ღვთისმოსაწონი მორჩილება — რატომ და ვისი მხრიდან?
„ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არა არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
1. დამოუკიდებლობის როგორი ფორმებია საყოველთაოდ დაფასებული?
დამოუკიდებლობის დეკლარაცია — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანური დოკუმენტია; ამ დოკუმენტის მეშვეობით XVIII საუკუნეში 13-მა ბრიტანულმა კოლონიამ ჩრდილოეთ ამერიკაში გამოაცხადა დამოუკიდებლობა ბრიტანეთის მეტროპოლიისაგან. მათ სურდათ თავისუფლება, ხოლო დამოუკიდებლობა და თავისუფლება ხელიხელჩაკიდებულნი არიან. პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა შეიძლება იყოს უდიდესი უპირატესობა. ბოლო დროს აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ წინ წაიწია პოლიტიკური დამოუკიდებლობისაკენ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთმა დამოუკიდებლობამ ამ ქვეყანაში თან მოიტანა ბევრი სერიოზული პრობლემა.
2, 3. ა) დამოუკიდებლობის რომელი ფორმაა არასასურველი? ბ) თავდაპირველად როგორ იყო ახსნილი ეს ფაქტი?
2 როგორი სასურველიც არ უნდა იყოს დამოუკიდებლობის სხვადასხვა ფორმა, არსებობს დამოუკიდებლობის ერთი არასასურველი ფორმა. რომელი? შემოქმედი იეჰოვა ღმერთისაგან ადამიანის დამოუკიდებლობა. ასეთი დამოუკიდებლობა არის წყევლა და არა კურთხევა. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი არა ყოფილა ისეთი ჩანაფიქრით შექმნილი, რომ ემოქმედა თავისი შემოქმედისაგან დამოუკიდებლად, როგორც ეს კარგად არის ნაჩვენები იერემია წინასწარმეტყველის მიერ, ზემოთ მოყვანილ სიტყვებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი შექმნილი იყო ისე, რომ დამორჩილებოდა თავის შემოქმედს. ჩვენი შემოქმედისადმი მორჩილება კი ნიშნავს მოსმენას.
3 ამ ფაქტის შესახებ იეჰოვას აღთქმა, რომელიც ჩაწერილია დაბადება 2:16, 17 მუხლებში, გააფრთხილა ადამიანთა პირველი წყვილი: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ მოკვდები“. შემოქმედისადმი მორჩილებაზე უარის თქმამ ადამსა და მის შთამომავლობას მოუტანა ცოდვა, ტანჯვა-წამება და სიკვდილი (დაბადება 3:19; რომაელთა 5:12).
4, 5. ა) რა მოხდა იმის გამო, რომ ადამიანებმა უარი თქვეს დამორჩილებოდნენ ღმერთს? ბ) რომელი ზნეობრივი კანონია გარდაუვალი?
4 არაგონივრულად და არასამართლიანად იქცევიან ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ დაემორჩილონ ღმერთს. ღმერთისადმი ასეთი დამოუკიდებლობის შედეგად დღეს საყოველთაოდ გავრცელდა უკანონობა, დანაშაულობა, ძალადობა და სექსუალური უზნეობა თავისი ნაყოფებით — სასქესო კავშირის გზით გადაცემული დაავადებებით. გარდა ამისა, ნუთუ არ აიხსნება დღეს ბავშვთა მიერ ჩადენილი ხშირი დანაშაულობა იმით, რომ ისინი უარს ამბობენ დაემორჩილონ იეჰოვას, აგრეთვე მშობლებსა და ქვეყნის კანონებს? დამოუკიდებლობის ეს სული მრავალ პიროვნებაში გამოხატულია უჩვეულო ჩაცმულობით, ულაზათო მანერითა და მათ მიერ გამოყენებული ღვთისსაგმობი ენით.
5 მაგრამ ვერავინ გაექცევა შემოქმედის მიერ დადგენილ გარდუვალ ზნეობრივ კანონს: „ნუ მოტყუვდებით, ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან კაცი რასაც დათესავს, იმას მოიმკის. ვინც თავისი ხორცისათვის თესავს, ხორცისაგან მოიმკის გახრწნას“. (გალატელთა 6:7, 8).
6, 7. რის საფუძველზე უარყოფენ ადამიანები მორჩილებას და რომელი მაგალითებიდან ჩანს ეს?
