იერემია
1 ეს არის ბენიამინის მიწაზე მცხოვრები ანათოთელი+ მღვდლის, ხილკიას, ძის, იერემიას*, სიტყვები. 2 მას იეჰოვას სიტყვა ეუწყა იუდას მეფის, იოშიას,+ ამონის+ ძის, მეფობის მე-13 წელს. 3 ასე გრძელდებოდა იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, დროიდან იუდას მეფე ციდკიას,+ იოშიას ძის, მეფობის მე-11 წლის დასრულებამდე, მე-5 თვემდე, იერუსალიმის მკვიდრთა გადასახლებამდე.+
4 იეჰოვას სიტყვა მეუწყა:
ხალხთა წინასწარმეტყველად დაგნიშნე“.
6 მე კი მივუგე: „უზენაესო უფალო, იეჰოვა!
როგორ ვილაპარაკო?!+ ჯერ ყმაწვილი ვარ“.+
7 იეჰოვამ მითხრა:
„ნუ ამბობ, ყმაწვილი ვარო,
რადგან ყველასთან უნდა წახვიდე, ვისთანაც გაგგზავნი,
და ყველაფერი უნდა უთხრა, რასაც გიბრძანებ.+
9 მაშინ იეჰოვამ ხელი გამოიწოდა და ბაგეზე შემახო.+ იეჰოვამ მითხრა: „აი, ბაგეზე დაგიდე ჩემი სიტყვა.+ 10 დღეს დაგნიშნე ხალხებზე და სამეფოებზე, რათა ამოძირკვო და დაანგრიო, მოსპო და დაამხო, ააშენო და დარგო“.+
11 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: „რას ხედავ, იერემია?“ მე მივუგე, ნუშის ტოტს ვხედავ-მეთქი.
12 იეჰოვამ მითხრა: „მართალი ხარ; მეც ვფხიზლობ, რომ შევასრულო ჩემი სიტყვა“.
13 ისევ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: „რას ხედავ?“ მე მივუგე: „მოთუხთუხე ქვაბს, რომელიც ჩრდილოეთის საპირისპიროდაა გადახრილი“. 14 შემდეგ იეჰოვამ მითხრა:
„ჩრდილოეთიდან დაატყდება უბედურება
ქვეყნის ყველა მკვიდრს.+
15 მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოთა ყველა ტომს, — ამბობს იეჰოვა,+ —
და მოვლენ ისინი; თითოეული დადგამს თავის ტახტს
იერუსალიმის კარიბჭეებთან;+
იერიშს მიიტანენ მის გალავანზე
და შეუტევენ იუდას ყველა ქალაქს.+
16 გამოვუცხადებ მათ ჩემს განაჩენს ჩადენილი ბოროტების გამო,
რადგან ზურგი მაქციეს,+
სხვა ღმერთებს სწირავენ მსხვერპლს+
და პირქვე ემხობიან თავიანთი ნახელავის წინაშე.+
17 შენ კი წელზე სარტყელი შემოირტყი,
ადექი და უთხარი მათ ყველაფერი, რასაც გიბრძანებ.
არ შეგეშინდეს მათი,+
თორემ თავზარს დაგცემ მათ წინაშე.