მხეცები, სიმბოლური
უხსოვარი დროიდან ადამიანები აკვირდებიან ცხოველთა თავისებურებებსა თუ ქცევებს და სიმბოლური გაგებით უსადაგებენ ადამიანებს, ხალხებს, სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს. ბიბლიაში მსგავსი სიმბოლოები ხშირად არის გამოყენებული თვალსაჩინოებისთვის. ცხოველების სხვადასხვა თვისების სიმბოლურ მნიშვნელობაზე მაგალითები მოყვანილია თანდართულ ცხრილებში.
მხეცები — სახელმწიფოების სიმბოლოები. ბიბლიაში მოხსენიებულია რამდენიმე მსოფლიო იმპერია. სხვა ხალხების მსგავსად, ისინიც იყენებდნენ ცხოველებს სახელმწიფოს სიმბოლოებად. ეგვიპტურ სიმბოლიკაში გველს გამორჩეული ადგილი ჰქონდა. მაგალითად, ფარაონების თავსაბურავზე გამოსახული იყო ურეი, წმინდა ასპიტი, თუმცა ეგვიპტე, ისევე როგორც ასურეთი, ხარითაც იყო წარმოდგენილი. მიდია-სპარსეთის სიმბოლო იყო არწივი (მიდიელების ფარებზე გამოსახული იყო მთის არწივი; სპარსელებს კი შუბის თავზე ჰქონდათ არწივის გამოსახულება). ათენის სიმბოლო იყო ბუ, რომის კი — არწივი. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო გერბზე გამოსახულია ლომი, ხოლო შეერთებული შტატების გერბზე — არწივი. უძველესი დროიდან ჩინეთის სიმბოლოა დრაკონი.
„დანიელსა“ და „გამოცხადებაში“ მოხსენიებული მხეცები. ამ წიგნებში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მათში აღწერილი მხეცები ძლევამოსილ სამეფოებს ანუ სახელმწიფოებს წარმოადგენს (დნ. 7:6, 12, 23; 8:20—22; გმც. 16:10; 17:3, 9—12). ბიბლიური მონაკვეთებიდან ჩანს, რომ განსხვავებული გარეგნობის მიუხედავად, ამ პოლიტიკურ მხეცებს ზოგიერთი რამ აერთიანებთ. ყველანი ეწინააღმდეგებიან იმას, რომ ღმერთმა ადამიანებზე მესიის სამეფოს მეშვეობით იმმართველოს. ისინი აგრეთვე ეწინააღმდეგებიან ღვთის წმინდებს, ანუ ღმერთთან შეთანხმებით შეკრულ ხალხს, რომელიც თავიდან ისრაელი ერი იყო, შემდეგ კი ქრისტიანული კრება გახდა. კონკრეტულად მოხსენიებული მხეცები (მიდია-სპარსეთი და საბერძნეთი) მნიშვნელოვან მსოფლიო იმპერიებს განასახიერებდნენ, თუმცა სხვა მხეცების სიდიდე და მოქმედებები მიანიშნებს, რომ ისინიც საკმაოდ დიდი სამეფოების სიმბოლოები იყვნენ (აღსანიშნავია, რომ ვასალი სამეფოები ზოგიერთ შემთხვევაში რქებით არის წარმოდგენილი). ყველა მხეცი ძალიან აგრესიულია და თავის გავლენაში მყოფ ხალხებსა და ერებზე გაბატონებას ცდილობს (შდრ. დნ. 7:17, 18, 21; 8:9—11, 23, 24; გმც. 13:4—7, 15; 17:12—14).
ბევრი ბიბლეისტი მიიჩნევს, რომ დანიელის წიგნში მხეცების შესახებ ჩაწერილი ხილვების შესრულება იესო ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში დამთავრდა, როცა რომის იმპერია იყო გაბატონებული. თუმცა ამ წინასწარმეტყველებებიდან ნათლად ჩანს, რომ მათი შესრულება გაცილებით გვიანდელ პერიოდამდე გრძელდება. ბიბლიის თანახმად, სახეცვლილი მხეცები „განსაზღვრულ დრომდე“ ანუ აღსასრულის „დანიშნულ დრომდე“ იარსებებენ, როცა წმინდები დაეუფლებიან სამეფოს. ამ დროს მესია სამუდამოდ გაანადგურებს მხეცებს (დნ. 7:21—27; 8:19—25; შდრ. აგრეთვე გმც. 17:13, 14; 19:19, 20). ამასთან, იესო ქრისტემ არაორაზროვნად თქვა, რომ მესიის სამეფოს შეეწინააღმდეგებოდნენ აღსასრულამდე და მის მოწაფეებს, რომლებიც იმ დროს სამეფოს შესახებ იქადაგებდნენ, ყველა ხალხი შეიძულებდა (მთ. 24:3, 9—14). აქედან გამომდინარე, სახეცვლილი სიმბოლური მხეცების ვინაობის განსასაზღვრავად ვერ გამოვრიცხავთ ვერც ერთ ერს, განსაკუთრებით ჰეგემონ სახელმწიფოებს.
