სასუფევლის მაუწყებლები იტყობინებიან
მათ შეცვალეს თავიანთი ცხოვრების სახე
თქვენ უთუოდ გინახავთ, თუ როგორ ესაუბრებიან ისინი სხვებს ქუჩაში, დადიან კარდაკარ და ესწრებიან ქრისტიანულ შეხვედრებს თავიანთ სამეფო დარბაზებში. ჩვენ ვამბობთ იმ სასიამოვნო და ფაქიზ ახალგაზრდებზე, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან. თქვენ შეგიძლიათ დაასკვნათ, ისინი მოწმეები იმიტომ არიან, რომ მშობლებმა ასწავლეს მათ იყვნენ ასეთები; მსგავსი რამ ბევრ მათგანზე შეიძლება ითქვას. მეორეს მხრივ, ზოგიერთ ამ ახალგაზრდას სრულიად სხვაგვარი წარსული ჰქონდა და მათი წინანდელი არა ჰგავს ამჟამინდელს. ისინი, ვისაც თქვენ ხედავთ მეორე გვერდზე, წინათ ისეთ წრეში ტრიალებდნენ, სადაც ნორმალურ საქმედ ითვლებოდა დანაშაულობა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება. რამ აღძრა ისინი სრულიად შეეცვალათ თავიანთი ცხოვრების სახე? ვეწვიოთ ნორვეგიის ერთ-ერთ ქალაქს და გავეცნოთ ზოგიერთ იმ ახალგაზრდას, რომელიც შეიცვალა.
საფუძველი ცვლილებისათვის
კარდაკარ ქადაგების დროს, როცა იეჰოვას ორი მოწმე, შეხვდა ანეტას, ის მაშინ 19 წლისა იყო. „ხშირად მეუბნებოდნენ რომ არასოდეს არ უნდა დავლაპარაკებოდი იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ ცნობისმოყვარეობის გამო მოვიწვიე ისინი შინ„, — იხსენებს ანეტა. 11 წლიდან იგი სარგებლობდა ნარკოტიკებით და მონაწილეობას ღებულობდა ბინების გაქურდვასა და ავტომობილების გატაცებაში.
ანეტამ გულით მიიღო კეთილი ცნობა სასუფევლის შესახებ. განსაკუთრებით კი აღფრთოვანდა აღდგომის იმედით, ვინაიდან ხუთი წლისამ დაკარგა დედა და თანხმობა გამოთქვა ბიბლიის უსასყიდლო შესწავლაზე. ანეტამ იწყო სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დასწრება. მან თავის მეგობრებსა და სხვებსაც მოუთხრო იმის შესახებ, რასაც სწავლობდა. როგორი იყო მათი რეაქცია? მათ არ სურდათ რაიმე საერთო ჰქონოდათ ამ საქმესთან და გაამტყუნეს ანეტა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა ძლიერმა მოწინააღმდეგემ, მოგვიანებით დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
მაგალითად, ავიღოთ ესპენი, 20 წლის ჭაბუკი. მან სასუფევლის შესახებ კეთილი ცნობა მოისმინა ანეტას მეგობრისაგან და მაშინვე მოინდომა ბიბლიის შესწავლა. მაგრამ ის ოთხი თვით ციხეში უნდა ჩაესვათ, ვინაიდან მონაწილეობდა ნარკოტიკების კონტრაბანდაში და ანეტას მსგავსად ქურდობაში. ის ეწეოდა თამბაქოს, მარიხუანას და იყენებდა სხვა ნარკოტიკებს. მაშ, რამ აღძრა ასეთ საქმეებში ჩაფლულ ადამიანს გამოეთქვა სურვილი შეესწავლა ბიბლია? ესპენი თანდათან გრძნობდა თავისი ცხოვრებისეული გზის სიცარიელეს და მის ცხოვრებას არ ჰქონდა აზრი. ის მოგვითხრობს: „მე მიზიდავდა ბიბლიური აღთქმები მომავალზე, რაც აზრს აძლევდა ჩემს ცხოვრებას და დავიწყე შესწავლა, რათა გამერკვია სიმართლე„.
