ფსალმუნები
ᲬᲘᲒᲜᲘ ᲛᲔᲡᲐᲛᲔ
ასაფის საგალობელი.+
73 სიკეთეს* არ აკლებს ღმერთი ისრაელს, მათ, ვისაც სუფთა გული აქვს.+
6 ყელზე შეუბამთ ამპარტავნობა+ და ძალადობით შემოსილან.
7 სიმსუქნისგან თვალები აქვთ გადმოკარკლული;
ისე წაუვიდათ საქმე, რომ ვერც კი იოცნებებდნენ.
8 ბოროტად და დამცინავად ლაპარაკობენ.+
ქედმაღლობენ და ჩაგვრით იმუქრებიან.+
9 ისე ლაპარაკობენ, თითქოს ცად აზიდულანო,
ბაქიაობს მათი ენა.
10 ამიტომ უერთდება მათ ღვთის ხალხი
და ეწაფება მათ უხვ წყალს.
11 ამბობენ, რას გაიგებს ღმერთი,+
განა უწყისო ეს უზენაესმა?!
12 აი, ბოროტები მუდამ უზრუნველად ცხოვრობენ.+
სულ უფრო და უფრო მეტ ქონებას იხვეჭენ.+
15 მაგრამ ეს რომ მეთქვა,
შენი ხალხის მოღალატე ვიქნებოდი.
16 ვცდილობდი, ჩავწვდომოდი ამას,
მაგრამ რთული აღმოჩნდა ჩემთვის,
17 სანამ არ მივედი ღვთის დიდებულ წმინდა ადგილას
და არ მივხვდი, რა ბოლო ელით მათ.
18 შენ მოლიპულ გზაზე აყენებ მათ,+
რომ დაეცნენ და დაიღუპონ.+
19 როგორ უეცრად განადგურდნენ!+
რა მოულოდნელად დაუდგათ საზარელი აღსასრული!
20 როგორც სიზმარი ქრება გამოღვიძების შემდეგ,
იეჰოვა, ისე გააქრობ მათ, როცა წამოიმართები.
22 უჭკუო და მიუხვედრელი ვიყავი,
უგუნურ პირუტყვს ვგავდი შენს თვალში,
25 შენ გარდა ვინ მყავს ცაში?!
შენს მეტი არავინ მინდა დედამიწაზე.+
26 სხეული რომც დამიძაბუნდეს და გულმა სიმხნევე დაკარგოს,
ღმერთი იქნება ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი წილი მარადიულად.+
27 დაიღუპება ყველა, ვინც შორსაა შენგან.
ბოლოს მოუღებ მათ, ვინც გღალატობს და გტოვებს.+
28 ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება.+
უზენაეს უფალ იეჰოვას შევაფარე თავი;
ყველა მის საქმეს ვაუწყებ.+