იუდეველები საბერძნეთისა და რომის გავლენის ქვეშ
საბერძნეთის ტერიტორიის გაფართოება, რამაც ის მსოფლიო იმპერიად აქცია, მაკედონიის მთებიდან დაიწყო. ალექსანდრე მაკედონელმა ოცდაორი წლის ასაკში აღმოსავლეთით დაპყრობითი ომები წამოიწყო. ძვ. წ. 334 წელს მან თავის ჯართან ერთად გადაკვეთა ჰელესპონტი (დარდანელი), რომელიც ევროპას აზიისგან ჰყოფს. მარდი „ავაზის“ მსგავსად, ბერძნებმა ალექსანდრე მაკედონელის ხელმძღვანელობით სწრაფად დაიპყრეს რამდენიმე ქვეყანა (დნ. 7:6). ტროასთან ახლოს, მდინარე გრანიკოსთან ალექსანდრემ დაამარცხა სპარსელები, ქალაქ ისოსთან გამართულმა ბრძოლამ კი მას საბოლოო გამარჯვება მოუტანა.
ბერძნები სირიასა და ფინიკიაში შეიჭრნენ და შვიდთვიანი ალყის შემდეგ ქალაქი ტვიროსი აიღეს (ეზკ. 26:4, 12). ალექსანდრემ იერუსალიმს გვერდი აუარა და ღაზა დაიპყრო (ზქ. 9:5). ეგვიპტეში მან დააარსა ქალაქი ალექსანდრია, რომელიც სასწავლო და სავაჭრო ცენტრად იქცა. აღთქმული მიწის ხელახლა გადაკვეთისას, ნინევიის ნანგრევებთან ახლოს, გავგამელასთან, მაკედონელმა კიდევ ერთი, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა სპარსელებს.
ალექსანდრემ სამხრეთით გადაინაცვლა და ბაბილონი, შუშანი (სუსა) და პერსეპოლისი (სპარსეთის სატახტო ქალაქები) აიღო. შემდეგ სწრაფად გაიარა სპარსეთის სამფლობელო და მდინარე ინდამდე (ახლანდელი პაკისტანის ტერიტორია) მიაღწია. სულ რაღაც რვა წელიწადში ალექსანდრემ თითქმის მთლიანად დაიპყრო იმდროინდელი მსოფლიო. მაგრამ ძვ. წ. 323 წელს, 32 წლის ასაკში, ალექსანდრე მალარიით დაავადდა და ბაბილონში გარდაიცვალა (დნ. 8:8).
ელინიზმმა დიდი გავლენა მოახდინა აღთქმული მიწის მცხოვრებლებზე. ალექსანდრეს ჯარის ზოგიერთი მებრძოლი ამ ტერიტორიაზე დასახლდა. I საუკუნისთვის აქ არსებობდა ქალაქების კავშირი (დეკაპოლისი), რომლის მოსახლეობაც ბერძნულად ლაპარაკობდა (მთ. 4:25; მრ. 7:31). ბერძნულ ენაზე ითარგმნა ებრაული წერილები. კოინემ (საერთო ბერძნული), საერთაშორისო ენამ, დიდი როლი ითამაშა ქრისტიანული სწავლებების გავრცელებაში.
რომის იმპერია
რა ხდებოდა ამ დროს დასავლეთში? რომი, რომელიც მდინარე ტიბრთან მდებარე რამდენიმე სოფელს მოიცავდა, ძალებს იკრებდა. საბოლოოდ, კარგად ორგანიზებულმა საომარმა მანქანამ და ცენტრალიზებულმა პოლიტიკურმა სისტემამ რომის იმპერიას შესაძლებლობა მისცა, სწრაფად დაეპყრო ის ტერიტორიები, რომლებიც ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისმა ოთხმა მხედართმთავარმა დაინაწილა. ძვ. წ. 30 წლისთვის რომის იმპერია აშკარად მსოფლიო მპყრობელი იყო, რომელიც დანიელის ხილვაში აღწერილი ‘საშინელი მხეცის’ პირველი გამოვლინება იყო (დნ. 7:7).
რომის იმპერიამ თავისი საზღვრები ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე და ატლანტის ოკეანიდან სპარსეთის ყურემდე გადაჭიმა. იმის გამო, რომ იმპერიის ტერიტორია ხმელთაშუა ზღვის გარშემო იყო, რომაელები მას Mare Nostrum-ს (ჩვენი ზღვა) ეძახდნენ.
რომის გავლენას ვერც იუდეველები გადაურჩნენ, რომელთა ტერიტორიაც იმპერიას ეკუთვნოდა (მთ. 8:5—13; სქ. 10:1, 2). იესოს მონათვლა და სიკვდილი იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობის დროს მოხდა. ზოგი რომაელი მმართველი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს, თუმცა მათ ვერ შეძლეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ჩახშობა. 13 საუკუნის შემდეგ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა ჩრდილოეთიდან გერმანული ტომების, ხოლო აღმოსავლეთიდან მოთარეშე დამპყრობლების თავდასხმების შედეგად.
[რუკა 26 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
საბერძნეთის იმპერია
ალექსანდრეს შემდეგ უზარმაზარი იმპერია მისმა ოთხმა მხედართმთავარმა გაიყო.