დანიელის ხილვა ზღვიდან ამომავალი მხეცების შესახებ. ეგვიპტისა და ასურეთის ბატონობის შემდეგ, ბაბილონის იმპერიის ბოლო წლებში, იეჰოვა ღმერთმა დანიელს ახილვინა დიდი ზღვიდან ამომავალი ოთხი უზარმაზარი მხეცი (დნ. 7:1—3). ესაიას 57:20-ში ღვთისგან გაუცხოებული ადამიანები ზღვას არიან შედარებული: „ბოროტები აღელვებულ ზღვასავით არიან, რომელიც ვერ წყნარდება და რომლის წყლებიც ზღვის წყალმცენარეებსა და ტალახს ატივტივებს“ (იხ. აგრეთვე გმც. 17:15).
ბევრი ბიბლეისტი ამ ხილვას დანიელის მეორე თავში აღწერილ უზარმაზარ ქანდაკებას უკავშირებს. მე-2 და მე-7 თავებს შორის არაერთი აშკარა მსგავსებაა. უზარმაზარი ქანდაკება ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება და მხეციც ოთხია. ქანდაკების აღწერა ძვირფასი ლითონით, ოქროთი იწყება, შემდეგ მოხსენიებული ლითონების ფასეულობა კი უფრო და უფრო ნაკლებია. მხეცების თანმიმდევრობა დიდებული ლომით იწყება. ორივე ხილვაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეოთხე ნაწილს, ანუ სამეფოს, რომელიც ყველაზე რთული შემადგენლობისაა, შეიცავს ახალ ელემენტებს და იქამდე განაგრძობს არსებობას, ვიდრე ღვთის მმართველობის წინააღმდეგობისთვის ღმერთი განაჩენს არ აღასრულებს მასზე.
მოკლედ აღვწეროთ ოთხივე მხეცი: არწივისფრთებიანმა ლომმა დაკარგა ფრთები და ადამიანის თვისებები შეიძინა. დათვი (ლომთან შედარებით მძიმე და ნაკლებად დიდებული ცხოველი) ბევრ ხორცს ჭამდა. ოთხთავიან ჯიქს ოთხი ფრთა ჰქონდა, რაც მეტ სისწრაფეს სძენდა. მეოთხე მხეცი არც ერთ ცხოველს არ ჰგავდა. ის მეტისმეტად ძლიერი იყო, ჰქონდა რკინის დიდი კბილები, ათი რქა და მომცრო რქა თვალებითა და ამპარტავნულად მოლაპარაკე პირით. მე-7 თავის დიდი ნაწილი ეთმობა მეოთხე მხეცსა და მის უჩვეულო რქას. არც ერთი მხეცი არ ჰგავდა ერთმანეთს, თუმცა ყველაზე განსხვავებული მაინც მეოთხე მხეცი იყო (დნ. 7:3—8, 11, 12, 15—26).
ძვ. წ. მეშვიდე საუკუნის მიწურულს ახლო აღმოსავლეთზე ბაბილონი გაბატონდა. ბაბილონის სამეფომ სწრაფად დაიპყრო სირია და პალესტინა, დაამხო იუდას სამეფო და ბოლო მოუღო დავითის სამეფო დინასტიას, რომლის მეფეებიც იერუსალიმში იეჰოვას დიდებულ ტახტზე ისხდნენ (1მტ. 29:23). აღსანიშნავია, რომ იერემიამ იუდას მოახლოებულ განადგურებაზე წინასწარმეტყველებისას დამპყრობელი ბაბილონი ტევრიდან გამოსულ ლომს შეადარა (იერ. 4:5—7; შდრ. 50:17). იერუსალიმის დაცემის შემდეგ იერემიამ თქვა, რომ ბაბილონის მეომრები „არწივებზე სწრაფები“ იყვნენ, როცა იუდეველებს დევნიდნენ (გდ. 4:19). ისტორიიდან ჩანს, რომ ერთ დროს ეგვიპტემდე საზღვრებგაფართოებულმა ბაბილონმა შეწყვიტა დაპყრობით ომები და იმპერიის ბოლო წლებში ბაბილონის მმართველები წინანდელი აგრესიულობით აღარ გამოირჩეოდნენ.
