გიბარი
[აღმატებული, ძლიერი, მძლავრი]
შესაძლოა, არის საგვარეულოს მამამთავარი, რომლის 95 „ძე“ (შთამომავალი) ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა ბაბილონის გადასახლებიდან (ეზრ. 2:1, 2, 20). მაგრამ პარალელურ მუხლში, ნეემიას 7:25-ში, გიბარის ნაცვლად გაბაონი წერია. შესაბამისად, ფრაზაში „გიბარის [გაბაონის] ძეები — ოთხმოცდათხუთმეტი“, შესაძლოა იგულისხმება გაბაონის მკვიდრთა შთამომავლობა, რადგან ეზრას 2:21—34-ში მოიხსენიება გეოგრაფიული ადგილები, მაგალითად, „ბეთლემის ძეები“.