ფსალმუნები
א [ალეფ]
ბედნიერია იეჰოვას მოშიში კაცი,+
ב [ბეთ]
რომელსაც დიდ სიამეს ჰგვრის მისი მცნებები.+
ג [გიმელ]
2 გაძლიერდება მისი შთამომავლობა დედამიწაზე,
ד [დელეთ]
კურთხეული იქნება მართალთა თაობა.+
ה [ჰე]
3 ქონება და სიმდიდრეა მის სახლში;
ו [ვავ]
მარადიულად გასტანს მისი სიმართლე.
ז [ზაინ]
4 სიბნელეში ანათებს მართლებისთვის,+
ח [ხეთ]
თანამგრძნობი, გულმოწყალე+ და მართალია.
ט [ტეთ]
5 ხელი მოემართება კაცს, რომელიც უშურველად გასცემს სესხს;+
י [ჲოდ]
სამართლიანად წარმართავს იგი თავის საქმეებს.
כ [ქაფ]
ל [ლამედ]
არასდროს იქნება დავიწყებული მართალი.+
מ [მემ]
7 ცუდი ამბები ვერ შეაშინებს მას;+
נ [ნუნ]
მტკიცეა მისი გული, რადგან იეჰოვაზეა მინდობილი.+
ס [სამეხ]
8 უდრეკია მისი გული, არაფრის ეშინია;+
ע [აინ]
ბოლოს იხილავს თავისი მტრების დამარცხებას.+
פ [ფე]
9 მან გულუხვად გასცა, შეეწია ღარიბს;+
צ [ცადე]
მარადიულია მისი სიმართლე.+
ק [კოფ]
გაძლიერდება და განდიდდება იგი*.
ר [რეშ]
10 იხილავს ამას ბოროტი და გამწარდება,
ש [შინ]
კბილთა ღრჭენას მოჰყვება და საბოლოოდ გაქრება;
ת [თავ]
ვერ მიაღწევს საწადელს ბოროტი.+