ᲬᲘᲒᲜᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ
(ფსალმუნები 1—41)
1 ბედნიერია კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის,
ცოდვილთა გზას არ ადგას+
და დამცინავებთან არ ზის;+
2 იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას+
და კითხულობს მას დღედაღამ.+
3 იქნება ის წყლის ნაკადებთან დარგულ ხესავით,
თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს
და მისი ფოთლები არ ჭკნება;
ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება.+
4 ბოროტები კი ასე არ არიან,
ისინი ქარისგან გაფანტულ ბზეს ჰგვანან.
5 ამიტომაც ვერ გამართლდებიან ბოროტები სასამართლოზე+
და ვერ გაჭაჭანდებიან ცოდვილები მართლების კრებულში;+
6 უწყის იეჰოვამ მართალთა გზა,+
ბოროტთა გზა კი მოისპობა.+