6 რის საფუძველზე უაყოფენ ადამიანები მორჩილებას? უბრალოდ რომ ვთქვათ, ეგოიზმისა და სიამაყის გამო. ამიტომ პირველმა დედაკაცმა, ევამ, ნება დართო გველს მოეტყუებინა ის და შეჭამა აკრძალული ნაყოფი. ევა რომ მოკრძალებული და თავმდაბალი ყოფილიყო, მაშინ ეშმაკი ვერ აცდუნებდა მას, გამხდარიყო ღმერთის მსგავსი — თავად გადაეწყვიტა, რა არის კეთილი და რა — ბოროტი. ასევე, ევა რომ ეგოისტი არ ყოფილიყო, მაშინ არ მოისურვებდა იმას, რაც შემოქმედი იეჰოვა ღმერთისაგან აშკარად აკრძალული იყო (დაბადება 2:16,17).
7 ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ სიამაყემ და ეგოიზმმა აღძრა კაენი მოეკლა თავისი ძმა აბელი. ეგოიზმმა აგრეთვე ზოგიერთი ანგელოზიც აღძრა ემოქმედათ ღმერთისაგან დამოუკიდებლად: მათ მიატოვეს თავიანთი პირვანდელი მდგომარეობა და მიიღეს მატერიალური სხეული, რომ დაეკმაყოფილებინათ გრძნობები. სიამაყისა და ეგოიზმის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებოდა ნებროთი, და იმ დროიდან ეს თვისებები ახასიათებს ქვეყნიური მმართველების უმეტეს ნაწილს (დაბადება 3:6,7; 4:6–8; 1 იოანე 3:12; იუდა 6).
რატომ ვართ ვალდებულნი დავემორჩილოთ იეჰოვა ღმერთს
8–11. რომელი ოთხი მიზეზით შეგვიძლია დავემორჩილთ ღმერთს?
8 რატომ ვართ ვალდებულნი დავემორჩილოთ შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს? პირველ რიგში იმიტომ, რომ ის — უნივერსალური სუვერენია. მთელი ძალაუფლება სამართლიანად ეკუთვნის მას. იეჰოვა — ჩვენი მსაჯული, კანონმდებელი და ჩვენი მეფეა (ესაია 33:22). მის შესახებ სამართლიანად დაიწერა: „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“ (ებრაელთა 4:13).
9 უფრო მეტიც, იმის გამო, რომ ჩვენი შემოქმედი ყოვლისშემძლეა, მის წინააღმდეგ ვერავინ მოიპოვებს წარმატებას; ვერავინ უარყოფს თავის მოვალეობას დაემორჩილოს იეჰოვას. ადრე თუ გვიან, ის, ვინც უარს აცხადებს მორჩილებაზე, განადგურდება ისე, როგორც ფარაონი იყო განადგურებული ძველ დროში და როგორც სატანა-ეშმაკი იქნება განადგურებული ღმერთის მიერ დანიშნულ დროს (ფსალმუნი 135:1, 11–15; გამოცხადება 11:17; 20:10, 14).
10 მორჩილება — ეს ყოველი გონიერი ქმნილების მოვალეობაა, ვინაიდან ისინი იმისათვის არსებობენ, რომ ემსახურონ თავიანთ შემოქმედს. გამოცხადება 4:11, ნათქვამია: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და იქმნენ“. იეჰოვა დიდი მექოთნეა და ის მოქმედებს ისე, რომ ადამიანური ჭურჭლები ემსახურებოდნენ მის განზრახვებს (ესაია 29:16; 64:8).
11 მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჩვენი შემოქმედი ყოვლადბრძენია და იცის, თუ რა არის ჩვენთვის უკეთესი (რომაელთა 11:33). მისი კანონები ჩვენს „სასიკეთოდ“ მოქმედებს (მეორე რჯული 10:12,13). ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ „ღმერთი სიყვარულია“ და ამიტომ მას ჩვენთვის მხოლოდ ყოველივე საუკეთესო სურს. როგორც ვხედავთ, ბევრი აღმძვრელი მიზეზი არსებობს დავემორჩილოთ ჩვენს შემქმნელს, იეჰოვა ღმერთს! (1 იოანე 4:8).
