ლევიანები
8 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „წაიყვანე აარონი და მისი ვაჟები,+ ცოდვის შესაწირავი მოზვერი და ორი ვერძი, წაიღე სამოსელი,+ საცხები ზეთი,+ ერთი კალათა ხმიადი+ 3 და შეკრიბე მთელი ხალხი შეხვედრის კარვის შესასვლელთან“.
4 მოსე იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა და ხალხი შეხვედრის კარვის შესასვლელთან შეკრიბა. 5 მოსემ ხალხს უთხრა: „აი, რისი გაკეთება გვიბრძანა იეჰოვამ“. 6 მიიყვანა მოსემ აარონი და მისი ვაჟები და დაიბანეს.+ 7 ჩააცვა აარონს გრძელი სამოსელი,+ შემოაკრა სარტყელი,+ ჩააცვა უსახელო სამოსი,+ ეფოდი+ და მასზე ნაქსოვი სარტყელი+ შემოაკრა. 8 შემდეგ ეფოდზე სამკერდე+ მიუმაგრა და შიგ ურიმი და თუმიმი+ ჩაუდო. 9 დაახურა თავსაბურავი+ და თავსაბურავს წინ ოქროს მბზინვარე ფირფიტა, მიძღვნის წმინდა ნიშანი,+ მიამაგრა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
10 აიღო მოსემ საცხები ზეთი, სცხო კარავს და ყველაფერს, რაც კარავში იყო,+ და განწმინდა. 11 შემდეგ შვიდჯერ მოასხურა ის სამსხვერპლოს, მთელ მის მოწყობილობას, აუზსა და მის სადგამს, რათა განეწმინდა. 12 ბოლოს საცხები ზეთი თავზე დაასხა აარონს, რათა განეწმინდა.+
13 მიიყვანა მოსემ აარონის ვაჟები, ჩააცვა გრძელი სამოსელი, შემოაკრა სარტყლები და დაახურა თავსაბურავები,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
14 მიიყვანა ცოდვის შესაწირავი მოზვერი; მას აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს.+ 15 დაკლა ის მოსემ, ჩააწო თითი სისხლში,+ წაუსვა სამსხვერპლოს თითოეულ რქას და სამსხვერპლო ცოდვისგან განწმინდა; დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარა, რათა განეწმინდა სამსხვერპლო მასზე გამოსყიდვის წესის შესასრულებლად. 16 შემდეგ აიღო მოსემ ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად და დაწვა სამსხვერპლოზე, რომ აებოლებინა, + 17 ხოლო მოზვრის ტყავი, მისი ხორცი და ნეხვი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვა,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
18 მიიყვანა მოსემ ვერძი დასაწვავ მსხვერპლად; მას აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს.+ 19 დაკლა ის მოსემ და მისი სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურა. 20 დაჭრა ვერძი და მისი თავი, ნაჭრები და ქონი სამსხვერპლოზე დაწვა, რომ აებოლებინა. 21 შემდეგ გარეცხა ნაწლავები და კიდურები. მან მთლიანად დაწვა ვერძი სამსხვერპლოზე, რომ აებოლებინა. ეს იყო დასაწვავი მსხვერპლი, საამო* სურნელება. ეს იყო ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
22 მოსემ მეორე ვერძიც მიიყვანა, მღვდლად დანიშვნის ვერძი;+ მას აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს.+ 23 დაკლა ის მოსემ, აიღო მისი სისხლი და წაუსვა აარონს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე. 24 შემდეგ მოსემ აარონის ვაჟები მიიყვანა და მათაც წაუსვა სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე; დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურა.+
25 აიღო მოსემ მთელი ქონი, დუმა, ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად და მარჯვენა ბარკალი.+ 26 ხმიადების კალათიდან, რომელიც იეჰოვას წინაშე იყო, აიღო ერთი რგოლისებრი ხმიადი,+ ერთი ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადი,+ ერთი უფუარი კვერი და დააწყო ქონზე და მარჯვენა ბარკალზე. 27 ეს ყველაფერი მოსემ აარონსა და მის ვაჟებს ხელებზე დაულაგა და იეჰოვას წინაშე შეარხია როგორც შესარხევი შესაწირავი. 28 შემდეგ აიღო მოსემ ეს ყველაფერი, დადო დასაწვავ მსხვერპლზე და დაწვა, რომ აებოლებინა. ეს იყო მღვდლად დანიშვნის შესაწირავი, საამო სურნელება, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.
29 აიღო მოსემ მკერდი და იეჰოვას წინაშე შეარხია როგორც შესარხევი შესაწირავი.+ ეს იყო მოსეს წილი მღვდლად დანიშვნის ვერძიდან, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.+
30 აიღო მოსემ საცხები ზეთი+ და სისხლი სამსხვერპლოდან და მიასხურა აარონსა და მის სამოსელს, მის ვაჟებსა და მათ სამოსელს; ასე განწმინდა მან აარონი, მისი ვაჟები+ და მათი სამოსელი.+
31 მოსემ აარონსა და მის ვაჟებს უთხრა: „მოხარშეთ+ ხორცი შეხვედრის კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ ხმიადთან ერთად, რომელიც მღვდლად დანიშვნის კალათაშია. ღმერთმა მიბრძანა, აარონმა და მისმა ვაჟებმა უნდა ჭამონო.+ 32 მორჩენილი ხორცი და ხმიადი ცეცხლში დაწვით.+ 33 შვიდი დღე შეხვედრის კარვის შესასვლელთან იყავით, სანამ არ დასრულდება თქვენი მღვდლად დანიშვნის დღეები, რადგან მღვდლებად თქვენს დანიშვნას შვიდი დღე დასჭირდება.+ 34 თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად დღეს ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც იეჰოვამ გვიბრძანა.+ 35 შვიდი დღე-ღამის განმავლობაში არ მოსცილდეთ შეხვედრის კარვის შესასვლელს+ და შეასრულეთ თქვენი ვალდებულება იეჰოვას წინაშე,+ რომ არ დაიხოცოთ; ასე მაქვს ნაბრძანები“.
36 აარონმა და მისმა ვაჟებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.