იმპერიები აღთქმულ მიწას იპყრობენ
სამარია, ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს დედაქალაქი, ძვ. წ. 740 წელს ასურელებმა დაიპყრეს. ასე ჩავარდა ისრაელი უმოწყალო მსოფლიო მპყრობლის ხელში. ასურეთი მესოპოტამიის დაბლობის ჩრდილოეთით მდებარეობდა, მდინარე ტიგროსის მახლობლად, რომელიც ერთ-ერთ დიდ მდინარედ ითვლება „კურთხეულ ნახევარმთვარეზე“. ასურეთის მთავარი ქალაქები, ნინევია და ქალახი, ნიმროდმა (ნებროთი) დააარსა (დბ. 10:8—12). სალმანასარ III-ის მეფობის პერიოდში ასურეთმა დასავლეთით გაიფართოვა საზღვრები: შეიერთა სირიის კარგი სარწყავი და ნაყოფიერი მიწები და ისრაელის ჩრდილოეთი ნაწილი.
მეფე ტიგლათფილესერ III-ის დროს, რომელიც ბიბლიაში სხვა სახელითაც, ფულადაც, არის მოხსენიებული, ასურეთმა შევიწროება დაუწყო ისრაელს. მისი საომარი ოპერაციები სამხრეთით მდებარე იუდასაც შეეხო (4მფ. 15:19; 16:5—18). დროთა განმავლობაში ასურეთის „ნიაღვრებმა“ იუდაში შეაღწია და, საბოლოოდ, მის დედაქალაქ იერუსალიმსაც მისწვდა (ეს. 8:5—8).
ასურეთის მეფე სინახერიბი ძვ. წ. 732 წელს იუდაში შეიჭრა (4მფ. 18:13, 14). მან ხელთ იგდო და გაძარცვა იუდას 46 ქალაქი, მათ შორის შეფელაში არსებული სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქალაქი, ლაქიში. როგორც რუკიდან ჩანს, ამით სინახერიბის მეომრებმა ალყაში მოაქციეს იერუსალიმი, იუდას დედაქალაქი. თავის ჩანაწერებში სინახერიბი იკვეხნიდა, რომ ეზეკია (ხიზკია) „ჩიტივით მოამწყვდია გალიაში“, თუმცა ასურელთა ისტორიულ მატეანეში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ სინახერიბის ლაშქარი ღვთის ანგელოზმა გაანადგურა (4მფ. 18:17—36; 19:35—37).
ასურეთის იმპერიის დღეები დათვლილი იყო. მიდიელებმა, რომლებიც დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე არსებულ მთიან პლატოზე ცხოვრობდნენ, ბრძოლა დაუწყეს ასურეთის დარჩენილ მეომრებს. ამან ასურელების მთელი ყურადღება გადაიტანა და მათ მხედველობიდან გამორჩათ დასავლეთით მდებარე პროვინციები, სადაც აჯანყებები ეწყობოდა. ამასობაში ბაბილონელები ისე მოძლიერდნენ, რომ ქალაქი აშურიც კი აიღეს. ძვ. წ. 632 წელს ბაბილონელებმა, მიდიელებმა და შავი ზღვის ჩრდილოეთით მცხოვრებმა სკვითებმა გაერთიანებული ძალებით ნინევია — „სისხლიანი ქალაქი“ — აიღეს. ასე შესრულდა ნაუმისა და სოფონიას წინასწარმეტყველებები (ნამ. 3:1; სფ. 2:13).
ასურეთის ბატონობას წერტილი ხარანთან დაესვა. მას შემდეგ, რაც ბაბილონელებმა გადამწყვეტი იერიში მიიტანეს ასურელებზე, ეს უკანასკნელნი ეგვიპტელთა დახმარების მოლოდინში, მტრის მოგერიებას ცდილობდნენ. მაგრამ მათ დასახმარებლად წამოსული ფარაონი ნეხაო (ნეგო), მეგიდოსთან იუდეის მეფის, იოშიას, მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა (2ნშ. 35:20). როცა ნეხაომ ხარანამდე ჩააღწია, ძალიან გვიანი იყო — ასურეთის იმპერია უკვე დაცემული იყო.
ბაბილონის იმპერია
რომელი ქალაქი გახსენდებათ, როდესაც გესმით გამოთქმა „დაკიდული ბაღები“? ბაბილონი, ამავე სახელწოდების მქონე მსოფლიო მპყრობლის დედაქალაქი. ბაბილონი ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში არწივის ფრთებიანი ლომით არის წარმოდგენილი (დნ. 7:4). ქალაქი ბაბილონი კარგად იყო ცნობილი სიმდიდრით, ვაჭრობით, რელიგიისა და ასტროლოგიის განვითარებით. იმპერიის ცენტრი სამხრეთ შუამდინარეთის ჭაობიან ადგილას მდებარეობდა, მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის. ქალაქი მდინარე ევფრატის ორივე მხარეზე იყო აშენებული და უზარმაზარი კედლები მას აუღებელს ხდიდა.