იესო ქრისტე — ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების სრულყოფილი მაგალითი
12, 13. ა) როგორ ავლენდა იესო ქრისტე ღმერთის მოსაწონ მორჩილებას? ბ) რომელი სიტყვები მეტყველებენ იესო ქრისტეს თავმდაბლურ პოზიციაზე?
12 უეჭველად, იეჰოვას მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, წარმოადგენს ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების სრულყოფილ მაგალითს. პავლე მოციქული ამას ხაზს უსვამს ფილიპელთა 2:6–8-ში: „[იესო], თუმცა ღმერთის ხატება იყო, მტაცებლობად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას. არამედ დაიძაბუნა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა“. დედამიწაზე ყოფნისას იესოს არაერთხელ უთქვამს, რომ არაფერს აკეთებს თავისი საკუთარი ინიციატივით; ის დამოუკიდებლად არ მოქმედებდა, არამედ ყოველთვის ემორჩილებოდა თავის ზეციერ მამას.
13 იოანე 5:19,30 მუხლებში ჩვენ ვკითხულობთ: „იესომ უპასუხა მათ და უთხრა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, ძეს თვითონ არაფრის შექმნა არ შეუძლია, თუ არ იხილავს, მამას მქმნელს, რადგან რასაც ქმნის იგი, ძეც ასევე ქმნის იმას. ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე ვასამართლებ და ჩემი სასამართლო სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი წარმომგზავნელის ნებას“. ხოლო იმ ღამეს, როცა გასცა იგი მისმა ერთ-ერთმა მოციქულმა, იესო სულ ხელახლა ლოცულობდა: „არა როგორც მე მინდა, არამედ, როგორც შენ“ (მათე 26:29,42,44; იხილე ასევე იოანე 7:28; 8:28,42).
ღვთისმოსაწონი მორჩილების ადრინდელი მაგალითები
14. რა საკითხებში გამოავლინა ნოემ ღმერთისადმი მოსაწონი მორჩილება?
14 რაც შეეხება ღმერთისათვის მოსაწონ მორჩილებას, ნოე — ადამიანთა შორის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. მან სამ რამეში გამოავლინა მორჩილება. პირველი ის, რომ ნოე იყო მართალი ადამიანი, უმწიკვლო თავის მოდგმაში და დადიოდა ღმერთის ჭეშმარიტებით (დაბადება 6:9). მეორე ის, რომ მან ააშენა კიდობანი. „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა“ (დაბადება 6:22). მესამე ის, რომ იგი, როგორც „სიმართლის მქადაგებელი“, აფრთხილებდა ყველას მოახლოვებული წარღვნის შესახებ (2 პეტრე 2:5).
15, 16. ა) ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების რომელი მაგალითი მოგვცა აბრაამმა? ბ) როგორ ავლენდა მორჩილებას სარა?
15 ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი იყო აბრაამი. მან გამოიჩინა მორჩილება მაშინ, როცა ყური დაუგდო ღმერთის მითითებას: „წადი შენი ქვეყნიდან“ (დაბადება 12:1). ეს ნიშნავდა მიეტოვებინა კეთილმოწყობილობა ურში (რომელიც არქეოლოგიური გათხრების მითითებით, არც თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ქალაქი იყო), რათა ასი წელი ეხეტიალა უცხო ქვეყანაში. აბრაამმა ღმერთის მოსაწონი მორჩილება განსაკუთრებით მაშინ გამოავლინა, როცა შეხვდა უჩვეულო გამოცდას — ყოფილიყო მზად მსხვერპლად გაეღო თავისი ძე, ისააკი (დაბადება 22:1–12).
16 ღმერთისათვის მოსაწონ მორჩილებაში კიდევ ერთ მშვენიერ მაგალითს გვაძლევს აბრაამის ცოლი, სარა. რასაკვირველია, ბევრი პრობლემა ახლდა უცხო ქვეყანაში ხეტიალს, მაგრამ ჩვენ არსად ვკითხულობთ მის ჩივილს. ხოლო როცა აბრაამმა ორჯერ გადასცა წარმართ ხელისუფალთ სარა, როგორც თავისი და, სარა აღმოჩნდა ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების მშვენიერი მაგალითი. ორივე შემთხვევაში მან მხარი დაუჭირა თავის ქმარს, თუმცა ის საშიშროების ქვეშ იმყოფებოდა, რომ გამხდარიყო ხარჭა ჰარამხანაში. ღმერთისადმი მოსაწონ მორჩილებაზე მეტყველებს სხვა რამეც: მაგალითად, ის თავის ქმარს, აბრაამს „ჩემს ბატონს“ უწოდებდა და ამით უჩვენებდა თავისი გულის ჭეშმარიტ განწყობილებას (დაბადება 12:11–20; 18:12; 20:2–18; 1 პეტრე 3:6).
17. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ისააკმა გამოიჩინა ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილება?
17 აბრაამის ძე, ისააკის მიერ, ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების მაგალითსაც ნუ დავტოვებთ დაუფასებელს. იუდეველთა გადმოცემა იმაზე მიუთითებს, რომ ისააკი 25 წლის იყო, როცა იეჰოვამ უთხრა აბრაამს, მსხვერპლად შეეწირა თავისი ძე. ისააკს რომ სურვილი ჰქონოდა, შეეძლო გაქცეოდა ასი წლით მამამისს — აბრაამს, რომელსაც ის მსხვერპლად უნდა შეეწირა, მაგრამ მან არ გააკეთა ეს. ისააკი გაოცებული იყო, თუ რატომ არ იწირებოდა ცხოველი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მთელი არსებით დაემორჩილა მამას, როცა მან თავისი ძე მოათავსა სამსხვერპლოზე და შეუკრა ხელ-ფეხი, იმ ნებისმიერი უნებლიე მოქმედების აღსაკვეთად, რომელიც შეიძლებოდა გამოეწვია დანით მკვლელობას (დაბადება 22:7–9).
18. როგორ გამოავლინა მოსემ ღმერთისათვის მოსაწონი სამაგალითო მორჩილება?
18 მოგვიანებით, მოსემ წარმოგვიდგინა ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების ბრწყინვალე მაგალითი. ეს თვალნათლივ ჩანს ბიბლიიდან: „მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე“ (რიცხვნი 12:3). მოსე 40 წელი მორჩილად ასრულებდა იეჰოვას მითითებებს. ამასთანავე, ზედამხედველობას უწევდა რიცხობრივად ორ თუ სამ მილიონიან მეამბოხე ხალხს. ყოველივე ეს მოწმობს ღმერთისათვის მოსაწონ მორჩილებაზე. ცნობა მოსეს შასახებ იუწყება, რომ „ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს, ასე გააკეთა“ (გამოსვლა 40:16).
19. რომელი სიტყვებით გამოხატა იობმა იეჰოვასადმი მორჩილება?
19 იობი იყო კიდევ ერთი გამოჩენილი პიროვნება, რომელმაც მოგვცა ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების შესანიშნავი მაგალითი. იმის შემდეგ, რაც იეჰოვამ ნება დართო სატანას გაენადგურებინა იობის მთელი ქონება, მოეკლა მისი შვილები და შემდეგ „შეეყარა იობისათვის საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე“, ცოლმა უთხრა იობს: „ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ მაგრამ იობმა გამოავლინა ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილება და უთხრა მას: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა!“ (იობი 2:7–10). ხოლო იობი 13:15 ჩაწერილი სიტყვები ასეთ გონება-განწყობილებას გამოხატავენ: „კიდეც რომ მომკლას, მასზედ ვარ დანდობილი“. თუმცა, იობი თავისი საკუთარი გამართლებისათვის იბრძოდა, მაგრამ ჩვენ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის, რაც საბოლოოდ იეჰოვამ უთხრა იობის ერთ-ერთ ვითომდა ნუგეშისმცემელს: „აინთო ჩემი რისხვა შენს მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე“. უეჭველად, იობი წარმოადგენს ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების მშვენიერ მაგალითს (იობი 42:7).
20. რა საკითხებში გამოავლინა დავითმა ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილება?
20 კიდევ ერთი მაგალითი გავიხსენოთ ებრაული წერილებიდან — დავითის მაგალითი. როცა მეფე საული დევნიდა დავითს, როგორც მხეცს. მას ორჯერ მიეცა საშუალება მოეკლა საული და ამით დაესრულებინა თავისი განსაცდელი. მაგრამ ღმერთისადმი მოსაწონმა მორჩილებამ შეაჩერა დავითი ამ საქმისაგან. მისი სიტყვები ჩაწერილია 1 მეფეთა 24:7 „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი“. (იხილე ასევე 1 მეფეთა 26:9–11.) დავითი ღმერთისათვის მოსაწონ მორჩილებას იმითაც ავლენდა, რომ იღებდა გაკიცხვას, როცა დაუშვებდა შეცდომებს და სცოდავდა (2 მეფეთა 12:13; 24:17; პირველი ნეშტთა 15:13).
