წინააღმდეგ გაილაშქრეს. 2 იეჰოშაფატს შეატყობინეს: „დიდი ლაშქარი გამოსულა შენ წინააღმდეგ ზღვის* მხარიდან, ედომიდან.+ აი, ხაცაცონ-თამარში, ენ-გედიში,+ არიან ისინი“. 3 შეეშინდა იეჰოშაფატს, გულმოდგინედ დაიწყო იეჰოვას ძებნა+ და მარხვა გამოაცხადა მთელ იუდაში. 4 შეიკრიბნენ იუდას მკვიდრნი, რომ დახმარება ეთხოვათ იეჰოვასთვის;+ იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ იეჰოვასთვის რჩევის საკითხავად.
5 მაშინ წარდგა იეჰოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულის წინაშე იეჰოვას ტაძრის ახალი ეზოს წინ, 6 და თქვა:
«იეჰოვა, ჩვენო მამა-პაპის ღმერთო, შენ ხარ ღმერთი ზეცაში,+ შენ მმართველობ ხალხთა სამეფოებზე,+ შენს ხელთაა ძალა და ძლევამოსილება, წინ ვერავინ დაგიდგება!+ 7 ჩვენო ღმერთო, განა შენ არ ჩამოაშორე ამ მიწის მკვიდრნი შენს ხალხს, ისრაელს, და განა შენ არ მიეცი ეს მიწა სამარადისო სამკვიდროდ შენი მეგობრის, აბრაამის, შთამომავლებს?!+ 8 დამკვიდრდნენ ისინი აქ, ააშენეს ტაძარი შენს სახელზე+ და თქვეს: 9 „თუ უბედურება დაგვატყდება, მახვილი, მსჯავრი, ჭირი ან შიმშილი გვეწევა და დავდგებით შენსა და ამ ტაძრის წინაშე (რადგან შენი სახელია დავანებული ამ ტაძარში)+ და შველას გთხოვთ, მოგვისმინე და გვიხსენი“.+ 10 ნახე, რას აკეთებენ ამონელები, მოაბელები და სეირის მთიანი მხარის მკვიდრნი,+ რომლებზე თავდასხმის ნებაც არ დართე ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელებს და რომელთაც გვერდი აუარეს მათ და არ მოსპეს:+ 11 სამაგიეროს იმით გვიხდიან, რომ ჩვენი გაძევება უნდათ იმ მიწიდან, შენ რომ დაგვამკვიდრებინე.+ 12 ჩვენო ღმერთო, განა არ აღასრულებ მათზე განაჩენს?!+ ძალა არ შეგვწევს, წინ აღვუდგეთ ჩვენ წინააღმდეგ გამოსულ ამ დიდ ლაშქარს; არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ,+ ამიტომ შენ შემოგყურებთ».+
13 ამ დროს იუდას მკვიდრნი იეჰოვას წინაშე იდგნენ თავიანთი ცოლებითა და შვილებით; პატარებიც თან ჰყავდათ.
14 მაშინ შუაგულ კრებულში იეჰოვას სული გადმოვიდა იახაზიელზე, მათანიას ძის, იეიელის ძის, ბენაიას ძის, ზაქარიას, ძეზე, ასაფის შთამომავალ ლევიანზე. 15 მან თქვა: «ისმინეთ, მთელო იუდა, იერუსალიმო და მეფე იეჰოშაფატ! აი, რას გეუბნებათ იეჰოვა: „ნუ შეგაშინებთ და ნუ შეგაძრწუნებთ ეს დიდი ლაშქარი, რადგან თქვენ მაგივრად ღმერთი იბრძოლებს.+ 16 ხვალ გაილაშქრეთ მათზე! აი, ციცის უღელტეხილს მოუყვებიან ისინი და ხევის ბოლოს, იერუელის უდაბნოსთან შეხვდებით მათ. 17 ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით, დადექით+ და იხილეთ, როგორ გიხსნით იეჰოვა!+ იუდა და იერუსალიმო, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით!+ ხვალ გადით მათ წინააღმდეგ და იეჰოვა იქნება თქვენთან!“»+
18 მაშინ იეჰოვას წინაშე პირქვე დაემხვნენ იეჰოშაფატი და მასთან ერთად მთელი იუდა და იერუსალიმი იეჰოვას თაყვანსაცემად. 19 წამოდგნენ ლევიანები, კეჰათისა+ და კორახის შთამომავლები, რომ მთელი ხმით განედიდებინათ იეჰოვა, ისრაელის ღმერთი.+