ბაბილონი მიდია-სპარსეთის სამეფომ დაამარცხა, რომლის ცენტრალური ნაწილიც შუამდინარეთის დაბლობის აღმოსავლეთით მთაგორიან მხარეში იყო. მიდია-სპარსეთის იმპერია საკმაოდ განსხვავდებოდა ბაბილონის სემიტური იმპერიისგან, რადგან ის ახლო აღმოსავლეთზე გაბატონებული პირველი იაფეთური (ინდოევროპული) სახელმწიფო იყო. მიუხედავად იმისა, რომ იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ, ისინი კვლავ მიდია-სპარსეთის უღელქვეშ რჩებოდნენ (ნემ. 9:36, 37). ეს იმპერია ბაბილონზე ხარბად იპყრობდა ახალ ტერიტორიებს და თავისი საზღვრები „ინდოეთიდან ეთიოპიამდე“ გააფართოვა (ესთ. 1:1).
ბერძნული ჯარები ალექსანდრე მაკედონელის მეთაურობით ელვის სისწრაფით იპყრობდა ქვეყნებს, რითაც ბოლო მოეღო მიდია-სპარსეთის ბატონობას. მის მიერ რამდენიმე წელიწადში შექმნილი იმპერია მოიცავდა ევროპის, აზიისა და აფრიკის ნაწილს. ეს იყო ევროპაში აღმოცენებული პირველი მსოფლიო იმპერია. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისმა მხედართმთავრებმა იმპერიაზე ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლა დაიწყეს. საბოლოოდ ის ოთხმა მათგანმა გაინაწილა. პალესტინის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს ეცილებოდნენ სელევკიდებისა და პტოლემეების დინასტიები.
საბერძნეთის იმპერია საბოლოოდ რომმა დაამარცხა. რომის იმპერია წინამორბედ იმპერიებთან შედარებით უფრო დიდი იყო (ტერიტორია მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთს და საბოლოოდ ბრიტანეთის კუნძულებსაც მოიცავდა). ამასთან, რომი გამოირჩეოდა ძლიერი და კარგად გაწვრთნილი ჯარით და მისი სამართალი იმპერიის შორეულ პროვინციებშიც კი მკაცრად სრულდებოდა. რომი აგრეთვე იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მესია, იესო ქრისტე სიკვდილით დასაჯა და რომელიც ადრინდელ ქრისტიანულ კრებას დევნიდა. ამის შემდეგ იმპერიამ ამა თუ იმ წყობით თითქმის ათას წელს გასტანა, საბოლოოდ კი არაერთ სახელმწიფოდ დაიშალა, რომელთა შორისაც ბრიტანეთი წამყვანი სახელმწიფო გახდა.
ისტორიკოსი ჰ. ჯ. უელსი რომის იმპერიის თავისებურებებზე საინტერესო კომენტარს აკეთებს: „რომის ახალი იმპერია, რომელიც ახ. წ. I-II საუკუნეებში დასავლეთზე გაბატონდა, ცივილიზებულ სამყაროში ოდესმე არსებული უდიდესი იმპერიებისგან მრავალმხრივ გამოირჩეოდა. თავიდან ის არც მონარქიული სახელმწიფო იყო და არც რომელიმე ძლევამოსილი დამპყრობლის მიერ დაარსებული იმპერია ... ის იყო პირველი რესპუბლიკური იმპერია, რომელიც განადგურებას გადაურჩა და განვითარების ახალ სტადიებზე გადავიდა ... მის მკვიდრთა შორის ნაკლებად იყო სემიტურ-ქამიტური წარმოშობის ხალხი, ვიდრე მანამდე არსებულ რომელიმე იმპერიაში ... მან სიახლე შეიტანა ისტორიაში. ის იყო გაფართოებული ინდოევროპული რესპუბლიკა ... მუდმივად იცვლებოდა და ვერ აღწევდა სტაბილურობას. გარკვეულწილად, [მართვის] ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. ის დღემდე შეუსრულებელი რჩება, რადგან ევროპა და ამერიკა დღემდე ცდილობენ მსოფლიო მართვის იმ ამოცანების გადაჭრას, რომლებიც პირველად რომაელი ხალხის წინაშე დადგა“ (The Pocket History of the World, 1943, გვ. 149—151).
