ძველი დღეთა
არამეული ფრაზა ʽათთიკ იომინ, რაც დღეგრძელს ნიშნავს. იეჰოვას ეს წოდება გვხვდება მხოლოდ დანიელის 7:9, 13-სა და 22-ე მუხლებში ტიტულ „უზენაესთან“ მონაცვლეობით (დნ. 7:18, 22, 25, 27). ძველი დღეთა ზის სასამართლო ტახტზე მსოფლიო მპყრობელთა გასასამართლებლად, რომლებიც ვეებერთელა მხეცების სახით არიან წარმოდგენილი. მათ ერთმევათ დედამიწაზე დროებითი მმართველობის უფლება და „მმართველობა, დიდება და სამეფო“ ეძლევა „კაცის ძის მსგავსს“, რომელსაც ყველა ხალხი უნდა დაემორჩილოს (დნ. 7:10—14).
ტიტული „ძველი დღეთა“ კარგად გვიჩვენებს სხვაობას მარადიულ ღმერთსა და ერთმანეთის მონაცვლე იმპერიებს შორის, რომლებიც ხან აღზევდებიან, ხან დაემხობიან. ეს ტიტული იეჰოვას დიდებულ და პატივდებულ მოსამართლედ აღგვიწერს (ფს. 90:2; 75:7).