სხვებმაც მოინდომეს ბიბლიის შესწავლა
დაახლოებით ამ დროს, ერთმა ყმაწვილმა, ახალგაზრდების იმავე წრიდან, მოისმინა კეთილი ცნობა, დაიწყო ბიბლიის შესწავლა და შეხვედრებზე დასწრება. შემდეგ სხვა ყმაწვილთანაც იქნა დაწყებული შესწავლა, მანაც იწყო შეხვედრებზე სიარული. არ გასულა დიდი დრო და კიდევ ერთი ახალგაზრდა შემოუერთდა თავის მეგობრებს ბიბლიის შესასწავლად. ამ ახალგაზრდამაც ასევე მიაღწია სულიერ წარმატებებს. შემდეგ იმავე წრიდან კიდევ ერთ ყმაწვილზე მოახდინა შთაბეჭდილება დადებითმა ცვლილებებმა, რომლებსაც მისი მეგობრები ავლენდნენ და არც თუ დიდი ხნის შემდეგ მანაც მოინდომა ბიბლიის შესწავლა.
შემდეგ ბიბლიის შესწავლა დაიწყო, იმავე წრიდან ახალგაზრდა მუსიკოსმა, გილბერტმა. მისი მშობლები კიბოთი მოკვდნენ, ამიტომ აღდგომის შესახებ ბიბლიურმა იმედმა მას ნუგეში მოუტანა (იოანე 5:28,29). ის სარგებლობდა მარიხუანით, ეწეოდა აღვირახსნილ ცხოვრებას და ოცნებობდა გამხდარიყო როკ-ვარსკვლავი.
მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში მან მიაღწია კარგ სულიერ წარმატებებს და მალე გადაწყვიტა გამხდარიყო იეჰოვას მოწმე. ბოლოს და ბოლოს ესპენის უმცროსმა ძმამაც დაიწყო ბიბლიის გამოკვლევა და იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა.
ბიბლიური ჭეშმარიტება ცვლის ცხოვრებას
დიდად შეიცვალნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც წინათ უგემოვნოდ იცვამდნენ, დადიოდნენ დაუვარცხნელი თმებით და ჩათრეულნი იყვნენ ნარკომანიაში, ქურდობასა და სხვა სახის დანაშაოლობაში. ახლა ანეტა სასუფევლის კარგი მაუწყებელია და დაახლოვებით ერთი წელია, რაც პიონერად მსახურობს. ესპენი და გილბერტი მსახურობდნენ დამხმარე პიონერებად და ასევე სამსახურებრივი თანაშემწეებიც არიან. ორივენი დაქორწინდნენ თანაქრისტიანებზე. თავიანთი კრებიდან სხვა ოთხი ახალგაზრდაც, მათი ყოფილი წრიდან, სასუფევლის გულმოდგინე მაუწყებელია.
რა შეიძლება ითქვას ოთხთვიან პატიმრობაზე, რომელიც ესპენს უნდა მოეხადა? ცხოვრებაში შეცვლის გამო, მისი სასჯელიც შეიცვალა — მას 80 საათი უნდა ემუშავა საზოგადოებრივ სამსახურში. პოლიციისა და სხვათა თანხმობით, მან ეს საათები გაატარა იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ სამეფო დარბაზში სამუშაოზე. პოლიცია ძალიან კმაყოფილი იყო ასეთი ღონისძიებით.
დიახ, დანაშაულებრივი წარსული აქვს მთელ მსოფლიოში ბევრ სხვა ახალგაზრდასაც. მაგრამ ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტებამ პასუხი გასცა მათ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებზე და მისცა მომავლის მტკიცე იმედი. ამის შემდეგ ისინი მეტად აღარ არიან დამნაშავენი და ნარკომანები და აღარც უსუფთაოდ იცვამენ. შეცვალეს თავიანთი ცხოვრების სახე და დაემსგავსნენ იმ ადამიანებს, — ახალგაზრდა, სასიამოვნო და აქტიურ მოწმეებს, — რომელთა შესახებაც დასაწყისში იყო ნათქვამი. მათ სურთ გააცნონ სხვებს ბიბლიაში მოცემული რჩევა, თუ როგორ გადაწყვიტონ ხანგრძლივი პრობლემა, რომელიც დღეს მრავალ ახალგაზრდას აწუხებს. (ნახე 1 კორინთელთა 6:9–11.)