ვერძი და ვაცი. დანიელის ზემოთ მოხსენიებული ხილვიდან ორი წლის შემდეგ (დნ. 8:1) ხილვაში ნანახი ორი სიმბოლური მხეცის ვინაობა დაკონკრეტებულია. ორრქიანი ვერძით წარმოდგენილია მიდია-სპარსეთი. ერთი რქა, რომელიც მეორეზე გრძელი იყო, მოგვიანებით ამოვიდა. ისტორიიდან ჩანს, რომ თავიდან მიდიელები უფრო ძლიერები იყვნენ, მოგვიანებით კი სპარსელებმა მოიპოვეს პირველობა, თუმცა ორივე ერი კვლავ ერთ იმპერიად იყო გაერთიანებული. ვაცი, რომელიც მთელი დედამიწის პირზე სწრაფად მოძრაობდა, წარმოადგენდა საბერძნეთის იმპერიას (დნ. 8:3—8, 20, 21). ამ წინასწარმეტყველური ხილვიდან ჩანს, რომ პირველ მეფეს წარმოადგენდა ვაცის თვალებს შორის ამოსული „დიდი რქა“, რომელიც ვაცის გაძლიერებისთანავე მოტყდა და ოთხ შედარებით სუსტ სამეფოდ დაიშალა (დნ. 8:5, 8, 21, 22). ალექსანდრეს მიერ მიდია-სპარსეთის სწრაფ დაპყრობასა და ოთხი მხედართმთავრის მიერ მისი სამეფოს განაწილებაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
აღსანიშნავია, რომ ერთი და იმავე ერის ან მისი მმართველების სიმბოლოდ შეიძლება სხვა წინასწარმეტყველებებში სხვა ცხოველი იყოს გამოყენებული. მაგალითად, იერემიას 50:17-ში ასურეთისა და ბაბილონის მეფეები წარმოდგენილია ლომებად, ეზეკიელის 17:3—17-ში კი ბაბილონისა და ეგვიპტის მმართველების სიმბოლოდ გამოყენებულია დიდი არწივები. სხვაგან ეზეკიელი ეგვიპტის ფარაონს ნილოსის არხში გაწოლილ „ზღვის დიდ ურჩხულთან“ აიგივებს (ეზკ. 29:3). ის ფაქტი, რომ მიდია-სპარსეთი და საბერძნეთი დანიელის მე-8 თავში ჩაწერილ ხილვაში კონკრეტული სიმბოლოებით არის წარმოდგენილი, არ გამორიცხავს, რომ უფრო ადრინდელ ხილვებში (დნ. 7) ან გვიანდელ წინასწარმეტყველებებში ისინი სხვა სიმბოლოებითაც შეიძლებოდა წარმოდგენილიყო.
ზღვიდან ამოსული შვიდთავიანი მხეცი. მოციქული იოანეს ხილვაში, რომელიც ჩაწერილია გამოცხადების მე-13 თავში, ზღვიდან ამოვიდა შვიდთავიანი, ათრქიანი ჯიქის მსგავსი მხეცი, რომელსაც ფეხები დათვის ფეხებს უგავდა, პირი კი — ლომის ხახას. ამგვარად, მასში გაერთიანებულია დანიელის ხილვაში ნანახი ოთხი მხეცის რამდენიმე სიმბოლო. დრაკონი, რომელიც გამოცხადების 12:9-ის თანახმად სატანა ეშმაკია, მხეცს თავის ძალასა და ძალაუფლებას აძლევს (გმც. 13:1, 2). ამ მხეცის შვიდი თავი (ათი რქით) განასხვავებს მას დანიელის ხილვაში აღწერილი მხეცებისგან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ციფრი შვიდი (აგრეთვე ათი) ბიბლიაში სისრულის სიმბოლოდ გამოიყენება (იხ. რიცხვები, ციფრები). ის შეესაბამება მხეცის გავლენის მასშტაბებს, რადგან ის ერთ ხალხზე ან ხალხების ჯგუფზე კი არ ბატონობს, არამედ „ყოველ ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე“ (გმც. 13:7, 8; შდრ. 16:13, 14). ბიბლიის ერთ ლექსიკონში ამის შესახებ ნათქვამია: „ამ მხეცებიდან პირველში [გმც., თ. 13] გაერთიანებულია დანიელის ხილვაში ნანახი ოთხივე მხეცის თვისებები ... შესაბამისად, პირველი მხეცი წარმოადგენს ყველა პოლიტიკური მმართველობის გაერთიანებულ ძალას, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 1, გვ. 369).