ბაბილონელებმა ჩრდილოეთ არაბეთის ქვიან უდაბნოზე სავაჭრო გზები გაიყვანეს. ერთი პერიოდი მეფე ნაბონიდი თემაში გადასახლდა და ბაბილონის მართვა ბელშაცარს დაავალა.
ბაბილონმა სამჯერ დალაშქრა ქანაანი. მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 625 წელს ნაბუქოდონოსორმა ეგვიპტელები ქარხემიშთან დაამარცხა, ბაბილონელებმა წინ წაიწიეს ხამათამდე, სადაც საბოლოოდ გაანადგურეს ბრძოლის ველიდან უკუქცეული ეგვიპტელები. ამის შემდეგ ბაბილონელები სანაპიროს ჩაუყვნენ ეგვიპტის ხევამდე და გზად აშკელონი გაანადგურეს (4მფ. 24:7; იერ. 47:5—7). ამ ლაშქრობის დროს იუდა ბაბილონის ვასალი გახდა (4მფ. 24:1).
იუდას მეფე იეჰოიაკიმი ძვ. წ. 618 წელს ბაბილონს აუჯანყდა. ბაბილონმა აჯანყების ჩასახშობად ახლომახლო მცხოვრები ხალხები გაგზავნა, ხოლო ბაბილონელთა ჯარებმა იერუსალიმს შემოარტყეს ალყა და აიღეს. მალევე მეფე ცედეკიამ (ციდკია) ეგვიპტესთან შეკრა კავშირი, რამაც ძალიან აღაშფოთა ბაბილონელები და იუდას წინააღმდეგ საშინელი რისხვით აანთო. ისინი კვლავ შეესივნენ იუდას და მისი ქალაქები მიწასთან გაასწორეს (იერ. 34:7). ბოლოს ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმს შეუტია და ძვ. წ. 607 წელს აიღო (2ნშ. 36:17—21; იერ. 39:10).
[რუკა 23 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ბაბილონის/ასურეთის იმპერიები
ასურეთის იმპერია
ბ4 მემფისი (ნოფი)
ბ4 ცოანი
ბ5 ეგვიპტე
გ2 კვიპროსი (ქითიმი)
გ3 სიდონი
გ3 ტვიროსი
გ3 მეგიდო
გ3 სამარია
გ4 იერუსალიმი
გ4 აშკელონი
გ4 ლაქიში
დ2 ხარანი
დ2 ქარხემიში
დ2 არფადი
დ2 ხამათი
დ3 რიბლა
დ3 სირია
დ3 დამასკო
ე2 გოზანი
ე2 შუამდინარეთი
ვ2 მინი
ვ2 ასურეთი
ვ2 ხორსაბადი
ვ2 ნინევია
ვ2 ქალახი
ვ2 ასური
ვ3 ბაბილონეთი
ვ3 ბაბილონი
ვ4 ქალდეა
ვ4 ერექი
ვ4 ური
ზ3 შუშანი
ზ4 ელამი
ბაბილონის იმპერია
გ3 სიდონი
გ3 ტვიროსი
გ3 მეგიდო
გ3 სამარია
გ4 იერუსალიმი
გ4 აშკელონი
გ4 ლაქიში
დ2 ხარანი
დ2 ქარხემიში
დ2 არფადი
დ2 ხამათი
დ3 რიბლა
დ3 სირია
დ3 დამასკო
დ5 თემა
ე2 გოზანი
ე2 შუამდინარეთი
ე4 არაბეთი
ვ2 მინი
ვ2 ასურეთი
ვ2 ხორსაბადი
ვ2 ნინევია
ვ2 ქალახი
ვ2 ასური
ვ3 ბაბილონეთი
ვ3 ბაბილონი
ვ4 ქალდეა
ვ4 ერექი
ვ4 ური
ზ3 შუშანი
ზ4 ელამი
[სხვა დასახლებები]
ზ2 მიდია
მთავარი გზები (იხილეთ პუბლიკაცია)
[წყლები]
ბ3 ხმელთაშუა ზღვა (დიდი ზღვა)
გ5 წითელი ზღვა
თ1 კასპიის ზღვა
თ5 სპარსეთის ყურე
[მდინარეები]
ბ5 ნილოსი
ე2 ევფრატი
ვ3 ტიგროსი
[სურათი 22 გვერდზე]
ლაქიშის გორა.
[სურათი 22 გვერდზე]
ძველი მეგიდოს მაკეტი.
[სურათი 23 გვერდზე]
სავარაუდოდ ასე გამოიყურებოდა ბაბილონის „დაკიდული ბაღები“.