-
ლანძღვაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იესო ქრისტეს მიმდევრებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობისა და ცნობის გამო ქვეყნიერებას ათვალწუნებული ჰყავდა, ხშირად ლანძღავდნენ (შდრ. ინ. 9:28, 29; 17:14; 1კრ. 1:18; 4:11—13). მიუხედავად ამისა, მათ არ უნდა გადაეხადათ სამაგიერო და ლანძღვით არ უნდა ეპასუხათ თავიანთი მოწინააღმდეგეებისთვის. ამის მაგალითი მათ იესო ქრისტემ დაუტოვა (1პტ. 2:21, 23). იესო ქრისტეს ბრალს სდებდნენ, რომ იყო სმას გადაყოლილი და გაუმაძღარი კაცი, ეშმაკის მოციქული, შაბათის დამრღვევი და ღვთის მგმობელი, თუმცა ის სამაგიეროს არ უხდიდა თავის ბრალმდებლებს და არ ლანძღავდა (მთ. 11:19; 26:65; ლკ. 11:15; ინ. 9:16). იესოს ხმა არ ამოუღია, როცა პილატეს წინაშე ცრუ ბრალდებები წაუყენეს (მთ. 27:12—14). თუ ქრისტიანი მიჰბაძავს იესოს მაგალითს, ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს ზოგ მოწინააღმდეგეზე. ისინი შეიძლება მიხვდნენ, რომ უსაფუძვლოდ ლანძღავდნენ მას და შეიძლება ღვთის განდიდებაც დაიწყონ (შდრ. რმ. 12:17—21; 1პტ. 2:12).
-
-
დაცინვაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
დაცინვის მიმართ სწორი დამოკიდებულება. მართალია, იესო ქრისტემ თავიდანვე იცოდა, რომ დასცინებდნენ, შეურაცხყოფდნენ და ბოლოს მოკლავდნენ, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ამით ხალხი სინამდვილეში იეჰოვას შეურაცხყოფდა, რადგან ის მისი წარმომადგენელი იყო. მას ყველაზე მეტად მამის შეურაცხყოფა სტკენდა გულს, რადგან თვითონ ყოველთვის მამის მოსაწონად იქცეოდა (ინ. 8:29) და ყველაზე მეტად მამის სახელის განწმენდა აღელვებდა (მთ. 6:9). ამიტომ, „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“. მოციქულმა პეტრემ ამაზე გაამახვილა ყურადღება, როცა ქრისტიანებს, განსაკუთრებით მოსამსახურეებს სწერდა, რომ ასეთი მოპყრობისთვის შური არ ეძიათ. პეტრეს სიტყვების თანახმად, ქრისტემ მათ მაგალითი დაუტოვა, რათა ისინი ერთგულად მიჰყოლოდნენ მის ნაკვალევს (1პტ. 2:18—23; რმ. 12:17—21).
-