ორრქიანი მხეცი. შემდეგ იოანემ იხილა მიწიდან ამომავალი ორრქიანი მხეცი, რომელსაც უწყინარი ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა ჰქონდა, მაგრამ დრაკონივით ლაპარაკობდა და ზემოხსენებული პირველი მხეცის მთელ ძალაუფლებას ფლობდა. ის ბრძანებდა, გაეკეთებინათ მსოფლიოს მმართველი შვიდთავიანი მხეცის ქანდაკება და იძულებულს ხდიდა ყველას, დაესვათ მისი „ნიშანი“ (გმც. 13:11—17).
ზემოთ განხილულიდან ჩანს, რომ დანიელის მე-8 თავში აღწერილი ორრქიანი ვერძი წარმოადგენდა ორი სამეფოსგან შემდგარ მიდია-სპარსეთის იმპერიას. როგორც ცნობილია, ეს სამეფო იოანე მოციქულის დღეებამდე დიდი ხნით ადრე განადგურდა, იოანეს ხილვა კი მომავალს ეხებოდა (გმც. 1:1). მიუხედავად იმისა, რომ იოანეს შემდეგ არაერთი ორსამეფოიანი იმპერია არსებობდა, ისტორიული თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ხანგრძლივი კავშირი.
ორრქიანი მხეცის კიდევ ერთი განსაკუთრებული თავისებურება დრაკონივით ლაპარაკია. ის გვახსენებს დანიელის მე-7 თავში მოხსენიებული მეოთხე მხეცის გამორჩეულ რქას, რომლის „პირი ამპარტავნულად ლაპარაკობდა“ (მუხლები 8, 20—26). ამ მხეცის მიერ დედამიწის მკვიდრთა შეცდომაში შეყვანა კი შეგვიძლია შევადაროთ დანიელის 8:23—25-ში აღწერილი „პირქუში მეფის“ მზაკვრობას (გმც. 13:11, 14).
ალისფერი მხეცი. გამოცხადების მე-17 თავში მოციქულმა იოანემ ჩაწერა ხილვა შვიდთავიანი და ათრქიანი ალისფერი მხეცის შესახებ, რომელზეც სიმბოლური ქალი, „დიდი ბაბილონი“ იჯდა. ეს მხეცი ჰგავს გამოცხადების მე-13 თავში მოხსენიებულ პირველ მხეცს, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ ალისფერია და ათ რქაზე გვირგვინები არ ადგას. როცა იოანე ხედავს ამ მხეცს, ანგელოზი ეუბნება, რომ მხეცის შვიდი თავით წარმოდგენილი შვიდი მეფიდან ხუთი უკვე დაეცა, ერთი იმჟამად იყო და მეშვიდე მოვიდოდა. თავად ალისფერი მხეცი მერვე მეფე იქნებოდა და ამ შვიდიდან წარმოიშობოდა. ათი რქით წარმოდგენილი „ათი მეფე“ იარსებებდა და ძალაუფლება ექნებოდა ალისფერ მხეცთან ერთად, ოღონდ მცირე ხნით. ისინი შეებრძოლებოდნენ კრავს, იესო ქრისტეს, და მასთან ერთად მყოფებს, მაგრამ დამარცხდებოდნენ (გმც. 17:3—5, 9—14).
