იგავები
8 სიბრძნე ღაღადებს,
გამჭრიახობა ხმას იმაღლებს.+
4 „თქვენ გიხმობთ, ხალხო,
ხმას ვიმაღლებ, რომ ყველას გაგაგონოთ.
6 მომისმინეთ! ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი,
ჩემი ბაგე სიმართლეს ამბობს.
7 ჩემი პირი მშვიდად აუწყებს ჭეშმარიტებას
და ჩემს ბაგეებს სძულს ბოროტება.
8 რასაც ვამბობ, ყველაფერი სიმართლეა.
ჩემი სიტყვები სწორი და მართებულია.
9 ეს სიტყვები გასაგებია გამჭრიახთათვის
და მისაღებია ცოდნის შემძენთათვის.
10 ჩემი დარიგება ვერცხლს გერჩივნოთ
და ცოდნა — ხალას ოქროს,+
11 ვინაიდან სიბრძნე მარჯანს სჯობია;
მას ვერაფერი შეედრება.
13 იეჰოვას მოშიშებს სძულთ ბოროტება.+
მძულს პატივმოყვარეობა, სიამაყე,+ სიავე და უკუღმართი ბაგე.+
16 ჩემით მართავენ მთავრები
და ჩემით აღასრულებენ სამართალს დიდებულები.
18 ჩემთანაა სიმდიდრე და დიდება,
მარადიული მემკვიდრეობა და სიმართლე.
20 სიმართლის ბილიკზე დავდივარ,
სამართლიანობის გზას მივუყვები.
21 ჩემს მოყვარულებს მდიდარ მემკვიდრეობას ვაძლევ
და ბეღლებს ვუვსებ.
25 მაშინ დავიბადე, როცა მთები
და გორები ჯერ არ იყო გაჩენილი,
26 როცა ჯერ არც დედამიწა იყო შექმნილი,
არც მინდვრები და არც მიწის მტვერი.
28 როცა მაღლა ღრუბლებს აფუძნებდა
და ღრმა წყლებს ქმნიდა,
29 როცა ზღვას წესს უდგენდა,
რათა წყალი მის ბრძანებას დამორჩილებოდა,+
როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა.
ყოველდღე ხარობდა ჩემით+
და მეც მუდამ ვხარობდი მის წინაშე.+
31 შევხაროდი დედამიწას, კაცთა სამკვიდროს;
კაცთა მოდგმა მახარებდა.
32 შვილებო, მომისმინეთ!
ბედნიერნი არიან ჩემი გზებით მავალნი.