ეზრა
2 ესენი იყვნენ სამთავროში მცხოვრები, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში გადასახლებული ხალხი,+ რომლებიც ტყვეობიდან+ გათავისუფლების შემდეგ იერუსალიმსა და იუდაში თავ-თავიანთ ქალაქებში დაბრუნდნენ+ 2 ზერუბაბელთან,+ იეშუასთან,+ ნეემიასთან, სერაიასთან, რეელაიასთან, მორდოქაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან და ბაანასთან ერთად.
აი ამ ებრაელ მამაკაცთა რიცხვი:+ 3 ფაროშის შთამომავლები — 2 172, 4 შეფატიას შთამომავლები — 372, 5 არახის+ შთამომავლები — 775, 6 ფახათ-მოაბის+ შთამომავლები იეშუასა და იოაბის საგვარეულოებიდან — 2 812, 7 ელამის+ შთამომავლები — 1 254, 8 ზათუს+ შთამომავლები — 945, 9 ზაქაის შთამომავლები — 760, 10 ბანის შთამომავლები — 642, 11 ბებაის შთამომავლები — 623, 12 აზგადის შთამომავლები — 1 222, 13 ადონიკამის შთამომავლები — 666, 14 ბიგვაის შთამომავლები — 2 056, 15 ადინის შთამომავლები — 454, 16 ატერის შთამომავლები ხიზკიას საგვარეულოდან — 98, 17 ბეცაის შთამომავლები — 323, 18 იორას შთამომავლები — 112, 19 ხაშუმის+ შთამომავლები — 223, 20 გიბარის შთამომავლები — 95, 21 ბეთლემელები — 123, 22 ნეტოფელები — 56, 23 ანათოთელები+ — 128, 24 აზმავეთის შთამომავლები — 42, 25 კირიათ-იეარიმელები, ქეფირელები და ბეეროთელები — 743, 26 რამელები+ და გებელები+ — 621, 27 მიქმასელები — 122, 28 ბეთელელები და აიელები+ — 223, 29 ნებოს+ მკვიდრნი — 52, 30 მაგბიშის შთამომავლები — 156, 31 სხვა ელამის შთამომავლები — 1 254, 32 ხარიმის შთამომავლები — 320, 33 ლოდის, ხადიდისა და ონოს მკვიდრნი — 725, 34 იერიხონელები — 345, 35 სენაას შთამომავლები — 3 630.
36 მღვდლები:+ იედაიას+ შთამომავლები იეშუას+ საგვარეულოდან — 973, 37 იმერის+ შთამომავლები — 1 052, 38 ფაშხურის+ შთამომავლები — 1 247, 39 ხარიმის+ შთამომავლები — 1 017.
40 ლევიანები:+ იეშუასა და კადმიელის+ შთამომავლები ჰოდავიას საგვარეულოდან — 74; 41 მგალობლები:+ ასაფის+ შთამომავლები — 128. 42 კარიბჭის მცველები*:+ შალუმის, ატერის, თალმონის,+ აკუბის,+ ხატიტასა და შობაის შთამომავლები — სულ 139.
43 ტაძრის მსახურნი*:+ ციხას, ხასუფას, ტაბაოთის, 44 კეროსის, სიაჰას, ფადონის, 45 ლებანას, ხაგაბას, აკუბის, 46 ხაგაბის, სალმაის, ხანანის, 47 გიდელის, გახარის, რეაიას, 48 რეცინის, ნეკოდას, გაზამის, 49 უზას, ფასეას, ბესაის, 50 ასნას, მეუნიმის, ნეფუსიმის, 51 ბაკბუკის, ხაკუფას, ხარხურის, 52 ბაცლუთის, მეხიდას, ხარშას, 53 ბარკოსის, სისერას, თამახის, 54 ნეციასა და ხატიფას შთამომავლები.
55 სოლომონის მსახურთა შთამომავლები: სოტაის, სოფერეთის, ფერუდას,+ 56 იაალას, დარკონის, გიდელის, 57 შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ჰაცებაიმისა და ამის შთამომავლები.
58 ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა შთამომავლები სულ 392 იყვნენ.
59 აი, ესენი იყვნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშიდან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან წამოსულები, რომლებიც ვერ ამტკიცებდნენ, რომელ საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ და იყვნენ თუ არა წარმოშობით ისრაელები:+ 60 დელაიას, ტობიასა და ნეკოდას შთამომავლები — 652. 61 მღვდლების შთამომავალთაგან იყვნენ: ხაბაიას შთამომავლები, ჰაკოცისა+ და იმ ბარზილაის შთამომავლები, რომელმაც გალაადელი ბარზილაის+ ერთ-ერთი ასული მოიყვანა ცოლად და სიმამრის სახელი დაერქვა. 62 ისინი ეძებდნენ ნუსხას თავიანთი წარმომავლობის დასამტკიცებლად, მაგრამ ვერ იპოვეს, ამიტომ მღვდლობისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს.+ 63 თირშათამ* უთხრა მათ, რომ არ ეჭამათ ის, რაც წმინდად ითვლებოდა,+ სანამ მღვდელი ურიმითა და თუმიმით* არ დაეკითხებოდა ღმერთს.+
64 მთელი ხალხის რიცხვი 42 360-ს შეადგენდა,+ 65 თუ არ ჩავთვლით მათ მონებსა და მხევლებს, რომელთა რიცხვიც 7 337 იყო; მათ 200 მომღერალი კაცი და ქალიც ჰყავდათ, 66 აგრეთვე 736 ცხენი, 245 ჯორი, 67 435 აქლემი და 6 720 ვირი.
68 როცა იერუსალიმში ჩავიდნენ, იმ ადგილას, სადაც ადრე იეჰოვას ტაძარი იდგა, საგვარეულოთა ზოგიერთმა თავკაცმა ნებაყოფლობით გაიღო შესაწირავები+ ღვთის ტაძრისთვის, რათა ის უწინდელ ადგილზე აღედგინათ.+ 69 ყველამ ის გაიღო, რაც შეეძლო; მთლიანობაში ამ სამუშაოებისთვის მათ გაიღეს: 61 000 ოქროს დრაქმა*, 5 000 მინა*+ ვერცხლი და 100 ხელი სამღვდელო სამოსელი. 70 მღვდლები, ლევიანები, მომღერლები, კარიბჭის მცველები, ტაძრის მსახურები თუ სხვა ისრაელები თავ-თავიანთ ქალაქებში დასახლდნენ; ასე დასახლდა მთელი ისრაელი თავიანთ ქალაქებში.+