ზოგი ბიბლეისტი ამ ხილვას უსადაგებს წარმართულ რომს, შვიდ თავს კი — რომის შვიდ იმპერატორს, რომელთაც მერვე იმპერატორი მოჰყვა. მაგრამ ისინი ვერ თანხმდებიან იმაში, თუ კონკრეტულად რომელი იმპერატორები იყვნენ ისინი. ბიბლიაში რომის მხოლოდ სამი იმპერატორია დასახელებული, მეოთხე (ნერონი) კი მოიხსენიება ტიტულით „კეისარი“. სხვა ბიბლეისტებს მიაჩნიათ, რომ „თავები“ ანუ „მეფეები“ მსოფლიო იმპერიებს წარმოადგენენ, როგორც ეს დანიელის წიგნშია. აღსანიშნავია, რომ ებრაულ წერილებში მოხსენიებულია ხუთი მსოფლიო იმპერია — ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი და საბერძნეთი, ბერძნულ წერილებში კი დასახელებულია მეექვსე — რომი, რომელიც იოანეს დროს მმართველობდა. მეშვიდე მეფე დასახელებული არ არის, რადგან ის ჯერ კიდევ არ არსებობდა, როცა იოანე წიგნ „გამოცხადებას“ წერდა. მერვე მეფე, სიმბოლური ალისფერი მხეცი, გარკვეულწილად შვიდივე თავს აერთიანებს საკუთარ თავში, თუმცა თავად მათგან წარმოიშობა.
[ჩანართი]
დადებითი თვისებების სიმბოლოები
ცხოველი თავისებურება ან თვისება სიმბოლო
ვირი მძიმედ მშრომელი ისაქარის ტომი მზად იყო
მძიმე შრომისთვის (დბ. 49:14, 15)
ხარი ძალა, ძლიერება (იობ. 39:9—11) ძალა — იეჰოვას ტახტთან
მყოფი ერთ-ერთი ცოცხალი
არსების თვისება (გმც. 4:7)
მოზვერი შესაწირავი ცხოველი ბაგეთა ნაყოფი,
ქების მსხვერპლი (ოს. 14:2; ებ. 13:15)
იესო ქრისტეს მსხვერპლი (ებ. 9:11—14)
მტრედი მიმზიდველობა, სილამაზე, შულამელი გოგო (ქბ. 1:15; 5:2)
(გვრიტი) უწყინარობა ღვთის მსახურები არიან უწყინარნი
შინ დაბრუნება და არა კანონდამრღვევნი (მთ. 10:16)
იეჰოვას ხალხის შეკრება (ეს. 60:8)
არწივი შორსმჭვრეტელობა სიბრძნე — იეჰოვას ტახტთან
მყოფი ერთ-ერთი ცოცხალი
არსების თვისება (გმც. 4:7)
გამჭრიახობა, ღვთის მსახურთა
სულიერი ჭვრეტა (მთ. 24:28; ლკ. 17:37)
არწივის ფრთები ფრენის ძალა გამომაცოცხლებელი ძალა,
ამტანობა (ფს. 103:5; ეს. 40:31)
თევზი კანონის თანახმად, ზოგიერთი კარგი, მართალი და
თევზი წმინდა იყო (ლვ. 11:9) სამეფოს ღირსი ადამიანები
ქურციკი სილამაზე, მიმზიდველობა შულამელის მწყემსი
(და მსგავსი ცხოველები) სისწრაფე ბიჭი (ქბ. 2:9)
გადელი მეომრების
სისწრაფე (1მტ. 12:8)
თხა შესაწირავი ცხოველი იესო ქრისტეს
მსხვერპლი (ებ. 9:11—14)
კრუხი წიწილების მფარველობა იესოს სათუთი ზრუნვა
ფურირემი სისწრაფე ნაფთალის ტომის სისწრაფე
ბრძოლაში (დბ. 49:21)
მიმზიდველობა საკუთარი ცოლი (იგ. 5:19)
გველგესლა (გველი) საშიში დანის ტომი ზურგს უმაგრებდა
ისრაელს (დბ. 49:17)
ცხენი (თეთრი) საომრად გამზადებული სამართლიანი ომი
ლომი დიდებულება, სიმამაცე, სამართლიანობა — იეჰოვას
მტრის განადგურება ტახტთან მყოფი ერთ-ერთი
ცოცხალი არსების თვისება
(გმც. 4:7)
იესო, როგორც დიდებული მეფე,
სამართლის აღმსრულებელი
იეჰოვას ხალხი (მქ. 5:8)
