იგავები
6 შვილო, თუ მოძმეს თავდებად დაუდგები+
ან უცხოსთან შეთანხმებას დადებ+
2 და შენივე პირობა მახეში გაგაბამს,
ან შენივე სიტყვები გამოგიჭერს,+
3 შვილო, ასე მოიქეცი და დაიხსენი თავი,
რადგან შენი მოძმის ხელში ხარ ჩავარდნილი:
თავი დაიმდაბლე, ნუ დააყოვნებ, მიდი და შეევედრე შენს მოძმეს.+
4 ძილი არ მიაკარო შენს თვალებს
და თვლემა — შენს ქუთუთოებს.
5 დაიხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან,
როგორც ფრინველმა — მონადირისგან.
7 მას არც მეთაური ჰყავს, არც თავკაცი და არც მმართველი;
8 ზაფხულში თავისით იმზადებს სარჩოს+
და მკის დროს იმარაგებს საზრდოს.
9 როდემდე უნდა იწვე, ზარმაცო,
და როდემდე უნდა გეძინოს?!
10 ცოტა ხანს კიდევ იძინებ, ცოტა ხანს კიდევ ჩათვლემ,
ცოტა ხანს კიდევ იქნები გულხელდაკრეფილი+
11 და სიღარიბე ყაჩაღივით დაგადგება,
სიდუხჭირე კი — იარაღასხმული კაცივით.+
16 ექვსი რამ სძულს იეჰოვას
და შვიდი რამ ეზიზღება:
17 ამაყად მომზირალი თვალები,+ მატყუარა ენა,+ უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები,+
18 ავისმზრახველი გული,+ ბოროტების ჩასადენად მარდი ფეხები,
19 ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე+
და ძმებს შორის შუღლის მთესველი.+
21 მუდამ გულზე გქონდეს მიბნეული და ყელზე შებმული;
22 სიარულისას წაგიძღვება,
დაწოლილს დარაჯად დაგიდგება,
გამოღვიძებულს კი დაგარიგებს.
27 განა ჩაიდებს კაცი უბეში ნაკვერჩხლებს ტანსაცმლის დაუწველად?!+
28 ან გაივლის ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად?!
30 ხალხს არ სძულს ქურდი,
რომელიც მშიერია და დასანაყრებლად იპარავს,
35 გამოსასყიდს არ აიღებს;
ვერანაირი საჩუქარი ვერ დაამშვიდებს.