ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ
ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 2
ბუნებრივად წამოიწყე საუბარი
ბიბლიური პრინციპი: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავ. 15:23).
ფილიპეს მაგალითი
1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე საქმეების 8:30, 31 და დაფიქრდი:
ა) როგორ წამოიწყო ფილიპემ საუბარი?
ბ) რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ფილიპემ ბუნებრივად წამოიწყო საუბარი? რისი შესაძლებლობა მისცა ამან?
რას ვსწავლობთ ფილიპესგან
2) თუ ბუნებრივად წამოვიწყებთ და წარვმართავთ საუბარს, დიდი ალბათობით, ადამიანი თავს თავისუფლად იგრძნობს და მზად იქნება მოსასმენად.
მიჰბაძე ფილიპეს
3) იყავი დაკვირვებული. ჟესტები, მიმიკები და მანერები ბევრ რამეს გვიმხელს ადამიანზე. თუ ატყობ, რომ ის სასაუბროდაა განწყობილი, შეგიძლია ბიბლიურ თემაზე საუბარი უბრალო კითხვით წამოიწყო, მაგალითად, „იცოდით, რომ. . ?“. თუმცა თუ შეატყობ, რომ ადამიანს საუბარი არ სურს, კარგი იქნება, აღარ გააგრძელო.
4) გამოავლინე მოთმინება. არ არის აუცილებელი, რომ მალევე შეეხო ბიბლიურ საკითხებს. ჯობს, შესაფერის დროს დაელოდო. ზოგჯერ შეიძლება პირველ ჯერზე საერთოდ არ იყოს საჭირო ასეთ თემებზე საუბარი.
5) მოერგე მოსაუბრეს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საუბარი სულ სხვა მიმართულებით წავიდეს. ამიტომ მზად იყავი, მოერგო მოსაუბრეს და ისეთი რამ გაუზიარო, რაც მისთვის აქტუალურია.