პავლეს მაგალითი მორჩილებასთან დაკავშირებით
21–23. რომელი სხვადასხვა ვითარების დროს გამოავლინა პავლე მოციქულმა ღმერთისადმი მოსაწონი მორჩილება?
21 ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთისმოსაწონი მორჩილების ღირსშესანიშნავი მაგალითია მოციქული პავლე. ისევე, როგორც ამ საკითხში, სამოციქულო მსახურების სხვა სფეროებშიც მოციქული ბაძავდა თავის დამრიგებელს, იესო ქრისტეს (1 კორინთელთა 11:1). თუმცა, იეჰოვა ღმერთმა სხვა მოციქულებთან შედარებით ის გაციდებით უფრო მეტად გამოიყენა, მაგრამ პავლეს დამოუკიდებლად არასოდეს არ უმოქმედია. ლუკა გვატყობინებს, რომ მაშინ, როცა წამოიჭრა მოციქულ წარმართთა წინადაცვეთის საკითხი „განუსაზღვრეს [ანტიოქიელმა ძმებმა] პავლეს, ბარნაბას და ზოგიერთ სხვას მათგან ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმს მოციქულებთან და უხუცესებთან“ (საქმე 15:2).
22 პავლეს მისიონერული მოღვაწეობის შესახებ ჩვენ ვიგებთ გალატელთა 2:9-დან: „როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომლებიც სვეტებად ითვლებოდნენ, მოგვცეს მე და ბარნაბას მოზიარეობის მარჯვენა, რომ ჩვენ წავსულიყავით წარმართებთან, ისინი კი წინადაცვეთილებთან“. პავლე არ მოქმედებდა დამოუკიდებლად, არამედ ეძებდა ხელმძღვანელობას.
23 ასევე, ზუსტად მაშინ, როცა პავლე უკანასკნელად იყო იერუსალიმში, მან უხუცესებისაგან მიიღო რჩევა, ტაძარში შესვლასა და რჯულის კანონით გათვალისწინებული წეს-ჩვეულებების დაცვასთან დაკავშირებით, რათა ყველას შესძლებოდა იმის დანახვა, რომ ის არ იყო მოსეს რჯულიდან განდგომილი. ნუთუ შეცდომა იყო მისი მორჩილება უხუცებისადმი? არავითარ შემთხვევაში. ის ხომ ძლივს გადაურჩა მის წინააღმდეგ განწყობილ ხალხთა ბრბოს, როგორც ეს ჩანს საქმე 23:11 წარმოთქმული სიტყვებიდან: „მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: გამხნევდი, ვინაიდან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს დამოწმება“.
24. მორჩილების რომელი სხვა მხარეები იქნება განხილული შემდეგ სტატიაში?
24 საღვთო წერილს მოყავს მორჩილებაში ყოფნის დამაჯერებელი მიზეზები და იმ ადამიანთა გასაოცარი მაგალითები, რომლებმაც გამოიჩინეს ამგვარი მორჩილება. მომდევნო სტატიაში ჩვენ განვიხილავთ იეჰოვა ღმერთისადმი მორჩილების სხვადასხვა მხარეს, ასევე დახმარებას ამ მხრივ და იმ ჯილდოს, რომელიც მორჩილებას მოაქვს თან.
შენ როგორ უპასუხებდი?
◻ დამოუკიდებლობის რომელი ფორმაა არასასურველი?
◻ რის საფუძველზე უარყოფენ მორჩილებას?
◻ რომელი მიზეზების გამო გვევალება დავემორჩილოთ იეჰოვას?
◻ ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების რომელ მშვენიერ მაგალითებს გვთავაზობს საღვთო წერილი?
[სურათი 10 გვერდზე]
ნებროთი — წარღვნის შემდეგ პირველი მმართველი, რომელმაც უარი თქვა დამორჩილებოდა ღმერთს.
[სურათი 13 გვერდზე]
ნოე — ღვთისმოსაწონი მორჩილების უმწიკვლო მაგალითი (დაბადება 6:14, 22).