ცხვარი შესაწირავი ცხოველი; ფარაში მყოფი იესო ქრისტე,
თვინიერება, მორჩილება; „ღვთის კრავი“
(ინ. 1:29; გმც. 5:6; 14:1; 22:3)
იეჰოვას ხალხის ფარა
ადამიანები, რომლებიც სიკეთეს
უკეთებენ ქრისტეს სულიერ
ძმებს და მიიღებენ სამეფოს
კურთხევებს (მთ. 25:32—34)
უარყოფითი თვისებების სიმბოლოები
ცხოველი თავისებურება ან თვისება სიმბოლო
ზოგადად ცხოველები უგუნურება ბოროტი ადამიანები
ვირი ძლიერი სქესობრივი ორგულმა იუდამ
ლტოლვა დახმარებისთვის ასურეთსა
და ეგვიპტეს მიმართა
ხარი დაუნდობლობა დავითის მტრები (ფს. 22:12)
აქლემი (დედალი) უმიზნოდ დარბის სურვილის ორგული ისრაელი
დასაკმაყოფილებლად წარმართ ერებსა
და მათ ღმერთებს
ენდობოდა (იერ. 2:23)
ძაღლი სიავე, უწმინდურება, დავითის მტრები (ფს. 22:16;
დაუცხრომელი სქესობრივი გარყვნილი ადამიანი
ლტოლვა (კნ. 23:18; ფლ. 3:2;
უღირსი ადამიანი
ისრაელის ბოროტი
მწყემსები (ეს. 56:10, 11)
ძველი იუდეველების
შეხედულება წინადაუცვეთელ
უცხოტომელებზე (მთ. 15:26, 27)
განდგომილები (2პტ. 2:22)
მტრედი ადვილად იბნევა, ისრაელის ათტომიანი სამეფო
მერყევი, უგუნური (ოს. 7:11)
დრაკონი შთამნთქმელი, სატანა ეშმაკი (გმც. 12:9)
შემმუსვრელი, მყლაპავი ბაბილონის მეფე (იერ. 51:34,
იხ. სქ., Rbi8)
არწივი გაუმაძღარი, მტაცებელი ბაბილონისა და ეგვიპტის
მეფეები (ეზკ. 17:3, 7, 12, 15)
თევზი კანონის თანახმად, ბოროტი ადამიანები,
ზოგიერთი თევზი სამეფოსთვის უღირსნი
უწმინდური იყო (მთ. 13:47—50)
მელა მზაკვრობა, ცბიერება მზაკვარი მეფე
ჰეროდე ანტიპა (ლკ. 13:32)
თხა სიჯიუტე, დამოუკიდებლობის ქრისტეს სულიერი ძმების
სული, რქენა მიმართ მტრულად განწყობილი
ადამიანები, „დაწყევლილნი“,
რომლებიც განადგურდებიან
(მთ. 25:32, 41, 46)
საბერძნეთის მსოფლიო
ცხენი ბრძოლაში გამოსადეგი იერემიას დროს მცხოვრები
(იობ. 39:19—25) სექსზე გადარეული
ომი, საომარი აღჭურვილობა ისრაელები (იერ. 5:8)
(ფს. 33:17; 147:10; ეს. 31:1; იერ. 4:13)
ძლიერი სქესობრივი ლტოლვა
ლომი მრისხანე, გაუმაძღარი, დავითის მტრები (ფს. 22:13)
მტაცებელი ბაბილონის მსოფლიო
იმპერია (დნ. 7:4)
ასურეთისა და ბაბილონის
მეფეები (იერ. 50:17)
ეშმაკი (1პტ. 5:8)
გველი ცბიერი, მაცდური (2კრ. 11:3) სატანა ეშმაკი (გმც. 12:9)
ვერძი რქენა მიდია-სპარსეთის მსოფლიო
იმპერია (დნ. 8:3, 4, 20)
ღორი უწმინდურება განდგომილები (2პტ. 2:22)
მგელი დაუნდობლობა, ცრუწინასწარმეტყველები
გაუმაძღრობა, (მთ. 7:15) ბოროტი,
სიავე, მზაკვრობა ცრუქრისტიანები,
ცრუმასწავლებლები (სქ.
20:29) ქვეყნიერების
ბოროტი ადამიანები (მთ. 10:16)
მატლი სუსტი, უმნიშვნელო ღვთის ხალხი ისრაელი (იაკობი)
მხოლოდ იეჰოვას ძალით იყო
ძლიერი (ეს. 41:13—15)
ზებრა (დედალი) ნებისმიერ მხარეს მიდის ორგული ისრაელი წარმართ
სქესობრივი ლტოლვის ერებსა და მათ ღმერთებს
დასაკმაყოფილებლად ენდობოდა (იერ. 2:24)