კანონი
18 «ლევიან მღვდლებს, ლევის მთელ ტომს, ისრაელში წილი და სამკვიდრო არ მიეცემათ. მათ იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი უნდა ჭამონ როგორც მისი წილი.+ 2 არ უნდა ჰქონდეთ მათ სამკვიდრო თავიანთ მოძმეებს შორის. იეჰოვაა მათი სამკვიდრო, როგორც დაჰპირდა კიდეც მათ.
3 აი, რა ეკუთვნით მღვდლებს ხალხისგან: ვინც მსხვერპლს, მოზვერს ან ცხვარს, შესწირავს, მღვდელს უნდა მისცეს ბეჭი, ყბა და კუჭი. 4 მიეცი მას პირველმოწეული მარცვლეული, ახალი ღვინო, ზეთი და შენი ფარის პირველი ნაპარსი.+ 5 ის და მისი ვაჟები ამოარჩია თქვენმა ღმერთმა იეჰოვამ თქვენი ტომებიდან, რათა ყოველთვის იმსახურონ იეჰოვას სახელით.+
6 მაგრამ, თუ ლევიანი დატოვებს ისრაელის იმ ქალაქს, რომელშიც ცხოვრობდა,+ და იმ ადგილზე წასვლას მოისურვებს, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს,+ 7 იმსახუროს იეჰოვას, შენი ღვთის, სახელით თავისი მოძმე ლევიანების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას წინაშე მსახურობენ.+ 8 მასაც იმდენივე საკვები უნდა შეხვდეს, რამდენიც დანარჩენებს,+ მიუხედავად იმისა, რომ მამაპაპეული ქონება გაყიდა და ფული აქვს.
9 როცა იმ მიწას დაიმკვიდრებ, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი, გაძლევს, არ გადმოიღო იქ მცხოვრები ერების საძულველი წეს-ჩვეულებები.+ 10 არ იყოს თქვენ შორის თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში შემწირველი,+ არც მარჩიელი,+ არც ჯადოქარი,+ არც მისანი,+ არც გრძნეული,+ 11 არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს+ ან მკითხავს,+ და არც მკვდართა გამომკითხველი.+ 12 ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას და ამ სისაძაგლეთა გამო დევნის მათ იეჰოვა, შენი ღმერთი. 13 უბიწო იყავი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე.+
14 ის ხალხები, რომლებსაც თქვენ განდევნით, ჯადოქრებსა+ და მკითხავებს+ უსმენენ; თქვენთვის კი თქვენს ღმერთს, იეჰოვას, ამის უფლება არ მოუცია. 15 იეჰოვა, თქვენი ღმერთი, თქვენს მოძმეთაგან მოგივლენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს; მას უსმინეთ.+ 16 თქვენ ხომ სთხოვეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, ხორებთან შეკრების დღეს,+ ნუღარ მოგვასმენინებ იეჰოვას, ჩვენი ღვთის, ხმას, და ნუღარ დაგვანახვებ ამ დიდებულ ცეცხლს, რომ არ მოვკვდეთო.+ 17 იეჰოვამ მითხრა: „კარგია, ეს რომ თქვეს. 18 მოვუვლენ მათ შენნაირ წინასწარმეტყველს თავიანთი მოძმეებიდან,+ ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს+ და იმას ილაპარაკებს, რასაც ვუბრძანებ.+ 19 ვინც არ მოუსმენს ჩემს სიტყვებს, რომლებსაც ის ჩემი სახელით ილაპარაკებს, პასუხს მოვთხოვ.+
20 მაგრამ ის წინასწარმეტყველი, რომელიც ჩემი სახელით გაბედავს იმის თქმას, რაც არ მიბრძანებია ან სხვა ღმერთების სახელით ილაპარაკებს, უნდა მოკვდეს.+ 21 შეიძლება გულში თქვა, როგორ გავიგო, რომ ეს სიტყვა იეჰოვას არ უთქვამსო. 22 თუ წინასწარმეტყველი იეჰოვას სახელით ილაპარაკებს და მისი ნათქვამი არ ასრულდება, არ ახდება, ესე იგი, ეს იეჰოვას არ უთქვამს; წინასწარმეტყველს კადნიერად ულაპარაკია. არ შეგეშინდეს მისი“».