20 ადგნენ დილაადრიან და თეკოას+ უდაბნოსკენ გაემართნენ. გასვლამდე იეჰოშაფატმა მათ მიმართა: „მისმინეთ, იუდა და იერუსალიმო! იეჰოვას, თქვენი ღვთის, რწმენა გქონდეთ, რათა მტკიცედ იდგეთ. ერწმუნეთ მის წინასწარმეტყველებს+ და ხელი მოგემართებათ!“
21 იეჰოშაფატი მოეთათბირა ხალხს და დანიშნა მგალობლები, რომ ეგალობათ+ იეჰოვასთვის და წმინდა სამოსლით შემოსილთ მეომრების წინ ევლოთ; მათ ხოტბა უნდა შეესხათ ღვთისთვის, მადლობდეთ იეჰოვას, რადგან მარადიული და ურყევიაო მისი სიყვარული*.+
22 როცა მათ სიხარულით დაიწყეს გალობა, იეჰოვამ გააოგნა იუდას წინააღმდეგ გამოსული ამონელები, მოაბელები და სეირის მთიანი მხარის მკვიდრნი, და ისინიც დაერივნენ ერთმანეთს.+ 23 ამონელები და მოაბელები სეირის მთიანი მხარის+ მკვიდრთ მოუბრუნდნენ, რომ მოესპოთ ისინი. გაწყვიტეს სეირის მკვიდრნი და მერე ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტაზე გადავიდნენ.+
24 მივიდნენ იუდას მკვიდრნი უდაბნოს საგუშაგო კოშკთან.+ გაიხედეს იქით, სადაც ლაშქარი იყო და დაინახეს, რომ მიწაზე ეყარა გვამები;+ არავინ გადარჩენილიყო. 25 მივიდნენ იეჰოშაფატი და მისი ხალხი ნადავლის წამოსაღებად და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი და ძვირფასი ნივთები. ყველაფერი წამოიღეს, რასაც მოერივნენ.+ ნადავლი იმდენი იყო, რომ სამი დღე ეზიდებოდნენ. 26 მეოთხე დღეს ისინი ბერაქის ველზე შეიკრიბნენ და იქ განადიდეს* იეჰოვა. ამ ადგილს სწორედ ამის შემდეგ ეწოდა ბერაქის*+ ველი, და ეს დღემდე ასეა.
27 სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში იუდეველები და იერუსალიმის მკვიდრნი იეჰოშაფატის მეთაურობით, რადგან გაამარჯვებინა იეჰოვამ მათ მტერზე.+ 28 ისინი იერუსალიმში საყვირებით,+ ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით დაბრუნდნენ და მივიდნენ იეჰოვას ტაძარში.+ 29 ღვთის შიშმა შეიპყრო ყველა სამეფო, როცა გაიგეს, რომ იეჰოვა შეებრძოლა ისრაელის მტრებს.+ 30 მშვიდობა იყო იეჰოშაფატის სამეფოში; ყოველი მხრიდან დაასვენა ის ღმერთმა.+
31 განაგრძობდა იეჰოშაფატი მეფობას იუდაში. ის 35 წლისა გამეფდა და 25 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აზუბა, შილხის ასული.+ 32 მამამისის, ასას გზით დადიოდა,+ მის კვალს მისდევდა და იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო იეჰოვას თვალში,+ 33 თუმცა არც სათაყვანო მაღლობები იყო გაუქმებული+ და არც ხალხს ჰქონდა მტკიცედ გადაწყვეტილი, ემსახურათ თავიანთი მამა-პაპის ღვთისთვის.+
34 იეჰოშაფატის დანარჩენი საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, იეჰუს,+ ხანანის+ ძის, ჩანაწერებშია შემონახული, რომელიც ისრაელის მეფეთა მატიანეშია შეტანილი. 35 იუდას მეფე იეჰოშაფატმა ისრაელის ბოროტ მეფე ახაზიასთან შეკრა კავშირი.+ 36 მისი მოკავშირე გახდა ახაზია, რათა ხომალდები აეგოთ თარშიშში+ წასასვლელად; მათ ეციონ-გებერში+ ააგეს ხომალდები. 37 ელიეზერმა, მარეშელი დოდავაჰუს ძემ, უწინასწარმეტყველა იეჰოშაფატს: „რაკი კავშირი შეკარი ახაზიასთან, იეჰოვა ჩაგიშლის გეგმებს!“+ დაიმსხვრა ხომალდები+ და ვეღარ გაცურეს თარშიშში.