▪ კასანდრე
▫ ლისიმაქე
○ პტოლემე I
• სელევკე I
ა2 ▪ საბერძნეთი
ა2 ▪ ათენი
ა2 ▪ აქაია
ა3 ○ კირენე
ა3 ○ ლიბია
ბ2 ▫ ბიზანტიონი
ბ3 ○ კვიპროსი
ბ4 ○ ნო-ამონი (თებე)
გ3 პალმირა (თადმორი)
გ3 ○ გერასა
გ3 ○ ფილადელფია
გ3 ○ იერუსალიმი
გ5 ○ სიენე
ზ2 • ალექსანდრია-მარგიანე
ალექსანდრეს ლაშქრობების გზა
ა2 ▪ მაკედონია
ა2 ▪ პელა
ა2 ▫ თრაკია
ბ2 ▫ ტროა
ბ2 ▫ სარდისი
ბ2 ▫ ეფესო
ბ2 ▫ გორდიონი
გ2 ▫ ანკარა
გ3 • ტარსოსი
გ3 • ისოსი
გ3 • ანტიოქია (სირიის)
გ3 ○ ტვიროსი
გ4 ○ ღაზა
ბ4 ○ ეგვიპტე
ბ4 ○ მემფისი
ბ4 ○ ალექსანდრია
ა4 ○ სივას ოაზისი
ბ4 ○ მემფისი
გ4 ○ ღაზა
გ3 ○ ტვიროსი
გ3 ○ დამასკო
გ3 • ჰალაბი
დ3 • ნისიბისი
დ3 • გავგამელა
დ3 • ბაბილონი
ე3 • შუშანი
ე4 • სპარსეთი
ე4 • პერსეპოლისი
ე4 • პასარგადე
ე3 • მიდია
ე3 • ეკბატანა
ე3 • რაგა
ე3 • ჰეკატომპოლისი
ვ3 • პართია
ზ3 • არია
ზ3 • ალექსანდრია-არიონი
ზ3 • ალექსანდრია-პროფთაზია
ვ4 • დრანგიანე
ზ4 • არაქოსია
ზ4 • ალექსანდრია-არაქოსია
თ3 • ქაბული
ზ3 • დრაფსაკა
თ3 • ალექსანდრია-ოქსიანე
ზ3 • დრაფსაკა
ზ3 • ბაქტრია
ზ3 • ბაქტრა
ზ2 • დერბენტი
ზ2 • სოგდიანე
ზ2 • მარაკანდა
ზ2 • ბუხარა
ზ2 • მარაკანდა
თ2 • ალექსანდრია-ესქატა
ზ2 • მარაკანდა
ზ2 • დერბენტი
ზ3 • ბაქტრა
ზ3 • ბაქტრია
ზ3 • დრაფსაკა
თ3 • ქაბული
თ3 • ტაქსილა
თ5 • ინდოეთი
თ4 • ალექსანდრია
ზ4 • გედროსია
ვ4 • პურა
ე4 • სპარსეთი
ვ4 • ალექსანდრია
ვ4 • კარმანია
ე4 • პასარგადე
ე4 • პერსეპოლისი
ე3 • შუშანი
დ3 • ბაბილონი
[სხვა დასახლებები]
ა3 კრეტა
დ4 არაბეთი
[წყლები]
ბ3 ხმელთაშუა ზღვა
გ5 წითელი ზღვა
ე4 სპარსეთის ყურე
ზ5 არაბეთის ზღვა
[მდინარეები]
ბ4 ნილოსი
დ3 ევფრატი
დ3 ტიგროსი
ზ4 ინდი
[რუკა 27 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
რომის იმპერია
ა1 ბრიტანეთი
ა3 ესპანეთი
ბ1 გერმანია
ბ2 გალია
ბ2 იტალია
ბ2 რომი
ბ3 კართაგენი
გ2 ილირია
გ3 საბერძნეთი
გ3 აქციუმი
გ3 კირენე
დ2 ბიზანტიონი (კონსტანტინოპოლი)
დ3 მცირე აზია
დ3 ეფესო
დ3 ჰალაბი
დ3 ანტიოქია (სირიის)
დ3 დამასკო
დ3 გერასა (იარაში)
დ3 იერუსალიმი
დ3 ალექსანდრია
დ4 ეგვიპტე
[წყლები]
ა2 ატლანტის ოკეანე
გ3 ხმელთაშუა ზღვა
დ2 შავი ზღვა
დ4 წითელი ზღვა
[სურათი 26 გვერდზე]
აღდგენის შემდეგ პტოლემე II-მ რაბას ფილადელფია უწოდა. შემორჩენილია რომის დიდი თეატრის ნანგრევები.
[სურათი 27 გვერდზე]
გერასა (იარაში), დეკაპოლისის ერთ-ერთი ქალაქი.
[სურათი 27 გვერდზე]
რომის იმპერიაში ასეთი გზები (სურათზე მოცემულია ჰალაბთან ახლოს მდებარე გზა) გაყვანილი იყო ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ქრისტიანები ამ გზებით დადიოდნენ და ბიბლიურ ჭეშმარიტებას ავრცელებდნენ.