ებრაელების მიმართ
9 თავის მხრივ, პირველი შეთანხმებაც შეიცავდა მოთხოვნებს ღვთისმსახურების შესახებ, აგრეთვე გააჩნდა წმინდა კარავი+ დედამიწაზე. 2 ეს კარავი ორად იყო გაყოფილი. წმინდად წოდებულ+ პირველ ნაწილში იდგა სალამპრე+ და მაგიდა, რომელზეც წარსადგენი პური+ ელაგა, 3 მეორე ფარდის მიღმა+ კი იყო კარვის მეორე ნაწილი, წმინდათაწმინდად+ წოდებული. 4 იქ იყო ოქროს სასაკმევლე+ და მთლიანად ოქროთი მოვარაყებული+ შეთანხმების კიდობანი,+ რომელშიც ეწყო ოქროს ქილა მანანით,+ აარონის კვერთხი, კვირტები რომ გამოიღო,+ და შეთანხმების ფილები.+ 5 მის ზემოთ შერიგების სახურავს დიდებული ქერუბიმები ფარავდნენ.+ მაგრამ ახლა ამაზე დაწვრილებით ლაპარაკის დრო არ არის.
6 იქიდან მოყოლებული, რაც ყოველივე ამგვარად მოეწყო, მღვდლები ყოველდღე შედიან კარვის პირველ ნაწილში მსახურების შესასრულებლად;+ 7 კარვის მეორე ნაწილში კი მხოლოდ მღვდელმთავარი შედის წელიწადში ერთხელ+ და თან ყოველ ჯერზე შეაქვს სისხლი,+ რომელსაც სწირავს საკუთარი თავისთვის+ და ხალხის+ მიერ უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის. 8 ასე მიუთითებს წმინდა სული იმაზე, რომ სანამ პირველი კარავი იდგა, ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი წმინდათაწმინდაში შესასვლელი.+ 9 ეს კარავი იმის სიმბოლოა, რაც დღეისთვის უკვე არსებობს;+ დღემდე იწირება ძღვენიცა და მსხვერპლიც,+ მაგრამ ეს სრულყოფილად ვერ წმენდს ღვთის თაყვანისმცემელთა სინდისს.+ 10 ეს ყოველივე მხოლოდ საჭმელ-სასმელსა და სხვადასხვაგვარ განბანას უკავშირდება.+ ეს იყო მოსეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც სხეულს ეხებოდა+ და დაწესებული იყო დანიშნულ დრომდე, როცა უნდა გამოსწორებულიყო ყველაფერი.
11 თუმცა, როცა ქრისტე მოვიდა, როგორც ახლანდელ კურთხევათა მღვდელმთავარი, ის შევიდა უფრო დიდ და უფრო სრულყოფილ კარავში, რომელიც ხელთქმნილი კი არაა, არამედ სხვაგვარადაა შექმნილი. 12 ის თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით+ მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდათაწმინდაში და მარადიული ხსნა მოგვიპოვა.+ 13 თუ თხებისა და მოზვრების სისხლის+ შესხურება და დეკეულთა ფერფლის მიფრქვევა წმენდს და ასუფთავებს წაბილწულ ხორცს,+ 14 განა ქრისტეს სისხლი+ უფრო მეტად არ განწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან,+ რათა ვემსახუროთ ცოცხალ ღმერთს?! ქრისტემ ხომ მარადიული წმინდა სულის მეშვეობით საკუთარი თავი უზადო მსხვერპლად შესწირა ღმერთს!+
15 ამიტომაც ის ახალი შეთანხმების შუამავალია,+ რის საფუძველზეც მარადიული მემკვიდრეობის+ დანაპირებს იღებენ მოწოდებულები. ეს მისი სიკვდილით გახდა შესაძლებელი, რათა ისინი გამოსასყიდით+ გაეთავისუფლებინა პირველი შეთანხმების დროს ჩადენილ დანაშაულთაგან. 16 როცა შეთანხმება იდება, საჭირო ხდება შეთანხმების დამდების სიკვდილი, 17 ვინაიდან შეთანხმება ძალაში სიკვდილის მეშვეობით შედის; ვიდრე შეთანხმების დამდები ცოცხალია, შეთანხმებას ძალა არა აქვს. 18 ამიტომ არც პირველი შეთანხმება შესულა ძალაში უსისხლოდ, 19 რადგან, როცა მოსემ კანონის ყველა მცნება წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე, მან აიღო მოზვრებისა და თხების სისხლი წყალთან, ალისფერ შალთან და უსუპთან ერთად, და შეასხურა შეთანხმების წიგნსა და მთელ ხალხს, 20 და თქვა: „ამ სისხლით ძალაში შედის შეთანხმება, რომლის დაცვაც ღმერთმა გიბრძანათ“.+ 21 მან სისხლი ასხურა კარავსაც და წმინდა მსახურებისთვის განკუთვნილ ჭურჭელსაც.+ 22 კანონის თანახმად, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმინდება+ და სისხლის დაუღვრელად პატიება არ ხდება.+
23 ამიტომ ზეციურის სიმბოლო+ ცხოველთა სისხლით უნდა განწმენდილიყო,+ თვითონ ზეციური კი — გაცილებით უკეთესი მსხვერპლით. 24 ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმინდათაწმინდაში,+ რომელიც ნამდვილს განასახიერებდა,+ არამედ თვით ზეცაში,+ რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის წინაშე წარდგეს.+ 25 მას მრავალჯერ არ მოუწევს თავის შეწირვა მღვდელმთავრისგან განსხვავებით, რომელსაც ყოველწლიურად+ შეაქვს წმინდათაწმინდაში სისხლი, თუმცა არა საკუთარი. 26 სხვაგვარად მას მრავალჯერ მოუწევდა ტანჯვა ქვეყნიერების დასაბამიდან მოყოლებული. ახლა კი ერთხელ გამოცხადდა ამ წყობის* დასასრულის ჟამს, რათა საკუთარი თავის შეწირვით ბოლო მოეღო ცოდვისთვის.+ 27 როგორც კაცი უნდა მოკვდეს ერთხელ, შემდეგ კი მას სასამართლო ელის, 28 ქრისტეც ერთხელ შეეწირა და იტვირთა მრავალთა ცოდვები,+ მეორედ მოსვლისას კი, ცოდვის მოსასპობად კი არა, მათ სახსნელად მოვა, ვინც მოუთმენლად ელის მას.+