დაბადება
8 მოხედა ღმერთმა ნოეს, გარეულ და შინაურ ცხოველებს, რომლებიც მასთან იყვნენ კიდობანში.+ მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაიწყო წყალმა კლება. 2 დაიხშო წყლის სათავეები და წყლის კარიბჭეები ცაში; შეწყდა ციდან თავსხმა.+ 3 ნელ-ნელა იკლებდა წყალი დედამიწაზე; 150-ე დღის ბოლოს საგრძნობლად დაიკლო. 4 მე-7 თვის მე-17 დღეს კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა. 5 მე-10 თვემდე იკლებდა წყალი; მე-10 თვის პირველ დღეს მთების მწვერვალები გამოჩნდა.+
6 მე-40 დღის ბოლოს გააღო ნოემ სარკმელი,+ რომელიც კიდობანს გაუკეთა, 7 და გაუშვა ყორანი; გაფრინდებოდა, იფრენდა და უკან ბრუნდებოდა, ვიდრე წყალი არ დაშრა დედამიწაზე.
8 შემდეგ მტრედი გაუშვა, რომ გაეგო, კიდევ იყო თუ არა წყალი მიწის პირზე. 9 ვერ იპოვა მტრედმა დასაჯდომი ადგილი და დაბრუნდა კიდობანში, რადგან წყალი ჯერ კიდევ მთელი დედამიწის ზედაპირზე იყო.+ გაიწოდა მან ხელი და მტრედი კიდობანში შეიყვანა. 10 შვიდი დღე მოიცადა და კიდევ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. 11 საღამო ხანს მოფრინდა მტრედი და ნისკარტით ზეთისხილის ახალმოწყვეტილი ფოთოლი მოიტანა. მიხვდა ნოე, რომ დაეკლო წყალს დედამიწაზე.+ 12 კიდევ შვიდი დღე მოიცადა და ისევ გაუშვა მტრედი, რომელიც აღარ დაბრუნებულა.
13 დაშრა წყალი დედამიწაზე 601-ე წელს,+ პირველი თვის პირველ დღეს. ახადა ნოემ კიდობანს სახურავი და დაინახა, რომ ჯერ ისევ სველი იყო მიწის ზედაპირი. 14 მე-2 თვის 27-ე დღისთვის მთლიანად გამშრალიყო მიწა.
15 ღმერთმა ნოეს უთხრა: 16 „გამოდით კიდობნიდან შენ, შენი ცოლი, შენი ვაჟები და რძლები.+ 17 გამოიყვანე ყველა ცოცხალი არსება,+ ფრინველები, ცხოველები და ქვეწარმავლები, რომ ინაყოფიერონ, გამრავლდნენ და აავსონ დედამიწა“.+
18 გამოვიდნენ ნოე, მისი ვაჟები,+ მისი ცოლი და მისი რძლები. 19 გამოვიდნენ კიდობნიდან ცოცხალი არსებები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ყველაფერი, რაც დედამიწაზე მოძრაობს, თავ-თავიანთი გვარისდა მიხედვით.+ 20 აუგო ნოემ სამსხვერპლო+ იეჰოვას და ზოგი წმინდა ცხოველი და წმინდა ფრინველი+ ამ სამსხვერპლოზე დასაწვავ მსხვერპლად შესწირა.+ 21 ესიამოვნა საამო* სურნელება იეჰოვას და გულში თქვა იეჰოვამ: „აღარასოდეს დავწყევლი მიწას+ ადამიანის გამო; ადამიანის გული სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის;+ ასე აღარასოდეს გავანადგურებ ცოცხალ არსებებს.+ 22 ამიერიდან აღარ შეწყდება დედამიწაზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე“.+