მოციქულთა საქმეები
1 თეოფილე, პირველად იმის შესახებ მოგწერე, რასაც იესო აკეთებდა და ასწავლიდა+ 2 იმ დღემდე, სანამ ზეცად ამაღლდებოდა+ მის მიერ ამორჩეული მოციქულებისთვის წმინდა სულით მითითებების მიცემის შემდეგ.+ 3 წამების მერე არაერთხელ ეჩვენა მათ ცოცხლად მრავალი სარწმუნო მტკიცებულებით.+ 40 დღე ეცხადებოდა მათ და ღვთის სამეფოზე ესაუბრებოდა.+ 4 ერთხელ, როცა შეხვდა მათ, ასეთი მითითება მისცა: „არ გახვიდეთ იერუსალიმიდან,+ დაელოდეთ მამის დანაპირების შესრულებას,+ რის შესახებაც გითხარით. 5 იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი მალე წმინდა სულით+ მოინათლებით“.
6 სხვა დროს, როცა შეიკრიბნენ, მას ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ აპირებ ისრაელისთვის სამეფოს აღდგენას?“+ 7 მან მიუგო: „არ არის საჭირო, იცოდეთ დროები და ვადები, რომლებსაც მამა განაგებს.+ 8 თუმცა, როცა თქვენზე წმინდა სული* გადმოვა,+ ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები+ იერუსალიმში,+ მთელ იუდეაში, სამარიაში+ და დედამიწის კიდით კიდემდე“.+ 9 ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა, ღრუბელმა დაფარა და ვეღარ დაინახეს.+ 10 როცა ისინი ცაში ამავალ იესოს უყურებდნენ, მათ გვერდით ორი თეთრსამოსიანი+ კაცი გაჩნდა, 11 რომლებმაც შეკრებილთ მიმართეს: „გალილეელებო, რას დგახართ და რას შეჰყურებთ ცას? იესო, რომელიც ზეცად ამაღლდა, ისევე მოვა, როგორც ცაში ამავალი იხილეთ“.
12 შემდეგ ისინი ზეთისხილის მთიდან იერუსალიმში+ დაბრუნდნენ. ზეთისხილის მთა იერუსალიმის მახლობლად მდებარეობს, შაბათის სავალ მანძილზე*. 13 ქალაქში დაბრუნებული პეტრე, იოანე, იაკობი, ანდრია, ფილიპე, თომა, ბართლომე, მათე, ალფეს ვაჟი იაკობი, სიმონი, „მოშურნედ“ წოდებული, და იაკობის ვაჟი იუდა ზედა ოთახში ავიდნენ და იქ დარჩნენ.+ 14 საერთო მიზნით გაერთიანებულნი გამუდმებით ლოცულობდნენ; მათ შორის იყვნენ იესოს ძმები,+ დედამისი მარიამი და კიდევ რამდენიმე ქალი.+
15 ერთ დღეს წამოდგა პეტრე ძმებს შორის (დაახლოებით 120 კაცი იქნებოდა) და თქვა: 16 «ძმებო! უნდა შესრულებულიყო წინასწარმეტყველება, წმინდა სულმა დავითს რომ წარმოათქმევინა იუდაზე,+ რომელიც იესოს შემპყრობლებს გაუძღვა.+ 17 ის ჩვენ შორის იყო+ და იმიტომ იქნა არჩეული, რომ ჩვენთან ერთად ემსახურა 18 (ამ კაცმა უმართლობის საზღაურით მინდორი შეიძინა.+ ბოლოს მიწაზე თავით დაენარცხა, გასკდა და შიგნეულობა გადმოეყარა.+ 19 ეს იერუსალიმის ყველა მკვიდრმა შეიტყო. იმ მინდორს მათ ენაზე „აკელდამა“ ანუ „სისხლის მინდორი“ ეწოდა). 20 ფსალმუნების წიგნში წერია: „გაპარტახდეს მისი საცხოვრებელი და ნუღარავინ იცხოვრებს იქ“+ და „მის ნაცვლად სხვა გახდეს ზედამხედველი“.+ 21 მაშასადამე, საჭიროა, რომ მათგან, ვინც თან გვახლდა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა უფალი იესო ჩვენ გვერდით იყო, 22 იოანეს მიერ მისი მონათვლიდან+ მის ამაღლებამდე,+ ერთ-ერთმა ჩვენთან ერთად დაამოწმოს მისი აღდგომის შესახებ».+
23 დაასახელეს ორი: ბარსაბად წოდებული იოსები, რომელსაც იუსტუსსაც ეძახდნენ, და მატთია. 24 შემდეგ ილოცეს: „იეჰოვა*, გულთამხილავო,+ შენ გვიჩვენე, ამ ორიდან რომელი ამოირჩიე, 25 რათა მან იმსახუროს მოციქულად იუდას ნაცვლად, რომელმაც არად ჩააგდო ეს მსახურება და სხვა გზა აირჩია“.+ 26 ყარეს წილი+ და მატთიას ერგო. თერთმეტ მოციქულს ეს ერთიც შეემატა.